დამჩხრეულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დამჩხრეულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცხრამუხა
კოორდინატები 41°57′31″ ჩ. გ. 43°33′01″ ა. გ. / 41.95861° ჩ. გ. 43.55028° ა. გ. / 41.95861; 43.55028
ცენტრის სიმაღლე 762
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
დამჩხრეულა — საქართველო
დამჩხრეულა
დამჩხრეულა — შიდა ქართლი
დამჩხრეულა
დამჩხრეულა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დამჩხრეულა

დამჩხრეულა, დამჩხეულა, — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცხრამუხის თემი).

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე, ხაშურიდან 6 კილომეტრის დაშორებით. სოფლის სამხრეთით დგას წმინდა გიორგის ეკლესია.

ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დამჩხერალოს სახელით. შედიოდა ისტორიული საციციანოს შემადგენლობაში და წარმოადგენდა მის საზღვარს დასავლეთით (ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში აღწერილია როგორც მეოთხე სასპასპეტოს საზღვარი). ნიკოლოზ ბუნიათისშვილის 1730 წლის 6 იანვრის ნასყიდობის წიგნიდან ჩანს, რომ დამჩხერალო მას ქვიშხეთელი ვახუშტი აბაშიძისათვის მიუყიდია. სოფელს იხსენიებს იოანე ბატონიშვილი გვერდისძირის სოფლების აღწერისას (შედგენილია 1790-იან წლებში), მაგრამ ამ პერიოდში აქ მუდმივი მოსახლეობა არ ჩანს. მისი ხელმეორედ დასახლება იმერეთიდან გადმოსული ოჯახებით XIX საუკუნის დასაწყისიდან მოხდა. 1886 წელს სოფლის მოსახლეობა 186 ადამიანს შეადგენდა. ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 0 0 0
2014[1] 0 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II