ჯორჯ ვაშინგტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშინგტონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჯორჯ ვაშინგტონი
George Washington
ჯორჯ ვაშინგტონიGeorge Washington
აშშ-ის პირველი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 1789 – 4 მარტი, 1797
ვიცე-პრეზიდენტი   ჯონ ადამსი
წინამორბედი არა
მემკვიდრე ჯონ ადამსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 1775 – 23 დეკემბერი, 1783

დაბადებული 22 თებერვალი, 1732
ვესმორლენდ ქაუნთი
გარდაცვლილი 14 დეკემბერი, 1799
მაუნთ ვერნონი
ეროვნება ბრიტანელი (დაბ.)
ამერიკელი (გარდ.)
მეუღლე მართა ვაშინგტონი
პროფესია ფერმერი, ჯარისკაცი (გენერალი)
ხელმოწერა George Washington signature.png

ჯორჯ ვაშინგტონი (ინგლ. George Washington; დ. 22 თებერვალი 1732, ვესმორლენდ ქაუნთი, აშშ — გ. 14 დეკემბერი 1799, მაუნტ-ვერნონი, აშშ) — ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი 1789-1797 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში. ვაშინგტონი მუშაობდა თავისი ნახევარძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო.

ოფიცერმა ჯორჯ ვაშინგტონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დატოვა თავის პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი არჩეულ იქნა მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი გახდა, იგი ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (1775–83) ვაშინგტონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.

ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იქნა მიღებული, არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსებული იქნა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და გარდაიცვალა.

ადრეული წლები[რედაქტირება]

გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა ვესმორლენდ ქაუნთიში, ვირჯინია, 1732 წლის 22 თებერვალს.

მისი მშობლები იყვნენ აუგუსტინ ვაშინგტონი (1693–1743) და მერი ბელი (1708 –1789). ბავშვობის უმეტესობა ჯორჯმა გაატარა ფრედერიქსბურგთან მდებარე ფერმაში (Ferry Farm), ის ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს ქინგ ჯორჯ ქაუნთიში. 1752 წლის 4 თებერვალს ჯორჯ ვაშინგტონი მიღებულ იქნა მასონთა ლოჟაში. იმავე წელს მან მემკვიდრეობით მიიღო მაუნთ ვერნონში მდებარე პლანტაცია.

ფრანგებისა და ინდიელების ომი და შემდგომი პერიოდი[რედაქტირება]

სამხედრო სამსახური
Portrait of George Washington.jpeg
კუთვნილება დიდი ბრიტანეთის სამეფო
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯარის სახეობა ბრიტანეთის არმია
კონტინენტალური არმია
მოღვაწეობა 17521783
წოდება პოლკოვნიკი
გენერალ-ლეიტენანტი
აშშ-ის არმიის გენერალი
მეთაურობდა კონტინენტალური არმია
ბრძოლები/ომები ფრანგებისა და ინდიელების ომი
ამერიკის რევოლუცია
ჯორჯ ვაშინგტონი – ავტ. ჩარლზ უილსონ პილი, 1772 წ.

1752 წელს საფრანგეთმა დაიწყო ოჰაიოს ოლქის ოკუპაცია, ამ რეგიონზე ვირჯინიაც აცხადებდა პრეტენზიას. 1753 წელს ვაშინგტონმა, ფრანგებს გადასცა ვირჯინიის მმართველის რობერტ დინვიდის ულტიმატუმი, რომლებიც ფრანგებმა უარჰყვეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. 1754 წელს, ვიცე პოლკოვნიკი ჯორჯ ვაშინგტონი გაუძღვა ვირჯინიის პირველ პოლკს ოჰაიოს ოლქისაკენ. იგი თავს დაესხა ფრანგების და კანადელების მზვერავთა ჯგუფს და ყველა დახოცა, მათ შორის მათი მეთაურიც ენსინ ჯამონვილი. ვაშინგტონმა ააგო ფორტ ნესესითი, რომელიც შემდეგში დანებდა ფრანგებისა და ამერიკელი ინდიელების მრავალრიცხოვან არმიას. ვაშინგტონმა ხელი მოაწერა დოკუმენტზე სადაც ეწერა რომ მან მოკლა ჯამონვილი (დოკუმენტი ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი და ჯორჯ ვაშინგტონმა ის ვერ წაიკითხა). „ჯამონვილის საქმე“ გახდა საერთაშორისო სკანდალის საფუძველი და გააღვივა ფრანგებისა და ინდიელების ომი.

