სარტყელა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
სარტყელა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | შიდა ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ხალები |
| კოორდინატები | 41°56′37″ ჩ. გ. 43°38′45″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 43.64583° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
| მოსახლეობა | 1[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
სარტყელა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი). თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ხაშურიდან 17 კმ. სოფელში 2014 წლის მონაცემებით ცხოვრობს 1 ადამიანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები სარტყელას არ იცნობენ, არც სხვა ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
1886 წლის აღწერით, აქ 7 კომლი მოსახლეა (36 კაცი და 36 ქალი, სულ 72 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია და გადმოსულები არიან დასავლეთ საქართველოდან.
1925 წელს სარტყელაში არის 22 კომლი. ამ დროს აქ სახლობენ გვარები: გოგალაძე (4) გელაშვილი (1), ტაბატაძე (8) და გობოზაშვილი (9).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ აღარ ცხოვრობს.
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002[2] | 21 |
| 2014[3] | |
| 2024[4] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 23, 10 ივნისი, 2019, გვ., 4
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.