ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ბეღლეთი | |
სოფელი ბეღლეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვიშხეთი |
კოორდინატები | 41°59′26″ ჩ. გ. 43°30′10″ ა. გ. / 41.99056° ჩ. გ. 43.50278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 22[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 5706 |
ბეღლეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას არქიტექტურული ძეგლი ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 22 | 10 | 12 |
2014[1] | 22 | 11 | 11 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეღლეთი პირველად ვახუშტი ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული. სოფელი გვიანდელ შუა საუკუნეებში სათავადო სააბაშიოს ქართლის კუთვნილ ნაწილში შედიოდა. 1865 წელს თავისი 7 კომლით სურამის უბნის ქვიშხეთის სასოფლო თემს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 417.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II