არეთა ფრანკლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aretha Franklin on January 20, 2009.jpg

არეთა ლუის ლატუნდრა ფრანკლინი (ინგლ. Aretha Franklin; დ. 25 მარტი, 1942, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

არეტას დედა ბარბარა გოსპელის მომღერალი იყო, მან ოჯახი მიატოვა, როდესაც გოგონა 6 წლის იყო და მოგვიანებით გარდაიცვალა. ბავშვობაში ფრანკლინი თავის და-ძმებთან ერთად დეტროიტის ეკლესიის გუნდში მღეროდა, მან პირველი ჩანაწერი 14 წლის ასაკში გააკეთა.

არეტა ლეგენდარულმა ჯონ ჰამონდმა აღმოაჩინა მალევე და მან columbia records-თან დადო კონტრაქტი. მათ სურდათ ფრანკლინი ჯაზის მომღერალი გაეხადათ, თუმცა ვერ მოახერხეს. 1960-იანი წლების დასაწყისში მისი რამდენიმე სიმღერა უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ დიდი წარმატებები ჯერ წინ იყო.

ამ პერიოდში ეყოლა მას ორი ვაჟიშვილი. ამ დროს ის მხოლოდ 16-ს იყო, მას სკოლის მიტოვება მოუხდა შვილების გამო.

1967 წლიდან იგი უკვე Atlantic Records-თან მუშაობდა, პროდიუსერ jerry waxler-თან ერთად მან ჩაწერა 60-იანი წლების ბევრი პოპულარული სიმღერა r&b-ს სტილში.

60-იანი წლების ბოლოს არეტამ მოიპოვა სოულის დედოფლის წოდება, გახდა საქვეყნოდ ცნობილი და შავკანიანთა სიამაყის სიმბოლოც. მოგვიანებით ფრანკლინი ამბობდა: როდესაც atlantic-თან დავიწყე მუშაობა, მათ უბრალოდ დამსვეს ფორტეპიანოსთან და ჰიტებმა თავისით დაიწყეს მოსვლა...

70-იანი წლების დასაწყისში მან ჩაწერა მრავალი ათეულის ლიდერი სიმღერა გოსპელის, r&b-ს, როკენროლის სტილშიც. ასევე ჩაწერა და მშვენივრად შეასრულა ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიები, როგორიცაა: Eleanor Rigby (ბითლზი), Bridge Over Troubled Water (Simon & Garfunkel) და ა.შ.

მისი ბენდის წევრები იყვნენ king curtis, bernard purdie და ლეგენდარული ბილი პრესტონი. მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ სინგლების სიაშია: Chain of Fools, You Make Me Feel (Like a Natural Woman), Think, Baby I Love You და Respect...

მას შემდეგ, რაც გრემის ჯილდოებს შორის დაემატა კატეგორია საუკეთესო r&b შემსრულებელი ქალი, მან დაიმსახურა პირველი რვა წლის განმავლობაში ეს ჯილდო (1968-75) და შემდეგ 80-იანებში კიდევ 3 გრემი დაუმატა ამ ჯილდოებს.

1962 წელს არეტა ფრანკლინი ცოლად გაჰყვა ტედ ვაითს და ამის შემდეგ მეუღლე იყო მისი მენეჯერი წლების განმავლობაში. 1969 წელს ისინი დაშორდნენ და ფრანკლინი ყოველთვის გაურბოდა ჟურნალისტებთან ამ ტემაზე საუბარს.

70-იანი წლებიდან მისი მუსიკა ცოტათი შერბილდა, თუმცა თავისი ძალა მაინც არ დაუკარგავს. არეტა განაგრძობდა აქტიურად თანამშრომლობას მის პროდიუსერებთან. 1973 წელს მან quincy jones-თან ერთად გამოუშვა ალბომი Hey Now Hey, რომელმაც საკმაოდ იმედი გაუცრუვა მას, თუმცა ალბომში შედიოდა ერთი გამორჩეული სიმღერა Angel, რომელიც არეტას მისმა დამ კეროლაინმა დაუწერა.

ამის შემდეგ ფრანკლინი ისევ wexler-თან დაბრუნდა. მათი ბოლო ნამუშევარი ერთად You გამოვიდა 1975 წელს. ამ ალბომის შემდეგ არეტამ გამოუშვა რამდენიმე LP, მათშორის Sparkle 1976 წელს, r&b-ს ნომერ პირველი სინგლი (Giving Him) Something He Can Feel, ასევე Sweet Passion, Almighty Fire და La Diva, რომელიც ბოლო ნამუშევარი იყო ატლანტიკ რეკორდსთან ერთად.

მალე Wexler-მა ატლანტიკი დატოვა და ფრანკლინთან მისი მუშაობაც დასრულდა. მიუხედავად რამდენიმე ჰიტისა, არეტას პოპულარულობა 80-იანი წლების დასაწყისში ცოტათი დაეცა. 1988 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, როდესაც ლუჩიანო პავაროტი შეუძლოდ გახდა, არეტა ფრანკლინმა ბოლო წუთში გადაწყვიტა და შეასრულა არია პუჩინის ტურანდოტი-დან.

2004 წელს მან მიიღო თავისი მე-18 გრემი სიმღერისთვის wonderful.

ამჟამად არეტა ფრანკლინი ცხოვრობს დეტროიტში, როდესაც მას ტურნე არ აქვს.

45-წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი, აგრეთვე 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა როკენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკი დიდების დარბაზში. 1999 წელს იგი დააჯილდოვა პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედალით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]