ხერხეულიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.
ხერხეულიძეები
ტიტული თავადი
ქვეშევრდომობა საქართველო
სამოქალაქო საქმიანობა ომან ხერხეულიძე — მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი მემატიანე, მდივანბეგი.
სამხედრო საქმიანობა აღათანგ ხერხეულიძექართლის სამეფოს სახლთუხუცესი, არაგვის საერისთავოს განმგებელი. მარაბდის ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი მეწინავე რაზმის ხელმძღვანელი;
ზაქარია ხერხეულიძერუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.
რელიგიური საქმიანობა ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულები;
ნიკოლოზ X ხერხეულიძე — აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი

ხერხეულიძეებიქართლის თავადები, ისტორიულ წყაროებში XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს მოიხსენებიან:

ვიკიციტატა
„ესენი არიან ძველად სამცხესა შინა ადგილის ხერხეთის მცხოვრებნი და მათის ხეობისა მოსახლენი, დროსავე თამარ მეფისასა და ამათ ნათესავთაგანიცა იყო მოხელედ კავკასიასა შინა, ადგილსა ნარად წოდებულსა, რომელმანაცა მუნებურისა კარგისა გვარისა ოსისა გორჭიშვილისა ქალი შეირთო ცოლად და მის გამოსცა შვილთა მათთა უწოდდნენ გოჭიანად, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა დიდისა თეიმურაზისა, ოდეს სპარსნი მოვიდნენ ურიცხვთა მხედრობითა საქართველოსა ზედა და ბრძო მეფემან თეიმურაზ ადგილსა მარაბდად წოდებულსა, წელსა ქრისტეს აქეთ 1625-სა, ამა ბრძოლასა შინა მხნედ გამოჩნდა აღათანგ ხერხეულიძე, რომელიცა იქმნა წარჩინებულ და მერე შთამომავლობანიცა იყვნენ პატივ-ცემულ მეფეთაგან და მოხელენიცა იყვნენ სხვა-და-სხვა სამსახურსა შინა, და აწ არიან ხერხეულიძენი სხვა-და-სხვა სახლად: 1) დავითის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) ჯამასპის შვილები, 4) აღათანგისა და მისის ძმისწულის შვილები და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა[1]

ისტორიული წყაროების მიხედვით, ხერხეულიძეები მესხეთის წარჩინებულ ფეოდალურ საგვარეულოს მიეკუთვნებიან[2]. იოანე ბატონიშვილის ნაშრომის, „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ მიხედვით, ხერხეულიძეები თავადთა შორის მე-15 ადგილზე არიან[3]. ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის, მეფე ერეკლე მეორეს ხერხეულიძეებისათვის 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს, მუხრანბატონის შემდეგ, მეექვსე ადგილი მიუჩენია[4]. ხოლო 1850 წლის საქართველოს თავადების სიაში, რომელიც შედგენილია და დამტკიცებულია სანქტ-პეტერბურგში, ხერხეულიძეებს მე-5 ადგილი უკავიათ[5].

ხერხეულიძეებს ჰქონდათ საგვარეულო გერბი — გაკვეთილი ფრანგული ფარის მარჯვენა ნაწილში ზღვაში მცურავი შებრუნებული აფრებაშვებული ხომალდი, ხოლო მარცხენაში კი ნახევარმთვარე და ყვავილი, როგორც მზის ნიშანი[6][7].

საქართველოს ისტორიულ წყაროებში ამ გვარის ცნობილ ადამიანთა შორის მოიხსენებიან:

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით

ამ საგვარეულოდან აღსანიშნავია ცხრა ძმა ხერხეულიძე თავიანთი დედითა და დით, რომლებიც მარაბდის ველზე გმირულად დაეცნენ[14]. ისინი მარაბდის ბრძოლაში გორგასლიან-დავითიან-თამარიანი დროშის დარაჯები იყვნენ. სამშობლოსადმი მათი თავგანწირვისთვის, ეკლესიამ ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით წმინდანებად შერაცხა[15].

ამჟამად საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ გვარის 141 მატარებელი[16].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974
  • ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი მერვე, თბ., 1977
  • ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრება, ქართული მწერლობა, ტ. 6, თბ., 1989

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997.
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, აწინდელთა მთავართა გვართათვის. ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990. გვ. 64
  3. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997
  4. 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს.
  5. ოფიციალური სია საქართველოს თავადებისა, რომელიც შეტანილია „ბარხატნაია კნიგაში“, გამოცემული და დამტკიცებული სანქტ-პეტერბურგში, 1850 წ.
  6. В. Цихинский. Кавказский гербовник. Тавадские роды. (Рукопись). Петроград. 1922 г. ст. 45
  7. მიხეილ ვადბოლსკი. საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა. გამომც. „ხელოვნება“. თბ. 1980 წ. გვ. 96, ნახ. 179
  8. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 472, თბ., 1987 წელი.
  9. გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964 წ
  10. ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრება. ქართული მწერლობა, ტ. 6, თბ., 1989. გვ. 760
  11. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984 წელი.
  12. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბილისი, 1977
  13. მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა. წიგნი ქართლის ცხოვრება, ნაწ.: 2, დ. ჩუბინიშვილის გამოცემა., სპბ., 1854 წ.
  14. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, თბ., 1974. თავი მეხუთე, §4
  15. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 258, თბ., 1987 წელი.
  16. სახელებისა და გვარების სტატისტიკა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო