შინაარსზე გადასვლა

კაპისის პროვინცია (ფილიპინები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაპისი (პროვინცია))
კაპისი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Roxas
შიდა დაყოფა Roxas, კუარტერო, დაო, დუმალაგი, დუმარაო, ივისანი, ხამინდანი, მა-აიონი, მამბუსაო, პანაი, პანიტანი, პილარი (კაპისი), პონტევედრა, პრესიდენტ-როხასი, საპიანი, სიგმა და ტაპასი
კოორდინატები 11°23′00″ ჩ. გ. 122°38′00″ ა. გ. / 11.38333° ჩ. გ. 122.63333° ა. გ. / 11.38333; 122.63333
მმართველი Esteban Contreras
დაარსდა 1716
ფართობი 2594.64 კმ²
მოსახლეობა 804 952 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 36
საფოსტო ინდექსი 5800–5816
ოფიციალური საიტი http://capiz.gov.ph
300
300

კაპისის პროვინცია (ტაგ: Lalawigan ng Capiz) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს დასავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია როხასი. კაპისი მდებარეობს პანაის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან მას აკლანის პროვინცია ესაზღვრება, დასავლეთიდან — ანტიკე, სამხრეთიდან — ილოილო. პროვინციას ჩრდილოეთიდან სიბუიანის ზღვა ესაზღვრება.

კაპისი Placuna placenta ხამანწკითაა ცნობილი, რომელიც დეკორატიული ნივთების, ფანჯრების, კარების, უჯრებისა და სხვა ნივთების შესამკობად გამოიყენება. პროვინციას ხშირად „ფილიპინების ზღვის პროდუქტების დედაქალაქად“ მოიხსენიებენ[2] და ფილიპინების 15 ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილს შორისაა.[3] კაპისში მდებარეობს მარჯნის ბლოკებისა და ქვებისგან აგებული სანტა მონიკას ტაძარი. ეკლესიის ზარი 70 ტომარა ოქტოსა და ვერცხლის მონეტებისგან შექმნეს. მისი დიამეტრი შვიდი ფუტია, სიმაღლე — ხუთი ფუტი, ხოლო წონა 10 400 კგ-ია.

ესპანელი კოლონიზატორების კაპისის მიდამოებში 1566 წელს ჩავიდნენ. ადრეული დასახლებები ქალაქ პანაის ადგილას არსებობდა, რომელსაც „ბამბანს“ ეძახდნენ. ესპანელებმა სახელწოდება შეცვალეს და პანაი დაარქვეს, რაც „მდინარის შესართავს“ ნიშნავს. 1570 წელს ამ ადგილას ხუან დე ლა ისლამ სიმაგრე ააგო.

1569 წელს მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მიერ გაგზავნილმა კაპიტანმა დიეგო დე არტიედამ ქალაქ პანაის მიაღწია და ის პროვინციის დედაქალაქად გამოაცხადა. მოგვიანებით ესპანელებმა დედაქალაქი დღევანდელი კაპისის ადგილას გადაიტანეს (დღევანდელი როხასის ადგილას), რომელიც ზღვასთან უფრო ახლოს იყო.

1716 წელს პროვინიცია განცალკევებულ ენკომიენდად შემდეგ კი პოლიტიკურ-სამხედრო ერთეულად ჩამოყალიბდა. ამერიკელების მიერ ფილიპინების დაკავების შემდეგ 1901 წლის 15 აპრილს კაპისში სამოქალაქო მმართველობა დამყარდა.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 16 აპრილს კაპისი იაპონიის საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს. 1944 წლის 20 დეკემბერს კაპისელმა პარტიზანებმა დედაქალაქი, შემდეგ კი მთელი პროვინცია იაპონელებისგან გაათავისუფლეს.

