კოდიწყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კოდიწყარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°57′04″ ჩ. გ. 43°34′43″ ა. გ. / 41.95135111° ჩ. გ. 43.57866389° ა. გ. / 41.95135111; 43.57866389
კოდიწყარო — საქართველო
კოდიწყარო

კოდიწყარო — ნასოფლარი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ე. წ. ღორინამკალის მთის ძირში. მდებარეობს ცხრამუხის თემის (დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე.

მას არ იცნობენ ვახუშტი ბატონიშვილი და იოანე ბატონიშვილი, არც ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის წყაროებში გვხვდება.

აქ სახლობდა დასავლეთ საქართველოდან — იმერეთიდან გადმოსული მოსახლეობა. 1925 წელს კოდიწყაროში 35 კომლი მოსახლეა. აქ სახლობდნენ გვარები: ნოზაძე (18 კომლი), ლომიძე (1 კომლი), ციცქიშვილი (5 კომლი), კურტანიძე (11 კომლი). აქ მდებარეობს კოდიწყაროს ცნობილი ტბა. კოდიწყარო მოიშალა XX საუკუნის 60-იან წლებში, როცა მოსახლეობა ქალაქ ხაშურში ჩაასახლეს.

სახელწოდება კოდიწყარო სიტყვათშეერთებით არის მიღებული. ამ შემთხვევაშიც მსაზღვრელი (კოდი) და საზღვრული (წყარო) არსებითი სახელები არიან. კოდი მარცვლეულის საწყაოა XV-XIX საუკუნეების საქართველოში. კოდის მასა სხვადასხვაა. ცნობილია 8-10 და 12 ლიტრიანი კიდები. „სწორ“ (კანონიკურ) კოდში 10 ლიტრა ხორბალი და 8 ლიტრა ქერი ჩადიოდა. ს. ს. ორბელიანის მიხედვით კოდი:

ვიკიციტატა
„ადგილ-ადგილ მეტ-ნაკლები იციან, არამედ სწორი სარწყავი ესე არს: ახლისა ლიტრთა ათი შთაიტიოს, რომელ არს ორასისა თუხტისა წონა.“

მსგავსი სახელწოდების სოფლები გვაქვს დუშეთის, თეთრიწყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებში (იხ. კოდისწყარო). სოფლიდან მოშორებით, ტბის მახლობლად, დასავლეთით შემორჩენილი იყო ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 80-იან წლებში მოსახლეობამ აღადგინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., ხაშურის მოამბე, №17, 28 აპრილი, 2019, გვ. 4