ფრანგებმა ვაშინგტონი გაათავისუფლეს და პირობა ჩამოართვეს რომ ერთი წლის განმავლობაში ის ოჰაიოში აღარ დაბრუნდებოდა. 1755 წელს, ვაშინგტონი ბრიტანულ არმიას ახლდა ბრადოკის ლაშქრობაზე, ლაშქრობა კატასტროფული შედეგებით დასრულდა მონონგაჰელას ბრძოლით. ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც ამ კამპანიის დროს თავგანწირვით იბრძოდა, ვირჯინიის გმირად აღიარეს და იგი ვირჯინიის პირველ პოლკს კიდევ რამდენიმე წელი მეთაურობდა. 1758 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფორბსის ლაშქრობაში, რომელიც წარმატებით დასრულდა და ფრანგები ფორტ დუკენიდან გაძევებულნი იქნენ.

მისი თავდადებისა და მიღწევების მიუხედავად ჯორჯ ვაშინგტონი არ დააწინაურეს, ამიტომ იგი 1759 წელს გადადგა და ცოლად შეირთო მართა დენბრიჯი, ორ შვილიანი მდიდარი ქვრივი. ვაშინგტონმა იშვილა ორივე ბავშვი, მას საკუთარი შვილი არ ყოლია. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადავიდნენ მაუნთ ვერნონში. ვაშინგტონი გახდა მოქალაქეთა პალატის წევრი.

1774 წლისთვის ჯორჯ ვაშინგტონი კოლონიაში ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანთაგანი იყო. ამავე წელს ის გაგზავნილ იქნა ვირჯინიის დელეგატად პირველ კონტინენტალურ კონგრესზე. კოლონიებსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, და 1775 წელს ჯორჯ ვაშინგტონი მეორე კონტინენტალურ კონგრესზე სამხედრო ფორმაში გამოცხადდა.

ამერიკის რევოლუცია[რედაქტირება]

ვაშინგტონი გადადის დელავერზე – ავტ. ემანუელ ლეუცე, 1815 წ. , მეტორპოლიტენ მუზეუმი.

1775 წლის 15 ივნისს, კონტინენტალურმა კონგრესმა, ჯორჯ ვაშინგტონი საიდუმლოდ დაამტკიცა ახალ ჩამოყალიბებული კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად (ინგლ. commander in chief). ინიციატივა მისი დანიშვნის შესახებ წამოაყენა მასაჩუსეტსის შტატის დელეგატმა ჯონ ადამსმა. ვაშინგტონი არმიის ხელმძღვანელობას 3 ივლისიდან შეუდგა.

1776 წლის 17 მარტს ვაშინგტონმა წარმატებით გააძევა ბრიტანული არმია ბოსტონიდან, მას ამაში დორჩესტერის მაღლობზე განთავსებული არტილერია დაეხმარა. ბრიტანულმა არმიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი უილიამ ჰოუი, ჰალიფაქსისკენ (კანადა) გადაინაცვლა, ხოლო ვაშინგტონის არმია ქალაქ ნიუ-იორკში დაბანაკდა. 22 აგვისტოს ვაშინგტონმა დათმო ლონგ-აილენდის ბრძოლა, თუმცა თავისი ჯარის უდიდესი ნაწილის გადარჩენა მოახერხა, რამდენიმე მომდევნო ბრძოლის შედეგად ვაშინგტონმა ნიუ-ჯერსისკენ დაიხია და ეჭვქვეშ დადგა რევოლუციის ბედი.

ჯორჯ ვაშინგტონი – ავტ. ჯონ თრამბალი, ლონდონი, 1780 წ.

1776 წლის 25 დეკემბრის ღამეს, ვაშინგტონის არმიამ გადაკვეთა მდინარე დელავერი, რათა შეეტია გერმანელთათვის ტრენტონში (ნიუ ჯერსი). ამ შეტევას მოჰყვა, გენერალ ჩარლზ ქორნუოლესის ჯარებზე თავდასხმა, 1777 წლის 2 იანვარს.

ამავე წელს, გენერალი ჰოუი შეტევაზე გადავიდა და დაამარცხა რა ვაშინგტონის ჯარები ბრანდიუაინის ბრძოლაში 11 სექტემბერს აიღო კოლონიების მთავარი ქალაქი ფილადელფია. ამერიკელების საპასუხო შეტევა, გერმანთაუნის ბრძოლა კრახით დასრულდა, ვაშინგტონი იძულებული იყო ველი ფორჯში დაბანაკებულიყო, სადაც მის ჯარისკაცებს გაუკეთეს ვაქცინა ყვავილის საწინააღმდეგოდ.

1777 წელს გენერალ ჰორაციო გეითსმა და გენერალ ბენედიქტ არნოლდმა, გაიმარჯვეს სარატოგას ბრძოლაში, აქ დიდი როლი ითამაშა ვაშინგტონმა, რომლის არმიაც ბრიტანელების ძირითად ძალებს აკავებდა ქვეყნის შუაგულში.

