შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის ისტორია
Coat of Arms of the United States
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
აშშ-ს ისტორიის ქრონოლოგია
კოლუმბამდელი პერიოდი
კოლუმბის პერიოდი
1776–1789
1789–1849
1849–1865
1865–1918
1918–1945
1945–1964
1964–1980
1980–1991
1991-დღემდე
  •  •  

დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები დაუსახლებელი იყო. იმ დროს ზღვის დონის დაწევამ წარმოშვა სახმელეთო ხიდი აზიის კონტინენტსა და ალასკის ნახევარკუნძულს შორის. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ და თანდათანობით სახლდებოდნენ ორივე კონტინენტის უკაცრიელ მიწებზე. შემდგომში ზღვის დონემ კვლავ აიწია და შეწყდა კავშირი აზიასთან, ამიტომ აზიელთა და, მით უმეტეს ევროპელთა მომდევნო კულტურული მიღწევები ამერიკელებისთვის უცნობი დარჩა.

XVI საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპის ქვეყნების კარაველები ოკეანეებს სერავდნენ და შორეულ ტერიტორიებისკენ ექსპედიციებს აწყობდნენ. ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ტომები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ნადირობით და თევზჭერით ირჩენდა, მათ გამოჰყავდათ სპეციალური ჯიშის კულტურული მცენარეული ჯიშები, მათი დიდი მიღწევა იყო სიმინდისმაისის გამოყვანა.

დღევანდელი აშშ-ის სამხრეთ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა აცტეკების იმპერიის დიდი გავლენა.

ინგლისის კოლონიები ჩრდილო ამერიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
’’მეიფლაუერი’’
ბოსტონის ჩაის სმა 1773 წელს.
დიდი ბრიტანეთის მეფე ჯეიმზ I, სწორედ ჯეიმზის მმართველობის დროს დაიწყო ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია.
ახალი საფრანგეთი. საფრანგეთის კუთვნილი ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში.
ინგლისელების მიერ დაარსებული პირველი კოლონია ვირჯინია.

ინგლისელებმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია შედარებით გვიან დაიწყეს. პირველი ინგლისური კოლონიები ამერიკის კონტინენტზე ჯეიმზ I-ის დროიდან გაჩნდა. კოლონიების დაარსების უფლება თავდაპირველად სავაჭრო კომპანიებს მიეცა, მათ კოლონისტები ამერიკის კონტინენტზე უნდა გადაეყვანათ და ახალ ადგილებზე დამკვიდრებაში ხელი შეეწყოთ.

1607 წელს ჯეიმზ I-მა ჩრდილო ამერიკაში ინდიელებით დასახლებული ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კოლონიის დაარსების ნებართვა მისცა ლონდონის სააქციო კომპანიას. ამ კოლონიას ვირჯინია ეწოდა. მეფემ თავი აარიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, აღმოეჩინა მფარველობა და დაეცვა ეს კოლონია. ვირჯინიამ მოგების თვალსაზრისით აქციონერების იმედები ვერ გაამართლა. მოგვიანებით უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე უფრო მომგებიანი კოლონიების დაარსება დაიწყეს.

ინდიელთა ტომები ამ პერიოდში გვაროვნულ თემებად ცხოვრობდნენ ისინი კეთილი გულით შეხვდნენ ინგლისელ კოლონიზატორებს . ინდიელები თავიდან ინგლისელებს ეხმარებოდნენ სურსათ-სანოვაგით, ასწავლიდნენ სიმინდის, თამბაქოს მოყვანას. მალე ინდიელების და ინგლისელების ურთიერთობები დაიძაბა რადგან ინგლისელები ჩალის ფასად ყიდულობდნენ ინდიელების სამოსახლოებს, ხშირად კი ძალადობასაც მიმართავდნენ. ინგლისელებმა მიზანს მიაღწიეს ინდიელები თავიანთი სამოსახლოებიდან განდევნეს.

ინგლისელ კოლონიზატორებს დიდ სიძნელეებს უქმნიდა ესპანეთი და ნიდერლანდები. ესპანეთი ეწინააღმდეგებოდა ინგლისის კოლონიების შექმნას ამიტომ ინგლისური კოლონიები მუდმივი საფრთხის ქვეშ იყვნენ. ნიდერლანდს კი სურდა მას შეექმნა ახალი კოლონიები ჩრ ამერიკაში. XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისს ომები ჰქონდა ესპანეთთან და ნიდერლანდთან სადაც ეს ქვეყნები დამარცხდნენ ინგლისმა ესპანეთი აიძულა, რომ ფლორიდის ნახევარკუნძული დაეტოვებინა.

XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე 13 ინგლისური კოლონია იყო. კოლონიები მეურნეობის ხასიათის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფოდა. ჩრდილოეთის ოთხ კოლონიას ახალ ინგლისს უწოდებდნენ, აქ კოლონისტები პატარა სოფლებად ცხოვრობდნენ, თითოეულ ოჯახს დასამუშავებლად თავისი საკუთარი მიწები ჰქონდათ. იქაური მოსახლეობა მეთევზეობას, მონადირეობას, ზღვაოსნობას, გემთმშენებლობას მისდევდნენ. ოთხი ცენტრალური კოლონიაში ხორბალი, ბოსტნეული კულტურები, სიმინდი მოჰყავდათ და მეცხოველეობას მისდევდნენ.

სამხრეთის ხუთ კოლონიაში გაშენებული იყო მსხვილი მეურნეობები-პლანტაციები სადაც მოჰყავდათ: თამბაქო, ბრინჯი, მცენარეული საღებავი ინდიგი, მოგვიანებით დაიწყეს ბამბის მოყვანა.

