ღანძილები
იერსახე
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ღანძილები | |
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 41°56′39″ ჩ. გ. 43°38′12″ ა. გ. / 41.94439611° ჩ. გ. 43.63676111° ა. გ. |
ღანძილები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიული თუ ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. 1945 წლის მონაცემებით, ღანძილებში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ: ბარბაქაძე, გასიშვილი, გორელიშვილი, პაპაშვილი, ნახაპეტიანი, პაქსაშვილი, ლურსმანაშვილი, ბიწაძე...
ღანძილებიდან მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში გადასახლეს ხაშურში და სოფელიც მოიშალა.
ღანძილებში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი. კერძოდ, წმინდა გიორგისა და ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 30, 5 აგვისტო, 2019, გვ., 5