ჩორჩანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჩორჩანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვლი
კოორდინატები 42°08′15″ ჩ. გ. 43°39′58″ ა. გ. / 42.13750° ჩ. გ. 43.66611° ა. გ. / 42.13750; 43.66611
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 62[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩორჩანა — საქართველო
ჩორჩანა
ჩორჩანა — შიდა ქართლი
ჩორჩანა
ჩორჩანა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ჩორჩანა

ჩორჩანასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (წაღვლის თემი), მდინარე ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ხაშურიდან 33 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 80 39 41
2014[1] 62 35 27

2019 წლის ინციდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 28 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ეს საკითხი 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განხილულიყო, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.[3]

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო პარასკევს დილის 6 საათამდე მისცა.[3]

ულტიმატუმზე საპასუხოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს. მისივე განცხადებით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.[3]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.[4]

საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.“[4]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ პირველ არხს სოფელ ჩორჩანაში განუცხადა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.[5]

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა, საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. 3.0 3.1 3.2 ოსური მხარის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დილის 6 საათამდე ქართული საგუშაგოს აღება მოითხოვეს, on.ge
  4. 4.0 4.1 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, on.ge
  5. ლაშა დარსალია: ჩორჩანასთან ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც განიხილება 1tv.ge
  6. ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა