იორქტაუნი (ვირჯინია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იორკთაუნი (ვირჯინია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იორკთაუნის მუნიციპალიტეტის შენობა

იორკტაუნი მდებარეობს იორკის ოლქში, ვირჯინიის შტატში. 2000 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობს 203 ადამიანი. იორკტაუნი, იორკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

ამ ქალაქთან, 1781 წელს გენერალი ჩარლზ კორნუოლისი დანებდა გენერალ ჯორჯ ვაშინგტონს და ამით დამთავრდა ამერიკის რევოლუცია. 1861–1865 წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ეს ქალაქი ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია იყო, აქ მდებარე პორტიდან მარაგდებოდა ომის მონაწილე ორივე მხარე, იმის და მიხედვით თუ ვისი კონტროლის ქვეშ იყო ქალაქი.

იორკტაუნი, ჯეიმსთაუნთან და უილიამსბურგთან ერთად შედის ე.წ. ისტორიულ სამკუთხედში.

გეოგრაფია[რედაქტირება]

აშშ სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით იორკტაუნის ფართობი არის 1.7 კმ², ფართობის 100% არის ხმელეთი.

დემოგრაფია[რედაქტირება]

VAMap-doton-Yorktown.PNG

2000 წლის აღწერის მიხედვით, იორკტაუნში ცხოვრობს 203 ადამიანი, 117 კომლი და 45 ოჯახი. მოსახლეობის 99.995% არის თეთრკანიანი, 0.00% აფრო–ამრიკელი, აზიელი, ადგილობრივი ამერიკელი (ე.წ. ინდიელები), ლათინოამერიკელები და 0.004% სხვა რასის წარმომადგენელი.

ისტორია[რედაქტირება]

გეოგრაფიულად იორკტაუნი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, იქიდან შეიძება ვირჯინიის მდინარეების კონტროლი და არის გასასვლელი ჩესაპიკის სანაპიროზე.

იორკტაუნი დაარსდა 1691 წელს, მისი პორტიდან ევროპაში გადიოდა თამბაქო.

ამერიკის რევოლუციის დროს, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სწორედ ამ დაბასთან. აქ გამაგრებული იყო გენერალი ჩარლზ კორნუოლისი. იმ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია 9 შენობა. ხოლო ფრანგი მებრძოლების პატივსაცემად დგას მემორიალი.

1862 წელს, ნახევარკუნძულის კამპანიის დროს, იორკტაუნი იყო გენერალი ჯორჯ მაკკლელანის ბაზა.

ამჟამად იორკტაუნში განლაგებულია ორი სამხედრო ობიექტი.

  • იორკტაუნის სანაპირო დაცვის სადგური. აქ ამზადებენ სანაპირო დაცვის რეზერვისტ ოფიცრებს.

იორკტაუნის ახლოს მდებარეობს ნორფოლკის საზღვაო ბაზა და ნიუპორტ ნიუსის გემთმშენებელი ქარხანა.