ჰენკ უილიამსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰენკ უილიამსი (ინგლ. Hank Williams; სრული სახელი ჰაირამ «ჰენკ» კინგ უილიამსი; დ. 17 სექტემბერი, 1923 — გ. 1 იანვარი, 1953) — ამერიკელი ავტორი-შემსრულებელი. ხუთწლიანი აქტიური მუსიკალური კარიერის განმავლობაში, რომელიც 29 წლის ასაკში მისი გარდაცვალებით შეწყდა, უილიამსმა დიდი რაოდენობით სიმღერა დაწერა, რომლებმაც ჰონკი-ტონკისა და ქანთრის მუსიკის მიმდინარეობა განსაზღვრა. მისი ტრადიციები გააგრძელეს უილიამსის ოჯახის წევრებმა — ვაჟმა ჰენკ უილიამს უმცროსმა, ქალიშვილმა ჯეტ უილიამსმა, ასევე შვილიშვილებმა ჰენკ უილიამს III-მ, ჰოლი უილიამსმა და ჰილარი უილიამსმა.