ახალშენები სამუშაო ძალის ნაკლებობას განიცდიდა ამიტომ კოლონიებში ინგლისიდან გზავნიდნენ მსჯავრდებულებს ან ღატაკებს. მსჯავრდებულები პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდგომ კოლონიებში რჩებოდნენ. სამხრეთის შტატებში იყენებდნენ მონების შრომას, პლანტატორებმა ვერ შეძლეს ადგილობრივი ინდიელების დამონება ამიტომ მონებად ამუშავებდნენ აფრიკიდან ნაყიდ მონა ზანგებს, მონებით ვაჭრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია. მონობა მთელი სიცოცხლე გრძელდებოდა და ის გადადიოდა შთამომავლობაზეც.

XVII საუკუნის შუა ხანებისთვის კოლონიებში მოსახლეობის რაოდენობამ 2 მილიონს გახდა მოსახლეობის უმრავლესობა ინგლისელები იყვნენ. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა შოტლანდიელები, ირლანდიელები და გერმანელები.

ამერიკის სამეურვეო წარმატებები არ მოსწონდა ინგლისს. ინგლისური საქონლის ამერიკული მეტროპოლიებისგან დაცვის მიზნით ინგლისის პარლამენტმა კოლონიებში ვაჭრობა-წარმოების განვითარების შეზღუდვას ცდილობდა. ამის გამო მეტროპოლიასა და ინგლისს შორის მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა 1756-1763 წლების ომების შემდეგ ინგლისი დაეპატრონა საფრანგეთის კოლონია კვებეკს (კანადა).

ამერიკულ კოლონიებში გადასახადები და ბეგარის შემოღებისას ინგლისი კოლონიებისგან აქტიურ წინააღმდეგობას წააწყდა. ინგლისის მეფემ და პარლამენტმა გადაწყვიტა ძალის გამოყენებით გაეტეხათ კოლონიების წინააღმდეგობა. მათ უარი თქვეს ამერიკის კოლონიების პირველ კონტინენტურ კონგრესთან მოლაპარაკებაზე. კონგრესი შეიქმნა ქალაქ ფილადელფიაში 1774 წელს.

1775 წელს მასაჩუსეტში ბოსტონთან ახლოს ინგლისურ არმიასა და კოლონისტებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეს იყო ჩრ.ამერიკის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასაწყისი. ბოსტონთან შეტაკების შემდეგ ჩრდილო ამერიკულ კოლონიებში საბოლოოდ გამოჩნდა ინგლისის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ტორები და ვიგები (ლოიალები და პატრიოტები). ტორების ბანაკში იყვნენ მეფის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები. კოლონიებში მყოფმა არმიამ, ანგლიკანური ეკლესიის მსახურებმა, გლეხებმა, არისტოკრატებმა, პლანტატორებმა ვიგების ბანაკს დაუჭირეს მხარი.

1775 წელს ფილადელფიაში შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი რომელზეც 13 კოლონიის წარმომადგენელი იყო კონგრესის გადაწყვეტილებით ინგლისთან ურთიერთობები შეწყდა. მოხალისეებისგან შეიქმნა არმია, არმიის სარდლად დაინიშნა განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი წევრი სამხედრო საქმეების მცოდნე ჯორჯ ვაშინგტონი. ამგვარად კონგრესის 13 კოლონიის წარმომადგენლების სათათბიროდან საკანონმდებლო ორგანოდ პარლამენტად გადაიქცა.

ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დამოუკიდებლობის გამოცხადება
ვაშინგტონი გადადის დელავერზე (ჯორჯ ვაშინგტონი დამოუკიდებლობის ომში)– ავტ. ემანუელ ლეუცე, 1815 წ. , მეტორპოლიტენ მუზეუმი.
როშამბორსა ლაფაიეტი

მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც 13 კოლონია შტატად გამოცხადდა. კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე. თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები, დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობას შეეხო. პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დეკლარაციიდან ამოღებული იქნა ზანგების მონობისგან განთავისუფლება. კონგრესს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ.

ამრიგად მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ინგლისისაგან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები შემოკლებით აშშ. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ წითელი ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების მატებასთან ერთად სახელმწიფო დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ვარსკვლავების რაოდენობა 50-ს შეადგენს, ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

ომი დამოუკიდებლობისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყების შემდეგ ინგლისელებმა საზღვაო დესანტი აშშ-ის ტერიტორიაზე გადასხეს, აიღეს მდინარე ჰუდსონის შესართავთან მდებარე ქალაქი ნიუ-იორკი და ჩრდილოეთისკენ დაიძრნენ, ხოლო კანადიდან შემოიჭრა ინგლისის არმია და სამხრეთისაკენ მდინარე ჰუდსონის შესართავამდე მოძრაობდა. მდინარე ჰუდსონის აუზში ამ ორი არმიის შეერთების შემთხვევაში აშშ ორად გაიყოფოდა, ინგლისელები კი ორად გაყოფილ ქვეყანას უფრო ადვილად დაიპყრობდნენ. 1777 წელს სარათოგასთან ამერიკელებმა კანადიდან შემოსული არმია დაამარცხეს და დაატყვევეს. ამ ყველაფერმა ინგლისის გეგმები ჩაშალა. ინგლისელებმა ჩრდილოეთის შტატების წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, ამიტომ საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ შტატებზე, ძირითადად კი კაროლინაზე გადაიტანეს. ინგლისელები იმედოვნებდნენ, რომ თუ სამხრეთ შტატებში მოიპოვებდნენ წარმატებებს, კონსერვატორულად განწყობილ პლანტატორ მონათმფლობელებთან საერთო ენას გამონახავდნენ.

