პატარა სატივე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარა სატივე.
სოფელი
პატარა სატივე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშური
თემი გორი
კოორდინატები 42°01′09″ ჩ. გ. 43°41′20″ ა. გ. / 42.01917° ჩ. გ. 43.68889° ა. გ. / 42.01917; 43.68889
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 68[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პატარა სატივე — საქართველო
პატარა სატივე

პატარა სატივესოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი). შიდა ქართლის ვაკეზე . მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 750 მეტრი. ხაშურიდან 16 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 კომლი, სულ 65 ადამიანი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 ადამიანი[2]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება სოფელში ცხოვრობს 68 კაცი საიდანაც 36 მამაკაცია, ხოლო 32 ქალი[3].

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 90[4][5]
2014 68[3] Decrease2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ტივისაგან. გადმოცემით აქ ტივების სადგომი ყოფილა.[6] სატივე თავად ამირეჯიბების კუთვნილი მამული იყო. შემდგომში კი ბაგრატიონ–დავითაშვილების ხელში გადავიდა.[7].

არსებობს როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის დოკუმენტი სადაც მოხენებულია სოფელი სატივე. ბაგრატიონ–დავითაშვილების ოჯახი ფცაში ცხოვრობდა და ხშირად ჩამოდიოდნენ სატივეში. მათვე გამოუყვანიათ სოფელში წყარო, რომელიც დღესაც მოქმედებს და ხალხი „ბატონიანთ წყაროს“ უწოდებს.

XVIII საუკუნის 50–იან წლებში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად სატივე, როგორც სოფელი სრულიად მოიშალა, 1761 წლის 19 თებერვალს ზაალ დავითაშვილი სატივის შესახებ ერეკლე II–ს წერდა:

ვიკიციტატა
„...ჩვენს მამულში ცეცხლი აღარ ანთია, აღარც ყმა დაგვრჩომია, რაც ლეკს მოურჩა დაიფანტნენ ...[საჭიროებს წყაროს მითითებას]

როგორც ირკვევა სამეფო კარისგან გარკვეული დახმარება და ღონისძიებებე გატარდა სატივის გასაცოცხლებლად. ერეკლე მეფე ბრძანებს :,, ჩვენი ბრძანება არის, ვინც სატივეს დგახართ მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატიებია... ღმერთმა ნუ ქნას, თუ დაგჭირდებათ, ჯარს მოგახმართ".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2016.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  3. 3.0 3.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2016.
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
  6. ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 66
  7. ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 67