შინაარსზე გადასვლა

ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოძისი (მრავალმნიშვნელოვანი)‎.
სოფელი
ოძისი

სოფელი ოძისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცოცხნარა
კოორდინატები 42°03′07″ ჩ. გ. 43°33′40″ ა. გ. / 42.05194° ჩ. გ. 43.56111° ა. გ. / 42.05194; 43.56111
ცენტრის სიმაღლე 850
მოსახლეობა 50[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ოძისისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 12 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 56 26 30
2014[1] 50 29 21

ისტორიულად სოფელი ოძისი აბაზაძეთა საგვარეულოს საკუთრება იყო. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1693 წელს შედგენილ სიგელში, რომლის ავტორია ერეკლე I ნაზარალიხანის დედა ელენე. ეს სიგელი გაცემულია ზაალ აბაზაძის სახელზე: „ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და რაც დიდს გიორგი მეფეს აქეთ სხვატა მეფეთა და მეპატრონეთაგან წყალობა გჭირვებოდათ და ან გქონებოდათ: ... ოძისს ჟღენტი და ლიპარიტაშვილი, ნოზაური ვენახი, თქვენთვის გვიბოძებია“. 1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით კი სოფელში ცხოვრობს 29 კომლი. მათი გვარებია: აბაზაძე, ღვარძლაძე, ჟღენტი, სალაყაია, მაჭარაშვილი, სოლოკაძე, ჯორელიშვილი, გვეხიძე, ბრეგვაძე, კომალაძე, ლიპარიტაშვილი, კიკნაძე. სოფელში შემთხვევით აღმოჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი.

  • აბაზაძეების მიწები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთით.
  • აბაზაძეების წყარო — წყარო სოფელში.
  • მრგვალი მინდორი — ადგილი სოფლის ჩრდილოეთით.
  • ნაქელები — სახნავი სოფლის დასავლეთით.
  • როზას ჭალები — სახნავი სოფლის ჩრდილოეთით.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II