აშშ-ის მიერ პარიზში გაგზავნეს ბენჯამინ ფრანკლინი. მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა უნარმა ძირფესვიანად შეცვალა აშშ-ის საერთაშორისო მდგომარეობა. თავდაპირველად საფრანგეთი ამ ომში არ ერეოდა, ის მხოლოდ იარაღით, ფულით და სურათით ეხმარებოდა ამერიკელებს. სარათოგასთან ამერიკელების გამარჯვების შემდეგ საფრანგეთმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა და ინგლისს ომი გამოუცხადა. საფრანგეთს მიჰბაძა ბევრმა ქვეყანამ და მათაც აშშ-ს დამოუკიდებლობა აღიარეს. ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის გაერთიანებულმა ჯარმა გამარჯვება 1781 წელს მოიპოვა ვირჯინიაში იორკთაუნთან. იორკთაუნის ბრძოლაში ინგლისური ჯარი დანებდა ჯორჯ ვაშინგტონს და მის ფრანგ მოკავშირეს როშამბორსა ლაფაიეტს. სამხედრო მოქმედებები შეწყდა დაიწყო საზავო მოლაპარაკებები.

დამოუკიდებლობისათვის ომში გამარჯვების შემდეგ 1783 წელს აშშ-მა მოიშორა ინგლისელთა კოლონიური უღელი. ოთხი წლის შემდეგ 1787 წელს ფილადელფიაში ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა პარლამენტი-კონვენტი. კონვენტმა ჯეიმზ მედისონის პროექტის საფუძველზე, შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს რესპუბლიკად აცხადებდა. 1787 წლის კონსტიტუცია დღესაც მოქმედებს, მაგრამ მასზე სამ ათეულამდე შესწორება განხორციელდა. პირველი ათი შესწორება „უფლებათა ბილის (კანონის)“ სახელწოდებით 1791 წელს შეიტანეს.

აშშ-ს პირველ პრეზიდენტად 1789 წელს აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი. 1787 წელს მიღებული კონსტიტუციით ინდიელთა მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. 1800 წლიდან აშშ-ს დედაქალაქი გახდა ვაშინგტონი.

1787 წელს მიღებული კონსტიტუციით თითოეულ შტატს დიდი უფლებები მიენიჭა, მათ თვითონ უნდა გადაეწყვიტათ ზანგების მონობის საკითხი. არჩევნებში მონაწილეობისთვის თავიდან დააწესეს ქონებრივი ცენზი, ანუ ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო საკუთრების მფლობელი. XIX საუკუნის პირველ ნახევარში შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება თეთრკანიანი მამაკაცებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიული გაფართოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ-ის ტერიტორიული გაფართოება
მექსიკა-აშშ-ის ომი. ბრძოლა მონტერეისთან

1783 წელს ინგლისთან დადებული პარიზის ზავით აშშ-ის სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა უზარმაზარი ტერიტორია. 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტიმ აშშ-ის ჩალის ფასად მიჰყიდა, ინგლისური ფლოტის მიერ საფრანგეთისგან მოკვეთილი ლუიზიანა, რომლის ტერიტორია მოიცავდა მისისიპიდან დასავლეთით კლდოვან მთებამდე. ამან აშშ-ს ფართობი ორჯერ გაზარდა. ამ საქციელით ნაპოლეონმა განამტკიცა საფრანგეთ-აშშ-ის ურთიერთობა და გაამწვავა აშშ-ინგლისის ურთიერთობა.

მართლაც 1812 წელს დაიწყო აშშ-ინგლისის მეორე ომი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის მეორე ომის სახელით არის ცნობილი. ომი ორ წელიწადს გაგრძელდა. ეს ომი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. ერთხანს ინგლისელები ვაშინგტონსაც დაეუფლნენ, მაგრამ მერე უკანვე დაიხიეს და ქალაქი გადაწვეს. საბოლოოდ ამ ომში წარმატებას ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია.

ინგლისმა ვერ შეძლო აშშ-ის კოლონიურ სახელმწიფოდ გადაქცევა. ვერც აშშ-მა ვერ შეძლო კანადის შეერთება. 1812-1814 წლების ომის შემდეგ აღდგა ომამდელი მდგომარეობა. მაგრამ ამ ომს აშშ-ისთვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რადგან ინგლისი დარწმუნდა ახალი სახელმწიფოს სიძლიერეში, ამან განაპირობა ის, რომ როდესაც XIX საუკუნის 40-იან წლებში ატყდა დავა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის შორის ორეგონის ტერიტორიის გამო, ინგლისმა დაუთმო აშშ-ის ორიგონი გარდა კუნძულ ვანკუვერისა.

1821 წელს ესპანეთისგან განთავისუფლდა მექსიკა. მექსიკის შემადგენლობაში იყო ტეხასი, რომლის ტერიტორიაზე მალე იწყეს დასახლება აშშ-იდან წამოსულმა მონათმფლობელმა პლანტატორებმა. 1836 წელს აშშ-იდან ჩამოსახლებულმა პლანტატორებმა ტეხასიდან განდევნეს მექსიკელთა ჯარები და შექმნეს ახალი სახელმწიფო, რომელმაც დააკანონა ზანგთა მონობა. 1845 წელს ტეხასელი პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნით ტეხასი შეუერთდა აშშ-ს, რამაც გამოიწვია აშშ-მექსიკის ომი.

1846-1848 წლების აშშ-მექსიკის ომში მექსიკა სასტიკად დამარცხდა. 1848 წლის ზავით მექსიკა იძულებული გახდა აშშ-ისთვის გადაეცა ახალი მექსიკა და კალიფორნია. აშშ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 1853 წელს მექსიკას ჩამოაცილა ჩრდილო-დასავლეთი კუთხე. 1867 წლის ხელშეკრულებით რუსეთმა აშშ-ის მიჰყიდა თავისი სამფლობელოები ალასკაზე.

გარდაუვალი კონფლიქტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონფედერაციის მმართველები
კონფედერაციაში შესული შტატები

ამერიკის გაფართოების კვალდაკვალ იზრდებოდა შტატების რაოდენობა. 1820 წელს მიღებული იქნა მისურის კომპრომისი რომლის ძალითაც ჩრდილოეთის შტატებში აიკძალა მონობა.

