მეიფლაუერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეიფლაუერი
კეიპ-კოდის უბე, სადაც მეიფლაუერი შევიდა

მეიფლაუერი (ინგლ. Mayflower, სიტყვასიტყვით „მაისის ყვავილი“, კუნელი) — განთქმული თევზსარეწი იალქნიანი ხომალდი, რომელმაც ინგლისელი სეპარატისტები, ანუ პილიგრიმები, საუთჰემპტონიდან (ინგლისი) პლიმუთში (მასაჩუსეტსი) ჩაიყვანა 1620 წელს.

ხომალდმა ინგლისი 6 სექტემბერს (ძველი სტილით) დატოვა და 66-დღიანი მგზავრობის შემდეგ, ღუზა 11 ნოემბერს კეიპ-კოდის ყურეში ჩაუშვა. თავდაპირველად ხომალდმა მიმართულება მდინარე ჰუდზონზე აიღო, დღევანდელი ნიუ-იორკის მახლობლად, თუმცა მოახლოებული ზამთრის გამო ხომალდი კეიპ-კოდში გაჩერდა.

21 მარტს ყველა გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ზამთარს ხომალდზე აფარებდა თავს, პლიმუთის სანაპიროზე გადმოსხდა, ხოლო 15 მაისს მეიფლაუერი უკან ინგლისში დაბრუნდა. 1623 წელს, კაპიტანი ქრისტოფერ ჯოუნზის გარდაცვალებიდან ერთ წელიდადში, ხომალდი ჯართისთვის დაშალეს როზერჰითში, ინგლისი.

მეიფლაუერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც მომავალი აშშ-ის ადრეული ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოს. მათი რელიგის ინგლისის ეკლესიისა და მთავრობის ჩაგვრის გამო, რელიგიურ სეპარატისტთა მცირე ჯგუფს, რომლებიც გემის მგზავრთა თითქმის ნახევარს შეადგენდნენ, სურდათ ამ ჩაგვრისგან განთავისუფლება. რელიგიური თავისუფლების ეს სიმბოლო აშშ-ის ისტორიას ლეიტმოტივად მოჰყვება და ნებისმიერი ამერიკული ისტორიის სახელმძღვანელოს კვაკუთხედია.

ამერიკელებს, რომელთა ფესვები ახალ ინგლისთან არის დაკავშირებული, ხშირად სჯერათ, რომ ისინი მეიფლაუერის მგზავრთა შთამომავლები არიან. მეიფლაუერის მოგზაურობისა და პლიმუთის კოლონიის დაარსების შესახებ ძირითადი ცნობები უილიამ ბრედფორდს ეკუთვნის, რომელიც ამ კოლონიის წინამძღოლი და მოგვიანებით მისი მმართველი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Bradford, William; William T. Davis (ed) (1908). Bradford's History of Plymouth Plantation, 1606-1646. Scribners.  (the only written account of the voyage)
  • R. G. Marsden, "The 'Mayflower,'" English Historical Review 19 (October 1904): 669-80.
  • Philbrick, Nathaniel (2006). Mayflower: A Story of Courage, Community, and War. Viking. ISBN 0-670-03760-5. 
  • Usher, Roland G (1984). The Pilgrims and their History. Williamstown, Massachusetts: Corner House Publishers. ISBN 0-87928-082-4.  (originally published in 1918)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: