დუმაცხოს ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუმაცხოს ნასოფლარი — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუმაცხოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 600 მეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგებობათა ნაშთები განლაგებულია ტერასულად. კედლები ნაგებია ლოდებით, მშრალად. შეიმჩნევა ციხე-სახლების ნაშთები. შემორჩენილია ერთი მოზრდილი დარბაზისა და ზურგიანი კოშკის ნაშთი. ნასოფლარზე მოგვიანებით აუშენებიათ ზეგარდის წმინდა გიორგის ნიშის საქვაბე.

ნასოფლარიდან აღმოსავლეთით, 0,4 კილომეტრზე, სოფელ ბურსაჭირსკენ მიმავალ გზაზე, შემორჩენილია ზურგიანი კოშკის ნანგრევები. კოშკიდან ოდნავ მოშორებით, მეორე ზურგიანი კოშკის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]