შინაარსზე გადასვლა

ზემო ცხილონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ცხილონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ზაყორი
კოორდინატები 42°05′18″ ჩ. გ. 44°21′45″ ა. გ. / 42.088389° ჩ. გ. 44.362583° ა. გ. / 42.088389; 44.362583
ცენტრის სიმაღლე 920
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ცხილონი — საქართველო
ზემო ცხილონი

ზემო ცხილონი[1][2] — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ზაყორის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, ახალგორიდან 57 კმ-ში.

1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში. ოლქის გაუქმების შემდეგ სოფელი ოფიციალურად შედიოდა ახალგორის რაიონში (შემდეგ მუნიციპალიტეტში), თუმცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდა. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 54 მცხოვრები (ოსები). ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სოფლები ზემო ცხილონი და ქვემო ცხილონი ადმინისტრაციულად გააერთიანა (ცხილონი) და უწოდა „ანტონიყაუ“. რეჟიმის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერით სოფელში 32 მცხოვრებია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.