1779 წელს ვაშინგტონმა არმიის ნაწილი სალივანის ლაშქრობაზე გაგზავნა, ეს იყო თავდასხმა იროკეზთა კონფედერაციაში შემავალი ექვსი ტომიდან, ოთხზე რომლებიც შეეკვრნენ ბრიტანელებს. 40 სოფელზე მეტი გაანადგურეს ამ ლაშქრობისას.

1781 წელს ამერიკელების და ფრანგების საერთო ძალებმა, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ალყა შემოარტყა გენერალი ქორნუოლესს იორქთაუნში (ვირჯინია). 14 სექტემბერს ვაშინგტონი თავისი ჯარით შეუერთდა მათ. ბრძოლის შედეგად ბრიტანული არმია დანებდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა მათ წინააღმდეგობას.

მოგვიანებით 1783 წელს, პარიზის ზავის ხელმოწერის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სამეფომ აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა.

პერიოდი რევოლუციის შემდგომ, პრეზიდენტობამდე[რედაქტირება]

1783 წლის 23 დეკემბერს ჯორჯ ვაშინგტონი გადადგა მთავარსარდალის თანამდებობიდან.

1787 წელს იგი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციონალურ კონვენციას. უმეტეს შემთხვევებში ის არ ერთვებოდა დებატებში, თუმცა მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ დელეგატებს შორის კოლეგიალობა და დისციპლინა სუფევდა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიქმნა სპეციალურად ჯორჯ ვაშინგტონისთვის.

1788-1789 წლებში, ჯორჯ ვაშინგტონი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა კონგრესმა გადაწყვიტა მისთვის ხელფასი წელიწადში $25, 000 დაენიშნათ, თუმცა ვაშინგტონმა, რომელიც ძალზედ მდიდარი იყო და მისი ქონება დღევანდელი კურსით დაახლოებით $500 მლნ.-ს შეადგენდა, უარი თქვა ხელფასზე.

პრეზიდენტობა[რედაქტირება]

კაბინეტი[რედაქტირება]

პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი – ავტ. გილბერტ სტუარტი
თანამდებობა სახელი ვადა
პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი 1789–1797
ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ადამსი 1789–1797
სახელმწიფო მდივანი თომას ჯეფერსონი 1789–1793
  ედმუნდ რენდოლფი 1794–1795
  თიმოთი პიკერინგი 1795–1797
ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ჰამილტონი 1789–1795
  ოლივერ უოლქოთ უმცროსი 1795–1797
ომის მდივანი ჰენრი ნოქსი 1789–1794
  თიმოთი პიკერინგი 1795–1796
  ჯეიმზ მაკ-ჰენრი 1796–1797
იუსტიციის მინისტრი ედმუნდ რენდოლფი 1789–1793
  უილიამ ბრედფორდი 1794–1795
  ჩარლზ ლი 1795–1797
ფოსტის ხელმძღვანელი სამუელ ოსგუდი 1789–1791
  თიმოთი პიკერინგი 1791–1795
  ჯოსეფ ჰაბერსამი 1795–1797


როგორც პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობა:

  • ჯონ ჯეი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1789
  • ჯეიმზ უილსონი - 1789
  • ჯონ რათლეჯი - 1790
  • უილიამ ქაშინგი - 1790
  • ჯონ ბლერი - 1790
  • ჯეიმზ ირედელი - 1790
  • თომას ჯონსონი - 1792
  • უილიამ პატერსონი - 1793
  • ჯონ რათლეჯი -უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1795
  • სამუელ ჩეიზი - 1796
  • ოლივერ ესვორთი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1796

კავშირში შესული შტატები[რედაქტირება]

პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდი, გარდაცვალება[რედაქტირება]

1797 წლის მარტში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში. იქ მან დააარსა ალკოჰოლის სახდელი ქარხანა და გახდა ვისკის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაში. 1798 წელს მან მოგების სახით მიიღო $7,500.

ამავე წელს ჯორჯ ვაშინგტონი დანიშნულ იქნა ამერკის შეერთებული შტატების არმიის გენერლად, ფაქტობრივად არმიაში ყველაზე დიდი თანამდებობის მატარებელი იყო, ეს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა, საფრანგეთის გაფრთხილების მიზნით რომლეთანაც ომი მოახლოვებული იყო. თუმცა ვაშინგტონი აქტიურად ვერ ჩაება ამ პროცესებში იგი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ვაშინგტონი ლოგინად ჩავრდა გაცივებისა და ყელის ტკივილისაგან, რომელიც გადაუვიდა ლარინგიტსა და პნევმონიაში და 1799 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა, თავის სახლში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]