შინაარსზე გადასვლა

დუმაცხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დუმაცხო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი გუდამაყარი
კოორდინატები 42°27′48″ ჩ. გ. 44°42′33″ ა. გ. / 42.46333° ჩ. გ. 44.70917° ა. გ. / 42.46333; 44.70917
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 10[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დუმაცხო — საქართველო
დუმაცხო
დუმაცხო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დუმაცხო
დუმაცხო — დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუმაცხო

დუმაცხოსოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, დუშეთიდან 60 კილომეტრში.

დუმაცხოს გუდამაყრის სოფლებთან იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (1772 წ.). სოფლის თავში მდებარეობს ადრინდელი შუა საუკუნეების ნასოფლარი. გვიანდელ ხანაში აქ მშრალად ნაწყობი კლდის ქვით აუშენებიათ ზეგარდის წმ. გიორგის საქვაბე — თუნუქით გადახურული, საშ. სიდიდის, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა. ძველი ნასოფლარის შენობები ნაგებია მსხვილი ლოდებით, მშრალი წყობით. შემორჩენილია ტერასული სახლები, ციხე-სახლები, დიდი მოცულობის დარბაზი და ზურგიანი კოშკის ნაშთი.

ნასოფლარის აღმოსავლეთით, ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 400 მ დაცილებით, ზურგიანი კოშკის ნანგრევებია. ზურგიანი კოშკის ნაშთია აგრეთვე ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 500 მ-ზე.

დუმაცხოს ჩრდილო-დასავლეთით, 1,5 კმ დაშორებით, მდებარეობს გვიანდე შუა საუკუნეების ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესია. დარბაზული ტიპის, გეგმით ოთხკუთხა უაფსიდო ნაგებობას აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელი აქვს დატანებული. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარედან შელესილია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[2] 146 62 84
2002[3] 21 12 9
2014 10 6 4
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.