შინაარსზე გადასვლა

თაგვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თაგვეთი

თაგვეთის ხიდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცხრამუხა
კოორდინატები 41°57′43″ ჩ. გ. 43°35′34″ ა. გ. / 41.96194° ჩ. გ. 43.59278° ა. გ. / 41.96194; 43.59278
ცენტრის სიმაღლე 760
მოსახლეობა 56[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თაგვეთი — საქართველო
თაგვეთი
თაგვეთი — შიდა ქართლის მხარე
თაგვეთი
თაგვეთი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
თაგვეთი

თაგვეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 760 მ-ზე, ხაშურიდან 3 კმ-ში.

წერილობით წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან „თაგოეთის“ და „თაგუეთის“ სახელწოდებით. მდებარეობდა გაღმამხარში, შედიოდა საციციანოში. იქ მცხოვრებთა გვარები იყო: კანიაშვილი, ტეტიაშვილი, ობლიძე, აფთარაშვილი, ბაბლიძე, პაპუაშვილი, რომლებიც აქაურ მებატონე ციციშვილებს გაყრისას ერთმანეთში გაუყვიათ თავიანთი მამულებითურთ.[2]

იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) დასახელებულია გვერდისძირის სოფლებს შორის. ლეკიანობისგან დაცლილი თაგუეთი XIX საუკუნის შუა წლებში ძირითადად იმერეთიდან გადმოსული ქართული ოჯახებით დასახლდა. 1886 წლის „საოჯახო სიებით“ აქ 346 მოსახლე იყო.[3]

1906-1907 წლებში თაგვეთში, „ღამურა კლდის“ გამოქვაბულში მოწყობილი იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური სტამბა. სოფლის აღმოსავლეთით, შუა საუკუნეების ნაეკლესიარზე დგას ღვთისმშობლის ახალი დარბაზული ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]1034954
2014[1] 562828
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ცინცაძე ზ., თაგოეთი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 419.
  3. ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ. „ხაშურის მოამბე“ №16, 22 აპრილი 2019. — გვ. 3.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II