კაპისი და აკლანი 1956 წლის 25 აპრილამდე ერთ პროვინციად იყო გაერთიანებული. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რამონ მაგსაისაიმ 1414-ე რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, კაპისისა და აკლანის დამოუკიდებელი პროვინციები წარმოიქმნა.[5]

კაპისის ადმინისტრაციული დაყოფა

კაპისის ფართობი 2 594.64 კმ²-ია.[6] ის პანაის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ერთ-ერთია დასავლეთ ვისაიასის რეგიონის ხუთ პროვინციას შორის. პროვინციის უმაღლესი წერტილი ნანგტუდის მთაა, რომლის სიმაღლეც 2 074 მეტრია და კაპისისა და ანტიკეს შორის საზღვარზე მდებარეობს. სხვა მწვერვალებს შორის აღსანიშნავია: ტიგასის მთა (1 451 მეტრი) და აგუდოს მთა (834 მეტრი). პროვინცია 16 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც 473 ბარანგაის მოიცავენ. პროვინციის დედაქალაქია როხასი, რომელიც მანილიდან 45 წუთის სავალზეა მთავარი საწყლოსნო მარშრუტით. პროვინციის მთავარი მდინარეებია: პანაი, ლოკტუგანი და ივისანი. მდინარე პანაი ნიანგებიის დიდი რაოდენობითაა ცნობილი. კაპისს ჩრდილოეთიდან სიბუიანის ზღვა ესაზღვრება.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპისის პროვინცია 1 ქალაქს, 16 მუნიციპალიტეტსა და 473 ბარანგაის მოიცავს, რომლებიც 2 საკონგრესო (საკანონმდებლო) რაიონში ერთიანდება.

2015 წლის მონაცემებით კაპისის მოსახლეობა 761 384 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 290 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების კლასიფიკაციით, კაპისის პროვინცია სამი ეთნიკური ჯგუფის ადამიანებითაა დასახლებული: ატისებით, რომელთაც ხშირად ნეგრიტოსებად მოიხსენიებენ, ინდონეზიური წარმოშობის მუნდოს ტომები ცენტრალურ პანაიში და მალაიები.

კაპისი ცნობილია Placuna placenta ხამანწკებით, რომლებსაც ფანჯრების, სანათების და სხვა ნივთების გასაფორმებლად იყენებენ. პროვინციას საკუთარი ჰიმნი აქვს, რომელსაც კაპისი ეწოდება.

კაპისი სახალხო ცეკვების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროვინციას 19 ვისაიანური სახალხო ცეკვა აქვს, მათ შორის: ტინოლაბონგი, ტიმავა, დაგიტ-დაგიტი, ბენერასიონი, პუკოლი, კაბატინგანი, საადი, პალომიტა კოქიტანა და სხვ.

ჯამინდანის მოსახლეობა უხვი მოსავლისადმი მადლიერების ნიშნად პანგაჰავის ფესტივალს (მადლიერების დღესასწაული) მართავს. ესპანური კოლონიური მმართველობის დროს აეტას ტომის წარმომადგენლები ტაგბუანის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

ტალაჰონგის ფესტივალი ყოველწლიურად მაისის მეორე პარასკევსა და შაბათს იმართება. ტალაბა და ტაჰონგი პროვინციის მასშტაბით მდიდარი ადგილებია. სანაპიროზე 100-ზე მეტი მეთევზე ცხოვრობს. საპიანი ზღვის პროდუქტებით მდიდარია და სწორედ ამიტომ ადგილობრივი მმართველობის ეს ერთეული იყო ტალაჰონგის ფესტივალის ინიციატორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Welcome to Roxas City, Capiz, Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-26. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  3. More tourists visiting Capiz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 10 January 2014.
  4. „Capiz now 109 years old“. Philippine Information Agency. 14 April 2010. ციტირების თარიღი: 16 April 2010.
  5. Republic Act No. 1414 - An Act to Create the Province of Aklan. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
  6. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2013. ციტირების თარიღი: 11 February 2013.