ჯეფერსონ დეივისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეფერსონ დეივისი
ჯეფერსონ დეივისი
ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 თებერვალი 1861 – 10 მაისი 1865
ვიცე-პრეზიდენტი   ალექსანდრე სტეფენსი
წინამორბედი თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე თანამდებობ გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი 1853 – 4 მარტი 1857
პრეზიდენტი ფრანკლინ პირსი
წინამორბედი ჩარლზ კონრადი
მემკვიდრე ჯონ ფლოიდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი 1857 – 21 იანვარი 1861
წინამორბედი სტეფან ადამსი
მემკვიდრე ადელბერტ ამეში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო 1847 – 23 სექტემბერი 1851
წინამორბედი ჯესი სპეითი
მემკვიდრე ჯონ მაკრეი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი 1845 – 1 ივნისი 1846
წინამორბედი ტილმან ტაკერი
მემკვიდრე ჰენრი ელეტი

დაბადებული 3 ივნისი 1808
ფირვიუ, კენტუკი, აშშ
გარდაცვლილი 6 დეკემბერი 1889
ახალი ორლეანი, ლუიზიანა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე სარა კნოქს ტეილორი (1835-1835)
ვარინა ბენკს ჰაუელი (1845-1889)
განათლება ტრანსილვანიის უნივერსიტეტი
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია
რელიგია ეპისკოპური ეკლესია
ხელმოწერა Jefferson Davis Signature.svg
სამხედრო კარიერა
1828–1835; 1846–1847
Jefferson Davis 1853 daguerreotype-restored.png
კუთვნილება აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
CSA FLAG 28.11.1861-1.5.1863.svgამერიკის კონფედერაციული შტატები
ჯარის სახეობა Flag of the United States Army.svgშეერთებული შტატების არმია
წოდება Union army col rank insignia.jpgპოლკოვნიკი
ნაწილი 1-ლი კავალერიული პოლკი
155-ე ქვეითი პოლკი
ბრძოლები/ომები შავი ქორის ომი
ამერიკა-მექსიკის ომი
ჯეფერსონ დეივისი

ჯეფერსონ დეივისი (Jefferson Finis Davis; დ. 3 ივლისი, 1808 – გ 6 დეკემბერი, 1889) — ამერიკელი მეომარი, პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი (1861-1865). ჯეფერსონი დაიბადა კენტუკიში და გაიზარდა მისისიპისა და ლუიზიანას პლანტაციებში. მან დაამთავრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია და იბრძოდა ამერიკა-მექსიკის ომში როგორც მოხალისეთა პოლკის პოლკოვნიკი. ჯეფერსონი იყო აშშ-ის ომის მდივანი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დროს, ასევე იყო აშშ-ს სენატორი მისისიპის შტატიდან. მისი პლანტაცია მისისიპიში მთლიანად დამოკიდებული იყო მონათა შრომაზე, როგორ სამხრეთის პლანტაციების უმეტესობა. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა გაყოფას, მაგრამ ის თანახმა იყო რომ ყველა შტატი იყო სუვერენული და გააჩნდა სრული უფლება დაეტოვებინა კავშირი. ჯეფერსონმა პირველი ცოლი ქორწინებიდან სამ თვეში გარდაიცვალა მალარიისგან, თავად ჯეფერსონიც ამ დაავადებისაგან სიკვდილის ზღვარზე იყო მაგრამ გადარჩა. ჯეფერსონს ექვსი შვილი ჰყავდა მეორე ცოლისგან, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა, ჯეფერსონმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავადმყოფობაში გაატარა.

დეივისი როგორც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი, განაგებდა კონფედერაციის ომის გეგმებს მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შეაჩერებდა ბევრად უფრო ძლიერ კავშირს. მისმა დიპლომატიურმა გეგმებმა კრახი განიცადა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ამერიკის კონფედერაციული შტატები. ჯეფერსონი ნაკლებ ყურადღება აქცევდა ეკონომიკას, ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა, ომის ხარჯების გადასაფარად, რაც ფულიც იმფლაციაზე ცუდად აისახა.

