კლდოვანი მთები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კლდოვანი მთები (ინგლ. Rocky Mountains) — კორდილიერებში შემავალი მთათა სისტემა აშშ-სა და კანადის დასავლეთი.
სისტემის სიგრძე 3200 კმ-ია; სიგანე - 700 კმ. კლდოვან მთებში სათავეებს იღებენ ასეთი მდინარები, როგორიცაა მისური, კოლორადო, რიო-გრანდე, სნეიქი, არკანზასი და სხვა მრავალი.
კლდოვანი სისტემის უმაღლესი წერტილია მთა ელბერტი (4399 მ).
მთათა სისტემას გააჩნია სპილენძის, ოქროს, ვერცხლის, პოლილითონების, ნავთობის, ქვანახშირისა და მოლიბდენის ფართო საბადოები. აქვე არის სხვადასხვა ვულკანური მოვლენა: გეიზერები, თერმალური წყაროები, ასევე შეინიშნება მიწისძვრები.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- Baron, Jill (2002). Rocky Mountain futures: an ecological perspective. Island Press. ISBN 1559639539.
- Newby, Rick (2004). The Rocky Mountain region. Greenwood Press. ISBN 031332817X.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: