შინაარსზე გადასვლა

ქაშვეთი (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაშვეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
დასახლებული პუნქტი
ქაშვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°57′06″ ჩ. გ. 43°35′17″ ა. გ. / 41.95194389° ჩ. გ. 43.58805611° ა. გ. / 41.95194389; 43.58805611
ცენტრის სიმაღლე 800 მეტრი
ქაშვეთი (ნასოფლარი) — საქართველო
ქაშვეთი (ნასოფლარი)

ქაშვეთი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფლების, თაგვეთისა და კოდიწყაროს შორის. ცნობილია დამპალას სახელწოდებითაც.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებიი ამ სოფელს არცერთი სახელწოდებით არ იცნობენ, არც ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში გვხვდება.

1925 წელს ქაშვეთში 29 კომლი ცხოვრობდა. აქ სახლობდენ გვარები: გოგალაძე, ციცქიშვილი, გურული, ლომიძე, ხაჩიძე, ცინაძე, მუმლაძე. სოფელი მოიშალა XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, როცა მოსახლეობა გადაასახლეს ცხრამუხაში.

ქაშვეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის 90-იან წლებშია აშენებული.

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 29, 29 ივლისი, 2019, გვ., 5