XIX საუკუნის 40-50 წლებიდან აშშ-ს ჩრდილოეთი შტატები მსხვილ მრეწველობაში წამყვან ძალად იქცა. XIX საუკუნის შუა წლებიდან აშშ-ში ღრმავდებოდა დაპირისპირება თავისუფალი შრომის მომხრეებსა და მონობის მსურველთა შორის. მისურის კომპრომის საფუძველი ეცლებოდა. მონათმფლობელები მთელ ამერიკის კონტინეტზე მონობის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვოდნენ. გლეხები, მუშები და ზანგები მონობის გაუქმებას მოითხოვდნენ. ეს არ იყო შემთხვევითი კონფლიქტი, იგი დამოკიდებული იყო აშშ-ის განვითარების სიღრმისეული პროცესებით. მოგვიანებით ამ შეურიგებელ დაპირისპირებას გარდაუვალი კონფლიქტი ეწოდა.

1854 წელს მონობის მოწინააღმდეგეებმა შექმნეს რესპუბლიკური პარტია, რომელმაც 1860 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა. მონობის მომხრე დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც 32 წელი ძალაუფლება ხელთ ეპყრა, დაკარგა ძალაუფლება. აშშ-ის პრეზიდენტი გახდა რესპუბლიკელი აბრაამ ლინკოლნი.

1860 წელს მონობის მოწინააღმდეგე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის აბრაამ ლინკოლნის გამარჯვებას მოჰყვა მონათმფლობელური სამხრეთის შტატების აჯანყება. მათ შექმნეს სამხრეთის შტატების კონფედერაცია, რომელსაც სათავეში ჯეფერსონ დეივისი ჩაუდგა.

1861 წელს აშშ-ის 34 შტატიდან 23 ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებოდა, 11 შტატი კონფედერაციას მიემხრო. 1861 წლისათვის ჩრდილოეთის შტატების მოსახლეობა 22 მილიონს შეადგენდა. კონფედერაციაში შემავალი შტატების მოსახლეობის რაოდენობა კი 9 მილიონი იყო, აქედან 4 მილიონი მონა იყო. კონფედერაციას განაგებდა 8000 ოჯახი, რომლებსაც საშუალოდ 50 მონა ჰყავდათ. მონების აჯანყების შიშის გამო დამყარებული იყო ტერორისტული რეჟიმი ძლიერი სამხედრო ორგანიზაციით. სამხრეთის შტატების ეკონომიკა აგრარული ხასიათის იყო. სოფლის მეურნეობაში გაბატონებული იყო ბამბისკულტურა რომელიც მონა ზანგების შრომით მოჰყავდათ.

ჩრდილოეთის შტატების ეკონომიკა კი ძალზედ განვითარებული იყო აქ მოდიოდა სამრეწველო კაპიტალის 3/4. მიუხედავად ყველაფრისა სამოქალაქო ომი-ის ინიციატორად სამხრეთის შტატები გამოვიდნენ. სამხრეთის შტატები კარგად მოემზადა სამოქალაო ომისთვის. მონათმფლობელები ვარაუდობდნენ ჩრდილოეთზე სწრაფ გამარჯევებას. თავდაპირველად ჩრდილოეთის შტატების ხელისუფლება ვერ ხვდებიდა მოახლოებული საშიშროებას. მათ ეგონათ რომ სამხრეთის შტატების მმართველ წრეებთან საერთო ენას გამონახავდნენ.

1861-1865 წლების სამოქალაქო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამტერის ფორტზე თავდასხმა, აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყება.
აშშ-ის სამოქალაქო ომის ბრძოლის ეტაპები.

1861 წლის 13 აპრილს 7 000 მეამბოხემ აიღო სამხრეთ კაროლინის სამტერის ფორტი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების 83 მებრძოლი იცავდა. ფლოტიდან ჩამოხსნეს აშშ-ის დროშა და დაკიდეს კონფედერაციის დროშა. ეს დღე ითვლება აშშ-ში სამოქალაქო ომის დაწყების დღედ.

1861-1862 წლებში სამხრეთელებმა თითქმის ვაშინგტონიც კი იგდეს ხელთ. ნათელი გახდა რომ მოქმედება ჩრდილოელების გეგმის მიხედვით, რომელიც გულისხმობდა სამხრეთელების ალყაში მოქცევას და განადგურებას ომის გაჭიანურებას გამოიწვევდა. ჩრდილოელებისათვის ომში გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო ბრძოლისხასიათის ძირფესვიანად შეცვლა.

1862 წელს ჩრდილოეთის მთავრობამ მიიღო კანონი ჰომსტედების შესახებ. ეს კანონი ითვალისწინებდა იმას რომ ყოველ ამერიკელს ვისაც სურვილი ექნებოდა შეეძლო დასავლეთით მიწის ნაკვეთები მიღება სრულიად უფასოდ. 1862 წელს ლინკოლნმა ხელი მოაწერა განთავისუფლების პროკლამაციას, ანუ 1863 წლის 1 იანვრიდან ყველა მონა თავისუფლდებოდა. ამ ორმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო აშშ-ის ცენტრალური ხელისუფლების მომხრეთა ზრდას და მოსახლეობის მისწრაფებას, რაც შეიძლება მალე მოეღოთ ბოლო ამბოხებისთვის. ამ პერიოდიდან დაიწყო ჩრდილოეთის შტატების წარმატებები.

1863 წელს ჩრდილოეთის შტატების ჯარი დაეუფლა მდინარე მისისპის ქვემო წელს. ეს უდიდესი წარმატება იყო, რადგან იზოლირებული იქნა კონფედერაციის დასავლეთი ნაწილი, რაც აადვილებდა საომარ ოპერაციებს. 1864 წელს ჩრდილოეთის სამმა არმიამ გენერალ შერმანის სარდლობით დაიწყო შეტევა ჯორჯიის შტატზე. 1864 წელს შერმანმა დაიკავა ქალაქი ატლანტა, ხოლო დეკემბრის მიწურულს მექსიკის ყურეს მიადგა. შერმანმა შეასრულა თავისი არმიის წინაშე დასახული ამოცანები, იგი შეიჭრა მოწინააღმდეგის ზურგში დაიკავა ჯორჯია და გადაკეტა სარკინიგზო მაგისტრალები. ამის შემდეგ გენერალმა შერმანმა არმია დაძრა ჩრდილო აღმოსავლეთით რიჩმონდისაკენ, სადაც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს გენერალ გრანტს კონფედერაციის დედაქალაქი ალყაში ჰქონდა მოქცეული. 1865 წლის 3 აპრილს ცენტრალური მთავრობის ჯარებმა აიღეს რიჩმონდი. რამდენიმე დღის შემდეგ 9 აპრილს კონფედერაციის ჯარების მთავარსადალი გენერალი ლი დანებდა გენერალ გრანტს. 1865 წლის 14 აპრილს კაროლინის შტატში მდებარე სამტერის ფორტზე გამარჯვებულებმა სამოქალაქო ომის დასრულების ნიშნად აღმართეს აშშ-ს სახელმწიფო დროშა.

ამბოხების ჩახშობის შემდეგ სამხრეთის შტატებში უნდა განხორციელებულიყო სოციალური და პოლიტიკური ხასიათის რეფორმები. პარლამენტარებს კარგად ესმოდათ, რომ ლინკოლნი სამხრეთში რეფორმებს ისეთივე სიმტკიცით გაატარებდა, როგორც ჩრდილოეთში. ამიტომ პარლამენტარებმა მოისყიდეს მსახიობი, რომელმაც ვაშინგტონის თეატრში 1865 წლის 14 აპრილს სასიკვდილოდ დაჭრა აბრაამ ლინკოლნი.

1861-1865 წლების სამოქალაქო ომმა შეიწირა უამრავი ადამიანი და უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. მაგრამ ჰომსტედების კანონმა და მონობის გაუქმებამ აშშ-ს ეკონომიკის სწრაფი განვითარება გამოიწვია.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 1865–1918 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ორი პარტია იყო დემოკრატიული რომელიც მონობის მომხრეები იყვნენ და რესპუბლიკური პარტია, რომელიც მონობის მოწინააღმდეგეები იყვნენ. სამოქალაქო ომიდან პირველ მსოფლიო ომამდე 50 წლის განმავლობაში 13 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, აქედან 12 ჯერ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს. რესპუბლიკელები ხალხს ახსენებდნენ რომ სამოქალაქო ომი სწორედ დემოკრატებმა გააჩაღეს.

XIX საუკუნის მიწურულისთვის ესპანეთის ერთ დროს უზლიერესი კოლონიური იმპერია დაშლილი იყო. ესპანეთს მხოლოდ ორი ქვეყანა კუბა და ფილიპინები ჰყავდა კოლონიური უღლის ქვეშ. კუბელები და ფილიპინელები იარაღით ებრძოდნენ კოლონიზატორებს. შექმნილი ვითარებით ისარგებლა აშშ-მ და 1898 ესპანეთთან ხანმოკლე ძლევამოსილი ომის შემდგომ, ამერიკელები დაეუფლნენ კუბას და ფილიპინებს. კუბამ ფორმალურად დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ფილიპინები კი აშშ-ს კოლონია გახდა. ამავე 1898 წელს აშშ-მ შეიერთა წყნარ ოკეანეში მდებარე ჰავაის კუნძულები.

ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციამ დააჩქარა აშშ-ს ჩაბმა ომში. ვინაიდან უცნობი იყო შქლებდა თუ არა რუსეთის ახალი მთავრობა გერმანიასთან გამკლავებას რუსეთის ომიდან გამთიშვის შემთხვევაში ძალთა თანაფარდობა მკვეთრად შეიცვლებოდა გერმანიის სასარგებლოდ. აშშ-კი ძალზედ იყო დაინტერესებული ანტანტის გამარჯვებით. რადგან ინგლის საფრანგეთის მარცხის შემთხვევაში, აშშ კარგავდა ინგლისისთვის და საფრანგეთისთვის მიცემულ უამრავ სესხს. თანაც მას მოუხდებოდა მსოფლიოს პირველობისთვის ძალზედ გაძლიერებულ გერმანიასთან დაპირისპირება.

აშშ-მ გერმანიასთან ომის დაწყების საბაბად გამოიყენა ბერლინიდან მექსიკაში გაგზავნილი საიდუმლო დეპეშა, რომლის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, რომ გერმანია აქეზებს მექსიკას დაეწყო ომი აშშ-ს წინააღმდეგ. 1917 წლის 6 აპრილს აშშ-მ ომი გამოუცხადა გერმანიას.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 1918-1945 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტას. 1917 წლის 3 თებერვალი
იაპონელების მიერ პერლ ჰარბორის დაბობვა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ უაღრესად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა. აშშ გადაურჩა საომარ ნგრევას, ომში მისი დანაკარგები მცირე იყო — 40 000 მოკლული და 230 000 დაჭრილი. შეიცვალა აშშ-ს საერთაშორისო ფინანსური მდგომარეობა — ის მოვალე ქვეყნიდან კრედიტორ ქვეყნად იქცა. 1920 წლისათვის უცხოეთისთვის მიცემული სესხების რაოდენობა 11 მილიარდ დოლარს აღწევდა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ქვეყნის სათავეში რესპუბლიკური პარტია იყო. ამ პერიოდში აშშ-ს ეკონომიკური წილი მსოფლიოს ბაზარზე გაიზარდა. მსოფლიოში წარმოებული სამრეწველო საქონლის ნახევარს აშშ აწარმოებდა. ასეთი წარმატების ფონზე აშშ-ში დაიწყეს პროპაგანდა რომლის მიხედვითაც ქვეყანას დაუდგა მარადიული აყვავების ხანა რომ მოხდა სიღარიბის აღმოფხვრა. მაგრამ 1929 წლის მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა მახვილი ჩასცა ასეთ ილუზიებს. 30 წლებისთვის აშშ იყო მსოფილო ეკონომიკის მთავარი ცენტრი და რადგან ყველაზე დიდი წარმატებები აშშ-ში იყო, ეკონომიკური კრიზისი სწორედ ყველაზე ძლიერად აშშ-ში აისახა. 1929-1932 წლის კრიზისის გამო დაიხურა მრავალი საწარმო და გაკოტრდა ათასობით ბანკი. უმუშევართა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა.

