დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 62: ხაზი 62:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
* სერგი მაკალათია. ფრონეს ხეობა. თბილისი, 1963, გვ. 78.
* თამაზ ლაცაბიძე. ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში. 2000 წ.
{{ქსე|3|651}}
{{ქსე|3|651}}
* ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 78
* თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.


==სქოლიო==
==სქოლიო==

20:18, 4 თებერვალი 2017-ის ვერსია

სოფელი
დუმაცხოვი

დუმაცხოვი
გიორგი ჩუბინიძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°04′49″ ჩ. გ. 43°40′19″ ა. გ. / 42.08028° ჩ. გ. 43.67194° ა. გ. / 42.08028; 43.67194
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 111[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
დუმაცხოვი — საქართველო
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — შიდა ქართლი
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დუმაცხოვი

დუმაცხოვისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 კომლი, სულ 183 ადამიანი. სოფლის სასაფლაოზე დგას კვირიკეს ეკლესია. აქ სახლობენ გვარები: ბერუაშვილი, გოგალაძე, დვალაშვილი, მაისურაძე, მჭედლიძე, პაპუაშვილი, ფატარიძე, შუბითიძე, ხაჩიძე, ხერხეულიძე, ხიდაშელი.

დემოგრაფია

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი[2]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება სოფელში ცხოვრობს 111 კაცი საიდანაც 58 მამაკაცია, ხოლო 53 ქალი[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 176[3][4]
2014 111[1]

ისტორია

ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს XV საუკუნისის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბი თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე. ასე მოიხსენიებს იოანე ბატონიშვილიც. 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარშიც ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტში გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი დუმაცხო. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ ხერხეულიძეები გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.

ლიტერატურა

  • გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  • სერგი მაკალათია. ფრონეს ხეობა. თბილისი, 1963, გვ. 78.
  • თამაზ ლაცაბიძე. ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში. 2000 წ.

სქოლიო