შინაარსზე გადასვლა

საცხენეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
საცხენეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ვანათი
კოორდინატები 42°17′57″ ჩ. გ. 44°04′51″ ა. გ. / 42.29917° ჩ. გ. 44.08083° ა. გ. / 42.29917; 44.08083
ცენტრის სიმაღლე 1120
საცხენეთი — საქართველო
საცხენეთი
საცხენეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
საცხენეთი
საცხენეთი — ერედვის მუნიციპალიტეტი
საცხენეთი

საცხენეთისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ცხინვალიდან 17 კილომეტრი.

1921 წლამდე შედიოდა ბელოთის თემში. 1921 წლისთვის სოფელი დასახლებული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით, ამიტომ ბელოთის ნაცვლად შევიდა დიცის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Сацхенет).