აეტა
აეტა (ტაგალ.), ნეგრიტო (ესპ.), საერთო თვითსახელწოდება არ გააჩნია — მცირესიმაღლიანი ავსტრალოიდური ტომების ჯგუფი, ფილიპინების კუნძულთა მკვიდრი მოსახლეობა, უძველესი ავტოქტონური მოსახლეობის შთამომავლები.
ცხოვრობენ მთიან რაიონებში და კუნძულ ლუსონის აღმოსავლეთ ნაწილში (ტომები ეტა, ატა, აგტა, ბალუგა, დუგამატი). აეტას მცირე ჯგუფები ცხოვრობენ, აგრეთვე, კუნძულების - ნეგროსი, პანაი, პლემია ატი - შიდა რაიონებში, აგრეთვე, კუნძულების მინდანაო, მამანუა და ტასადაი-მანუბეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში. ზოგჯერ აეტასთან აკავშირებენ სხვა კუნძულების - მინდოროს, პალავანის და ბატაკის სხვა ავსტრალოიდურ ჯგუფებს, რომელთა რიცხოვანება 50 ათასამდეა. (1967 წლის მონაცემებით), მათ შორის კუნძულ ლუსონზე ცხოვრობს 30 ათასამდე ადამიანი. ისინი საუბრობენ ინდონეზიური ჯგუფის მალაურ-პოლინეზიური ენათა ოჯახის მრავალრიცხოვან დიალექტებზე, საერთო სახელით აეტა (აგტა). უკანასკნელ წლებში თითქმის მთლიანად გადავიდნენ მეზობელი ფილიპინელი ხალხების ენაზე.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანთროპოლოგიური აეტა — ნეგრიტოსები, როგორც ანდამანელები და სემანგები, დაბალსიმაღლისანები არიან, რითაც წააგავნან აფრიკელ პიგმეებს. აღიარებული თეორიის თანახმად, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია უძველეს დროში დასახლებული იყო ავსტრალოიდებით, რომლებიც თანდათანობით განდევნეს მონგოლოიდებმა და სხვა ხალხებმა. მათი შთამომავლები ცხოვრობენ, აგრეთვე, ინდოეთში და ინდოჩინეთში (ვედები, პანია, სემანგები და სხვა). ისინი, ძირითადად, მცირერიცხოვანი ხალხია და მათი განსახლების არეალი გარშემორტყმულია სხვა ხალხების არეალებით.
აეტა (ეტა) — ტაგალური ტერმინია, იანაგები მათ უწოდებენ ატას, ილოკანები — იტას, სხვები პუგუტეს. თავად საკუთარ თავს უწოდებენ ატას, ან პუგუტს, იმის მიხედვით, თუ რომელ ენაზე ლაპარაკობენ. აეტა ანთროპოლოგიურად არაერთგვაროვანია. შემჩნეულია, რომ შიგნით, ერთი ჯგუფი წააგავს პაპუასებს, სხვები შერეულია მეზობელ ხალხებთან.
ტრადიციული მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი საქმიანობა — ფრინველებზე, ირმებზე, გარეულ ღორებზე ნადირობა, გარეული ფუტკრის თაფლისს და ტყის პროდუქტების შეგროვება, მეთევზეობა. იარაღად გამოიყენება მშვილდი მოწამლული ისრებით, ხაფანგი, მახე. კუნძულ პალავანზე ცნობილია სუმპიტანი (ბამბუკის იარაღი მოწამლული ისრებით). თევზს იჭერენ ისრებით. გარეული ღორებისთვის აწყობენ ხაფანგებს. ცნობილია, ნადირობის სახეობა დევნით, ცეცხლისა და კვამლის დახმარებით. თაფლს გამოიყენებენ მეზობლებთან პროდუქტების გადასაცვლელად.
რეწვა — ბამბუკის, როტანგის (პალმა-ლიანა) დაწვნა, ბუნებრივი მასალებით ტანსაცმლის და სხვა მორთულობების დამზადება.
- ტრადიციული სამოსი — თეძოს ვიწრო სარტყელი მამაკაცების, შეუკერავი ქვედაბოლო ქალებს.
- მორთულობები — ლერწმის ხელისა და ფეხის სამაჯურები, ბამბუკის სავარცხლები, საყურეები, გარეული ღორის ეშვების მძივები
- თმებს იჭრიან, ზოგჯერ იპარსავენ, კბილებს იღებავენ, კანს იპოხავენ ცხიმითა და ნაცრით. არ გამოიყენებენ ტატუირებას.
- არ იციან კერამიკული წარმოება. კერამიკულ ჭურჭელს ყიდულობენ. მათი ჭურჭელი, ძირითადად, ბამბუკის მასალით არის დამზადებული.
- ტრადიციული საცხოვრებელი — ბამბუკის ფოთლებით დაფარული ქოხი, ბამბუკისავე ბოძებით ორფად ამოყვანილი კედლები.
- ტრადიციული საკვები — მცენარეულობა, ხორცი და თევზი, მეზობელი ხალხების ზეგავლენით აეტას ხალხში მოხდა ცვლილებები. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა ბუნებრივი პროდუქტებითა და სუვენირებით, ხდება შრომის ანაზღაურება.
- სიგარები და ბეტელი ისესხეს მეზობელი ხალხებისგან.
სოციალური ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი სოციალური ერთეული — კომერციული ფართის მქონე ლოკალური ჯგუფი, რომელიც შედგება რამდენიმე სისხლით ნათესაური ოჯახისაგან. ქორწინება — ნეოლოკალური ან ბიოლოკალური. ოჯახი — მონოგამია. კლასობრივი დაყოფა არ არსებობს. მამაკაცებსა და ქალებს აქვთ თანაბარი უფლებები.
სულიერი კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეტას ხალხის ტრადიციული რწმენა მოიცავს ანიმიზმს, მაგიას, პოლითეისტური პანთეონის ელემენტებს, ბუნების ძალების კულტს, სიხზმრების ინტერპრეტირებას. შენარჩუნებული აქვთ მუსიკალური და საცეკვაო ფოლკლორი. დღეისათვის ხალხური კულტურა გადაშენების პირას იმყოფება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია "მსოფლიოს ხალხები და რელიგიები" მ. 1988 წ.
- "მალაიზიის, ინდონეზიისა და ფილიპინების მცირე ხალხები". ნ. ჩებოქსაროვი. ა. ი. კუზნეცოვი. მ. "მეცნიერება", 1982 წ.
- ფილიპინების ხალხები//სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხები.//ა. ა. გუბერი, ი. ბ. მარეტინი, დ. დ. ტუმარკინი, ნ. ნ. ჩებოქსაროვი.მ. "მეცნიერება", 1966.