ჯვართმუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ჯვართმუხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°57′17″ ჩ. გ. 43°36′51″ ა. გ. / 41.95474111° ჩ. გ. 43.61436111° ა. გ. / 41.95474111; 43.61436111
ჯვართმუხა — საქართველო
ჯვართმუხა

ჯვართმუხა — ნასოფლარი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდებარეობს ცხრამუხის საკრებულოს ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ჯვართმუხას, როგორც დასახლებულ ობიექტს, არ იცნობენ. არც ქართულ ისტორიულ დუკუმენტებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 16 კომლი მოსახლეა (80 კაცი და 56 ქალი, სულ 135 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია. ისინი ძირითადად იმერეთიდან არიან გადმოსულები. 1925 წელს ჯვართმუხაში 39 კომლი სახლობს. ძირითადად შემდეგი გვარები: გოგალაძე, ლომიძე, ჩხეიძე, კურტანიძე, ნოზაძე, მურჯიკნელი, რაზმაძე და სხვა.

ჯვართმუხის მოსახლეობა XX საუკუნის 60-იან წლებში ჩაასახლეს ხაშურში და სოფელი ნასოფლარად იქცა.

ჯვართმუხაში შემორჩენილია წინდა გიორგის ეკლესის ნანგრევები. ნასოფლარის სამხრეთით მდებარეობს ნასაყდრის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც 1986 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზეა აღდგენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 36, 23 სექტემბერი, 2019, გვ., 3