ყანჩავეთი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ყანჩავეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოლი |
კოორდინატები | 42°09′39″ ჩ. გ. 44°26′57″ ა. გ. / 42.16083° ჩ. გ. 44.44917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
მოსახლეობა | 445 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ყანჩავეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), ხარულის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1000 მ, ახალგორიდან 6 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 445 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.