ჭერათხევი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჭერათხევი | |
---|---|
![]() ჭერათხევი სოფ. ზემო აძვისთან | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ლიხის ქედი |
სათავის სიმაღლე | 1078 მ |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 128 კმ² |
ჭერათხევი — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 128 კმ². წყალდიდობა გაზაფხულზეა. წყალმცირობა წლის დანარჩენ პერიოდში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.[1] ზოგიერთი ავტორს (ჯ. გვასალია, ს. მაკალათია) და ისტორიულ წყაროს (ვახუშტი) ჭერათხევი მოხსენიებული აქვს როგორც ალის ფრონე ან ალის წყალი.[2][3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1963.