სწორედ ასეთ პირობებში 1932 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ერთ-ერთი საარჩევნო კრების დროს რუზველტმა თქვა

ვიკიციტატა
„მე ვპირდები ამერიკელებს ახალ კურსს

. სწორედ ეს სახელი დაერქვა რუზველტის მიერ გატარებულ რეფორმატორულ ღონისძიებებს. რეფორმების ძირითადი არსი გამოიხატებოდა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირებაში. ახალი კურსით გათვალისწინებულ სარეფორმო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა კანონს ეროვნული მრეწველობის აღდგენის შესახებ.

უმუშევრობის შემცირების მიზნით მთავრობამ შექმნა შრომითი დასაქმების ბანაკები ხალხი აშენებდა ტყეებს გაჰყავდათ გზები და ავტოსტრადები აგებდნენ ხიდებს. ამ ღონისძიებების შემდებ უმუშევართა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუზველტის ახალი კურსის ნაწილი იყო სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის პროგრანა. შეიქმნა სოფლის მეურნეობის ადმინისტრაცია რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის პროდუკტებზე ფასების აწევა.

1935 წლიდან დაიწყო ახალი კურსის მეორე ეტაპი, გატარდა მრავალი რეფორმა. მიღებული იქნა მუშათა კანონმდებლობა, 1935 წელს რუზველტმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს შრომითი ურთიერთობების შესახებ რომელიც ვაგნერის კანონის სახელით არის ცნობილი. ამ კანონის საფუძველზე მუშებს ეძლეოდათ უფლება შეექმნათ პროპკავშირები. ამ პერიოდში იქნა მიღებული სოციალური დაზღვევის კანონი რომელიც ითვალისწინებდა უმუშევართა დახმარებას და მოხუცებულებისთვი პენსიის გაცემას.

აშშ-ს მოსახლეობის განწყობა ქვეყანას პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლირებიაკენ უბიძგებდა. ამან გამოიწვია 1935 წელს მიღებული კანონი რომლის ძალითაც აშშ ნეიტრალურ ქვეყნად ცხადდებოდა, ეს კანონი ითვალისწინებდა რომ აშშ-ს არ უნდა მიეღო მონაწილეობა არცერთ ომში.

ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა მეორე მსოფლიო ომში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა მეორე მსოფლიო ომში. მოსახლეობის უმრავლესობის ანტისაომარი განწყობა ხელს უშლიდა პრზიდენტ რუზველტს პირდაპირ მიეღო მოანწილეობა ომში დიდი ბრიტანეთისა და სსრკს მხარეზე. თუმცა ფარულად ამერიკა ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას უწევდა ბრიტანეთს. 1941 წლის 11 მარტს მიღებული კანონით ამერიკის კონგრესმა ეს დახმარება კანონიერი გახადა. ამის შემდეგ აშშ დიდი რაოდენობით საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე საბჭოთა კავშირს.

იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ–ჰარბორში, 1941 წლის 7 დეკემბერს, ამერიკა იძულებული გახდა მეორე დღეს, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 1945-1968 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1945 წელს ამარიკელების მიერ იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი.
1963 წელს ვაშინგტონში გამართული გრანდიოზული მანიფესტაცია, სწორედ აქ წაროთქვა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვები - ”მე ვოცნებობ”. კინგი ოცნებობდა ყველა ადამიანის თანასწორობაზე.

ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით აშშ მეორე მსოფლიო ომიდან მინიმალური ზარალით გამოვიდა დაიღუპა 300 000 კაცი. ქვეყნის ეკონომიკა კი გაძლიერებული დარჩა. ომის შემდგომ შეერთებული შტატების ხელთ იყო სამრეწველო სიმძლავრეთა 2/3 და მსოფლიოში ინვესტირებული საქონლის 3/4, შესაბამისად გაცილებით სწრაფად მოხდა მეურნეობის ხელახალი აღორძინება. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა განაგრძო მისი წინამოებედის ფრანკლინ დელანო რუზველტის ახალი კურსი და მას დაუმატა საკუთარი სოციალური პროგრამები რომელსაც ”სამართლიანი კურსი” ეწოდა.

1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკელმა გენერალმა დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერმა მეორე მსოფლიო ომის გმირმა ბევრისთვის საყვარელმა აიკმა (ეიზენჰაუერის მეტსახელი). ეიზენჰაუერის სოციალური პოლიტიკა ძირითადად საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების განხორციელების მიზანს ემსახურებოად. ეიზენჰაუერი სოციალურ პოლიტიკაზე დამატებით 4 მილიარდ დოლარს ხარჯავდა ვიდრე მისი წინამორბედები. მიუხედავად ამ ყველაფრისა ვერც ეიზენჰაუერმა შეძლო სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის მზარდი განსხვავების შემცირება. მიუხედავად ყველაფრისა 50-იანი წლები აშშ-ს ისტორიაში ხასიათდება როგორც წარმოების და კეთილდღეობის დონის ზრდით.

