ჯეიმზ ბრაუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ჯეიმზ ბრაუნი
Jamesbrown4.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 მაისი, 1933,დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა,აშშ
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია, აშშ

ჯეიმზ ბრაუნი (ინგლ. James Joseph Brown; * 3 მაისი, 1933, დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა – გ. 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და ხელოვნების მუშაკი. საბოლოოდ წოდებული, როგორც - "The Godfather of Soul" (სოულის ნათლია).იგი მუშაობდა ისეთ ჟანრებში როგორიცაა გოსპელი, რიტმ ენდ ბლიუზი, როკ ენ როლი და ფანკი. ბრაუნმა კარიერა ეკლესიაში სიმღერით დაიწყო. იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მეოცე საუკუნის მუსიკაში, რომელმაც საკუთარი ვოკალით და უბადლო ცეკვის ნიჭით შესძლო წარმატების მიღწევა. მას ასევე უწოდებენ "ყველაზე მძიმედ მომუშავე მამაკაცს შოუბისზნესში". როგორც ნაყოფიერი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და ბენდის ლიდერი, ბრაუნი იყო გადამწყვეტი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მან დატოვა კვალი უამრავ ხელოვანზე. მისმა მუსიკამ ასევე დატოვა თავისი კვალი რითმულ აფრიკულ მუსიკაზე, როგორიცაა afrobeat, jùjú და mbalax. ბრაუნმა თავისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა 1956 წელს დაიწყო და წარმატებას 1960 წლისთვის მიაღწია, რაც მის მიერ პროფესიონალურ და ცოცხლად შესრულებული ჰიტების დამსახურებაა. 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა, ჯეიმზ ბრაუნს მეშვიდე ადგილი დაუთმო სიაში - "როკ ენ როლის 100 ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი".

ბავშვობა[რედაქტირება]

სულ პატარა იყო, როდესაც გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილი მუსიკალური განათლება ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო, გახდა რა ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი, ზედმიწევნით შეისწავლა გოსპელი.

ჯეიმზის მამა - ჯო ბრაუნი, ხის მჭრელი იყო, რომლის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. როდესაც ბრაუნი ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ექვსი წლის ასაკში კი მამასთან ერთად გადავიდა ოგასტაში, ჯორჯიის შტატში. მან სკოლაში მხოლოდ შვილი წელი იარა, ფულს კი ახალგაზრდა ბრაუნი ფეხსაცმელების წმენდით, მაღაზიების დაგვით, ძველი მარკებით ვაჭრობით და ახალგაზრდა ნიჭიერთა კონკურსებში გამარჯვებით შოულობდა.

16 წლის ასაკში ჯეიმზ ბრაუნი გაასამართლეს შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის და გადააგზავნეს ტოკოაში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

13 წლის ასაკში ჯეიმზ ბრაუნი საკუთარ ტრიოს აყალიბებს. მოგვიანებით იგი ხდება ანსამბლის “THE FLAMES”-ის წევრი, რომელიც ძირითადად რითმ ენ-ბლიუზის სტილში უკრავდა. ამ ანსამბლის რეპერტუარში პირველად გაჟღერდა ჯეიმზ ბრაუნის პირველი სიმღერა “PLEASE, PLEASE, PLEASE”, რაც გახდა მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერის დასაწყისი.

-”ამ სიმღერამ ნამდვილად მიშველა. ლუკმა-პურის მოპოვებისათვის აღარ იყო საჭირო მუსიკის გარდა სხვა სამუშაოს ძებნა. ამან მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის რისი კეთება მართლა მსურდა.” (ბრაუნი).

ეს სიმღერა მან 1956 წელს ჩაწერა. დისკი მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას მოჰყვა ბრაუნის თავბრუდამხვევი კარიერის დაწყება.

-”სიმღერა “PAPA’S GOTTA BRAND NEW BAG”ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, რომელიც კი ოდესმე ჩამიწერია. რითმის რამდენიმეჯერ შეცვლის შედეგად მივიღე ის, რასაც დღეს “FUNK”-ს უწოდებენ.

სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გაჩნდა მიმდინარეობა FUNK, რომელსაც მოგვიანებით SOUL-საც უწოდებდნენ. ამ სიმღერას მოჰყვა კიდევ არა ერთი პოპულარული სიმღერა, რომლებიც ჯეიმზ ბრაუნს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ჯეიმზ ბრაუნი ძალზე აქტიურად იყო ჩაბმული შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი მიმართვები ახალგაზრდა შავკანიანებისადმი პოზიტიური ხასიათისა ყოფილიყო.

-”სამოციან წლებში ძალზე დიდი აქცენტი კეთდებოდა რასიულ დაპირისპირებაზე. ახლა კი მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა აქცენტი ურთიერთ სიყვარულზე გაგვეკეთებინა.”(ბრაუნი)

ისი კარიერის განმავლობაში დაღმასვლასაც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც მოდაში დისკო შემოვიდა ჯეიმზ ბრაუნის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში გამოდის მისი სიმღერა LIVING IN AMERICA, რითაც ბრაუნმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი აუდიტორიას. 1986 წელს მისი გვარი როკენ როლის დიდების სიაში იქნა შეყვანილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ელვის პრესლის გარდა არცერთ პოპ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი მიღწევები როგორც ჯეიმზ ბრაუნს: საუკუთესო ასი სიმღერის სიებში მთლიანობაში მისი 94 სიმღერა მოხვდა, ხოლო საუკეთესო ოცი სიმღერის სიებში ყველა მუსიკოსთან შედარებით მისი ყველაზე მეტი სიმღერა შევიდა. ჯეიმზ ბრაუნმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალაქ ავგუსტაში გამართა საშობაო კონცერტი. მას საახალწლოდ ნიუ-იორკში ბიბი კინგის ბლიუზ-კლუბში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა.

თავისი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ბრაუნმა 50-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. 60-იან წლებში ჯეიმზ ბრაუნს ჟურნალმა ”lOOK"-მა ”ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი” უწოდა. 1992 წელს ბრაუნმა მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის პრემია ”გრემი” მიიღო.

სკანდალები[რედაქტირება]

მომღერლის კარიერა ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ბრაუნი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობას; ის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. ბრაუნი ციხეში მოხვდა მესამე ცოლის ცემის გამოც.

გარდაცვალება[რედაქტირება]

გარდაიცვალა 25 დეკემბრის დილას ატლანტის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • 1956: Please, Please, Please (R&B #5)
  • 1959: Try Me (R&B #1, აშშ #48)
  • 1960: Think (R&B #7, აშშ #33)
  • 1961: Baby, You're Right (R&B #2, აშშ #49)
  • 1961: Bewildered (R&B #8, აშშ #40)
  • 1961: I Don't Mind (R&B #4, აშშ #47)
  • 1962: Lost Someone (R&B #2, აშშ #48)
  • 1962: Night Train (R&B #5, აშშ #35)
  • 1963: Prisoner of Love (R&B #6, აშშ #18)
  • 1965: Papa's Got a Brand New Bag - Part I (R&B #1, აშშ #8)
  • 1965: I Got You (I Feel Good) (R&B #1, აშშ #3)
  • 1966: Ain't That a Groove Pts. 1 & 2 (R&B #6, აშშ #42)
  • 1966: Don't Be A Drop-Out (R&B #4, აშშ #50)
  • 1966: It's a Man's Man's Man's World (R&B #1, აშშ #8)
  • 1966: Sweet Little Baby Boy - Part 1 (აშშ #8)
  • 1967: Cold Sweat - Part 1 (R&B #1, აშშ #7)
  • 1967: Let Yourself Go (R&B #5, აშშ #46)
  • 1968: I Can't Stand Myself (When You Touch Me) (R&B #4, აშშ #28)
  • 1968: I Got The Feelin' (R&B #1, აშშ #6)
  • 1968: Licking Stick - Licking Stick - Part 1 (R&B #2, აშშ #14)
  • 1968: Say it Loud - I'm Black and I'm Proud - Part 1 (R&B #1, აშშ #10)
  • 1968: There Was A Time (R&B #3, აშშ #36)
  • 1969: Ain't It Funky Now (R&B #3, აშშ #24)
  • 1969: Give It Up Or Turnit A Loose (R&B #1, აშშ #15)
  • 1969: I Don't Want Nobody To Give Me Nothing (Open Up The Door, I'll Get It Myself) (R&B #3, აშშ #20)
  • 1969: Let A Man Come In And Do The Popcorn - Part One (R&B #2, აშშ #21)
  • 1969: Mother Popcorn (You Got To Have A Mother For Me) Part 1(R&B #1, აშშ #11)
  • 1970: Get Up (I Feel Like Being Like A) Sex Machine (Part 1) (R&B #2, აშშ #15)
  • 1970: Santa Claus Is Definitely Here To Stay (აშშ #7)
  • 1970: Super Bad - Part 1 & Part 2 (R&B #1, აშშ #13)
  • 1971: Escape-ism - Part 1 (R&B #6, აშშ #35)
  • 1971: Get Up, Get Into It, Get Involved - Pt. 1 (R&B #4, აშშ #34)
  • 1971: Hot Pants (She Got To Use What She Got To Get What She Wants) – Part 1 (R&B #1, აშშ #15)
  • 1971: I'm A Greedy Man - Part I (R&B #7, აშშ #35)
  • 1971: Make It Funky - Part 1 (R&B #1, აშშ #22)
  • 1971: Soul Power - Pt. 1 (R&B #3, აშშ #29)
  • 1972: Get On The Good Foot - Part 1 (R&B #1, აშშ #18)
  • 1972: King Heroin (R&B #6, აშშ #40)
  • 1972: Talking Loud And Saying Nothing - Part I (R&B #1, აშშ #27)
  • 1973: Down And Out In New York City (R&B #13, აშშ #50)
  • 1973: I Got A Bag Of My Own (R&B #3)
  • 1973: Sexy, Sexy, Sexy (R&B #6, აშშ #50)
  • 1974: Funky President (People It's Bad) (R&B #4, აშშ #44)
  • 1974: My Thang (R&B #1, აშშ #29)
  • 1974: Papa Don't Take No Mess - Part I (R&B #1, აშშ #31)
  • 1974: Stoned To The Bone - Part 1 (R&B #4, აშშ #58)
  • 1974: The Payback - Part I (R&B #1, აშშ #26)
  • 1976: Get Up Offa That Thing (R&B #4, აშშ #45)
  • 1985: Living in America (R&B #10, აშშ #4)
  • 1987: How Do You Stop (R&B #10)
  • 1988: I'm Real (R&B #2)
  • 1988: Static, Pts. 1 & 2 (with Full Force) (R&B #5)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]