ისტორიკოსები კონფედერაციული შტატების უმეტეს სისუსტეებს სწორედ ჯეფერსონ დეივისს აწერენ. ის ფავორიტად ძველ მეგობრებს მიიჩნევდა, ყურადღებას არ აქცევდა ხალხს რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ნაკლებ ყურადღებას იჩენდა სამოქალაქო საკითხებში. დეივისი აღწერილია, როგორც ნაკლებად ეფექტიანი ლიდერი, ვიდრე მისი კოლეგა კავშირის ლიდერი აბრაამ ლინკოლნი. მისი სამი უფროსი ძმა 1812 წელს ინგლის-ამერიკის ომში იბრძოდა. 1813 წელს კი ჯეფერსონმა სწავლა დაიწყო უილკინსონის აკადემიაში რომელიც ქალაქ ვუდვილში ოჯახის ბამბის პლანტაციასთან ახლოს მდებარეობდა.

ადრეული ცხოვრება და პირველი სამხედრო კარიერა[რედაქტირება]

ჯეფერსონ დეივისის მამის მშობლები იყვნენ ემიგრანტების რომლებიც ამერიკაში ჩრდილოეთ უელსიდან გადმოვიდნენ. ფილადელფიაში გადმოსვლის შემდეგ ჯეფერსონის ბაბუა ევანი ჯორჯიაში დასახლდა და ცოლად მოიყვანა ლიდია ემორი უილიამსი, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი წინა ქორწინებიდა. სემუელ ემორი დეივისი დაიბადა 1756 წელს. ის მსახურობდა კონტინენტურ არმიაში და იბრძოდა ამერიკის რევოლუციურ ომიში, თავის ორ ნახევ ძმასთან ერთად. 1783 წელს, ომის შემდეგ სემუელი დაქორწინდა ჯეინ კუკზე, რომელიც 1759 წელს დაიბადა ქრისტიანულ ოლქში, კენტუკიში, უილიამ კუკისა და სარა სიმფსონის ოჯახში. სემუელსა და ჯეინს ჰყავდათ ათი შვილი. ჯეფერსონი მათი უკანასკნელი შვილი იყო და დაიბადა 1808 წლის 3 ივნისს ქრისტიანულ ოლქში, კენტუკიში. მისი დაბადების ადგილიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ჯეფერსონ დეივისი მონუმეტი.

ჯეფერსონის ოჯახმა ორჯერ შეიჩვალა საცხოვრებელი, მაშინ როდესაც ჯეფერსონი ახალგაზრდა იყო, ისინი 1811 წელს საცხოვრებლა ლუიზიანაში გადავიდნენ, შემდეგ კი მისისიპიში. ორი წლის შემდეგ ჯეფერსონმა, წმ. თომასის სკოლა დაამთავრა რომელსაც დომინიკელთა ორდენი ოპერირებდა და მდებარეობდა ვაშინგტონის ოლქში, კენტუკიში. ამ დროისთვის ის იყო ერთადერთი პროტესტანტი მთელს სკოლაში. 1818 წელს ის ჯეფერსონის კოლეჯში წავიდა, 1821 წელს კი ლექსინგტონში, კენტუკიში ტრანსილვანიის უნივერსიტეტში. ჯეფერსონის მამა 1824 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, რა დროსაც ჯეფერსონი 16 წლის იყო, მისი დედა კი 3 ოქტომბერს 1845 წელს გარდაიცვალა.

ჯეფერსონი სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში. აკადემიაში ყოფნისას 1826 წელს, ჯეფერსონს მიესაჯა შინა პატიმრობა ეგნოგის(გოგლიმოგლის) ბუნტში მონაწილეობის გამო. 1828 წელს მან აკადემია დაამთავრა და მეორე ხარისხის ლეიტენანტი ჯეფერსონ დეივისი დაინიშნა 1-ლი ქვეითი პოლკის მეთაურად და დისლოცირებულ იქნა ფორტ კრაფორდში, უისკონსინში. დავისი მისისიპიში იმყოფებოდა, როდესაც 1832 წელს შავი ქორის ომი დაიწყო. მისმა პოლკოვნიკმა ზაქარი ტეილორი მას შავი ქორის ლიდერის ციხეში ესკორტი დაავალა. მას ძალისხმევა არ დაუშურია და შავ ქორს ცნობისმოყვარე მაძებრებისაგან იცავდა, მოგვიანებით შავმა ქორმა თავის ავტობიოგრაფიაში თქვა რომ ჯეფერსონი მას კეთილად ექცეოდა და ციხეში ყოფნის დროს თანაუგრძნობდა კიდეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]