ნარუჯები
იერსახე
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ნარუჯები | |
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 41°57′18″ ჩ. გ. 43°37′44″ ა. გ. / 41.95520194° ჩ. გ. 43.62902806° ა. გ. |
ნარუჯები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ნარუჯებს არ იცნობენ, იგი არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
1945 წლისათვის აქ სახლობდნენ გვარები: ბარბაქაძე და წიქარიშვილი. XX საუკუნის 50-იან წლებში მოსახლეობა ჩამოასახლეს ქ. ხაშურში და სოფელმა არსებობა შეწყვიტა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 20, 20 მაისი, 2019, გვ., 4