ღვრიაწყალი
სოფელი | |
---|---|
ღვრიაწყალი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხალები |
კოორდინატები | 41°58′05″ ჩ. გ. 43°37′59″ ა. გ. / 41.96806° ჩ. გ. 43.63306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 9[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 88,9 % ქართველები 11,1 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ღვრიაწყალი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 12 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 კომლი, სულ 31 ადამიანი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ღვრიაწყალს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და კონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
1886 წლის აღწერით აქ 10 კომლი მოსახლეა (44 კაცი და 28 ქალი, სულ 72 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია. 1925 წელს ღვრიაწყალზე ცხოვრობდა 19 კომლი.
აქ სახლობენ გვარები: გაგლოშვილი, გასიშვილი, გობოზაშვილი, პაქსაშვილი, ფილიშვილი...
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 30, 5 აგვისტო, 2019, გვ., 5
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014