შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრესწყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ალექსანდრესწყარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ხალები
კოორდინატები 41°56′27″ ჩ. გ. 43°39′50″ ა. გ. / 41.94083° ჩ. გ. 43.66389° ა. გ. / 41.94083; 43.66389
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალექსანდრესწყარო — საქართველო
ალექსანდრესწყარო
ალექსანდრესწყარო — შიდა ქართლი
ალექსანდრესწყარო
ალექსანდრესწყარო — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ალექსანდრესწყარო

ალექსანდრესწყარო[2] — ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი), მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1190 მეტრი, ხაშურიდან 17 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 4 კომლი, სულ 8 ადამიანი. სოფლიდან 5 კმ-ის მოშორებით ნასოფლარ ძამაზე დგას ძამის ეკლესია.

სოფელს არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, არც ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმნეტბეში გვხვდება. შედიოდა საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 6 კომლი სახლობს (35 კაცი, 28 ქალი, სულ 63 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია.

სოფელში სახლობდნენ გვარები: გაგლოშვილი, თედეშვილი, თიბილაშვილი, ქარსანაშვილი, თუმანიშვილი...

სოფელი მდიდარია ცივი წყლებით. ხალხური ტრადიციით, აქ დასახლებულა ვინმე ალექსანდრე, რომელსაც ეს წყაროები აღმოუჩენია და ამის შემდეგ სოფელს ალექსანდრეს წყარო დარქმევია.

სოფელი მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 101.
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 7, 18 თებერვალი, 2019, გვ., 4
  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.