1947 წელს ტრუმენმა ცივი ომი გამოუცხადა კომუნიზმს ქვეყნის გარეთ. იმავე წელს დაიწყო კომუნიზმთან ბრძოლა ქვეყნის შიგნითც. კომუნისტების და რუსეთის აგენტების დაპატიმრებით დაკავებული იყო სპეციალური სამსახურები მაგ: ფედერალური საგამოძიებო ბიურო. აგრეთვე შეიქმნა ახალი სპეეციალური სამსახური ანტიამერიკულ საქმეთა საგამოძიებო კომისია. ეს კომისია ადგენდა შავ სიებს, შემოწმება შეეხო ჰოლივუდს, რადიოს, ტელევიზიას. ბევრი შავ სიაში მოხვედრილი პირი აიძულეს დაეტოვებინათ სამსახურები. ვითარება გამწვავდა მას შემდეგ რაც ჩინეთში კომუნისტებმა გაიმარჯვეს, საბჭოთა კავშირმა კი საკუთარი ატომური იარაღი გამოსცადა. 1951 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ატომური შპიონჟში, ბრალდებულ ცოლ-ქმარ როზემბერგებს. 1953 წელს მათ სიცოცხლე ელექტროსკამზე დაასრულეს. 50-იანი წლების ამერიკის საზოგადოების ანტიკომუნისტურ გაანწყობას ხშირად რესპუბლიკელი სენატორის ჯოზეფ მაკარტის სახელთან აიგივებენ. შესაბამისად უკიდურეს კომუნიზს მაკარტიზმს უწოდებენ. სენატორმა მაკარტიმ საზოგადოების ყურადღება პირველად მიიქცია 1950 წელს, ის ერთ-ერთ გამოსვლაში ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სავსე იყო კომუნისტი აგენტებით, რომ მას ხელთ ჰქონდა ამ ჯაშუშ მოხელეთა 205 კაციანი სია. მიუხედავად იმისა რომ მაკარტის ბრალდება არ დადასტურდა, სახელმწიფო აპარატებში მაინც ჩატარდა წმენდა. მაკარტიზმის აღსასხული დააჩქარა ტელევიზიამ, მან საშუალება მისცა დაახლოებით 20 მლნ ადამიანს საკუთარი თვალით ენახა მაკარტის უზნეო საქციელი სენატში. 1954 წელს სენატმა დაგმო მაკარტის საქციელი. სენატის ტრადიციების საწინააღმდეგო საქციელის გამო, ოფიციალურად იქნა დაგმობილი ანტიკომუნისტური კამპანიაც.

1960 წელს ამერიკის პრეზიდენტი გახდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი თავისი ხანმოკლე (1960-1963) მმართველობის დროს კენედიმ სცადა წინამორბედი დემოკრატიული პარტიების მიერ არჩეული კურსის განვრცობა საკუთარი პროგრამით ”ახალი მიჯნები”',' რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში არსებული სოციალურ რასობრივი პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა. საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობის გამო კენედმა ვერ შეძლო თავისი პროგრამის ბოლომდე განხორციელება.

გაცილებით წარმატებული იყო დემოკრატი პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის საქმიანობა. მან შეძლო კენედის პროგრამის განხორციელება ახალი მიჯნების გაფართოება საკუთარი პროგრამით ”დიდებული საზოგადოება”. ჯონსონმა შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა სიღარიბეს, რომელიც ქვეყნის განვითარებას საგრძნობლად აფერხებდა. თუ 1960 წელს აშშ-ს მოსახლეობის 22,4 % სიღარიბის ქვემოთ იმყოფებოდა უკვე 1970 წელს 12,6 % შეადგენდა. ჯონსონის წარმატებულმა საშინაო პროგრამა დაჩრდილა ვიეტნამში სამხედრო წარუმატებლობამ, ამ პერიოდში აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ იყვნენ.

საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა შეერთებულ შტატებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

60-იანი წლების შუა ხანებიდან ირღვევა სამოქალაქო თანხმობა ამერიკულ საზოგადოებაში. ანუ მოსახლეობის უმრავლესობა აღარ ეთანხმება ხელისუფლების, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. საზოგადოების პროტესტს ბიძგი მისცა მოუგვარებელმა რასობრივმა პრობლემამ და ვიეტნამის ომმა.

შეერთებულ შტატებში მონობა სამოქალაქო ომის შემდგომ კი გაუქმდა, მაგრამ შავკანიანი მოსახლეობა ერთი საუკუნის შემდგომაც კი არ იყვნენ უფლებრივად თეთრების თანასწორები. ჩრდილოეთის შტატებში უთანასწორობა არსებობდა ფაქტობრივად, სამხრეთის შტატებში კი იურიდიულადაც. შავი ამერიკის გამოღვიძება 50-იანი წლებიდან დაიწყო, 60-იან წლებში კი ამ ყველაფერმა ფართო ხასიათი მიიღო, ზანგები იბრძოდნენ როგორც მშვიდორიანი, აგრეთვე ძალისმიერი მეთოდებითაც. უმრავლესობამ მშვიდობიანი ბრძოლა არჩია, მათი ლიდერი იყო ბაპტისტი მოძღვარი მარტინ ლუთერ კინგი.

1963 წელს მარტინ ლუთერ კინგის მომხრეებმა დაიწყეს მოქმედებები ქალაქ ბირნინჰესის სეგრეგაციის დასაძლევად და აღსაკვეთად. ამ ყველაფრის საპირისპიროდ ადგილობრივი ხელისუფლება ძალას ხმარობდა. შავკანიანთა ნაწილმა დაკარგა იმედები კინგის მშვიდობიანი გზებით მიზნის მიღწევამდე. ისინი გაჰყვენ ძალისმიერი მეთოდების მომხრეებს კინგის მშვიდობიანი გზები უარყვეს რადიკალურმა ორგანიზაციებმა ”შავი მუსლიმები” და ”შავი ძალაუფლება” რადიკალური ორგანიზაციების მოქმედებებს თან ზდევდა ამბოხებები დიდი ქალაქების ზანგურ უბლებში. პირველი ასეთი ამბოხება მოხდა 1965 წელს ქალაქ ლოს ანჯელესში. მომდევნო სამი წლის შემდგომ ამბოხებათა რაოდენობა 110-ს გადააჭარბა. ზანგები წვავდნენ სახლებს, იყო მსხვერპლიც. მარტო დეტროიტში 1967 წლის ერთ-ერთ არეულობაზე დაიღუპა 43 ადამიანი, 5000 კი უსახლკაროდ დარჩა.

1964 წელს პრეზიდენტ ჯონსონი-ს ინიციატივით მიღებული იქნა სამოქალაქო უფლებათა ბილი ეს კანონი კრძალავდა რასობრივ დისკრიმინაციას. ზანგებს მიეცათ არჩვნებში მონაწილეობის უფლებაც.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 1970-1980 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამერიკის ორი პრეზიდენტი. რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში
ამერიკული თვითმფრინავები ბომბავენ ქუვეითის ტერიტორიას. 1991 წელს დაწყებული სპარსეთის ყურის ომი

ვიეტნამის ომში მარცხმა შეარყია საკუთარი სახელმწიფოს ძლიერების რწმენა ამერიკელ ხალხში, ეჭვის ქვეშ დადგა აგრეთვე დემოკტრატიული სისტემის ურყეობაც. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება, მან აღმასრულებელი ხელისუფლების დარღვევა სცადა. სახელმწიფო სისტემის ეს კრიზისი ცნობილია როგორც უოტერგეიტის სკანდალის სახელით. 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიქსონი არ მოერიდა აკრძლული ხერხების გამოყენებას. მისი დავალებით სპეციალურმა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს მოსასმენი აპარატურა ვაშინგტონის ადმინისტრაციულ სასტუმრო კომპლექსში უოტერგეიტში.

უოტერგეიტის საქმის გამო ატეხილი სკანდალი თითქმის ორ წელიწადს გაგრძელდა. ნიქსონმა კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და სასამართლოს არ გადასცა მტკიცებულებები. კონგრესმა აღძრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. ნიქსონი არ დაელოდა გადაწყვეტილებას და 1974 წელს თანამდებობიდან გადადგა.

70-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ამერიკული საზოგადოება დააფიქრა იმის შესახებ თუ რამდენად რალურია ამერიკული ოცნებისკენ წინსვლა. 70-იან წლწბში აშშ იმპორტულ საწვავს მოიხმარდა. მას შემდეგ რაც ნიქსონმა 1973 წლის იომ ქიფურის ომში მხარი ისრაელს დაუჭირა. ნავთობის ექსპორტიორმა არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტეს. ქვეყანაში დაიწყო ენერგეტიკული კრიზისი. 1974 წელს ნავთობის კრიზისი შეწყდა, მაგრამ ოპეკმა აშშ-ს გაზრდილი ფასები დაუწესა. გაზრდილმა ფასებმა აშშ-ში ინფლაცია გამოიწვია.

1980 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი. საზოგადოება მზად აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის კონსერვატიული პოლიტიკის მისაღებლად. რეიგანის პროგრამის ძირითადი პრინციპები იყო ძველი ფასეულობების აღდგენასა და განმტკიცებაში. სახელმწიფოს როგორც მარეგულირებელი ფუნქციები მკვეთრი შეუმცირდა. ძველ ფასეულათა შორის რეიგანისთვის მთავარი ინდივიდუალიზმი იყო. 1982 წელს ნავთობზე ფასების დაცემამ ხელი შეუწყო ინფლაციის შეჩერებას. 1983-1984 წლებში დაიწყო მეურნეობის საგრძნობი გამოცოცხლება. აშშ ეკონომიკის აღმავლობის ერთ ერთ ყველაზე ხანგრძლის პერიოდში შევიდა. 1982-1987 წლებში ქვეყანაში გაჩნდა 13 მლნ ახალი სამუშაო ადგილი.

1988 წლის არჩევნებში პრეზიდენტი გახდა ჯორჯ ბუში. ბევრი ხმა ბუშმა ყოფილი პრეზიდენტის პოპულარობით მიიღო. თავდაპირველად ბუში ინარჩულებდა რეიგანის კონსერვატიულ პოლიტიკას. 1991 წლიდან კი დაიწყო ეკონომიური დაღმავლობა. გადაუჭრელი რჩებოდა სოციალური პრობლემებიც. ამერიკის პრეზიდენტებს შორის ბუშს ხვდა წილად ეწარმოებინა ვიეტნამის ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი.

1990 წელს ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა მოახდინა ქუვეითის ოკუპირება. გაეროს 12 რეზოლუციიდან ვერცერთმა ვერ იმოქმედა დიქტატორზე. 1991 წელს აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს ომი ერაყის წინააღმდეგ. აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და ქუვეითიის თვითმფრინავები ბომბავდნენ ერაყელთა ობიექტებს ქუვეითის ტერიტორიაზე. ხმელეთზე მოქმედებდა სადესანტო ჯარები რომლებიც საუკეთესო იარათით იყვნენ აღჭურვილნი. ერაყელები კი უვარგისი საბჭოური იარაღებით იბრძოდნენ. ჰუსეინის სამხედრო ჯარების განადგურებას 100 სთ დასჭირად. გაცილებით ძნელი აღმოჩნდა ომის ეკოლოგიური შედეგების ლიკვიდირება. ერაყელებმა ცეცხლს მისცეს ნავთობის 600 ჭაბურღილი ქუვეითის ტერიტორიაზე. ხანძრის ჩაქრობას 9 თვე დასჭირდა, დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა სპარსეთის ყურეში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: