სიბაგატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სიბაგატი
Sibagat Municipal Hall.jpg
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Afga[1] , Anahawan[1] , Banagbanag[1] , Del Rosario[1] , El Rio[1] , Ilihan[1] , Kauswagan[1] , Kioya[1] , Kolambugan[1] , Magkalape[1] , Magsaysay[1] , Mahayahay[1] , New Tubigon[1] , Padiay[1] , Perez[1] , Poblacion[1] , San Isidro[1] , San Vicente[1] , Santa Cruz[1] , Santa Maria[1] , Sinai[1] , Tabontabon[1] , Tag-uyango[1] და Villangit[1]
კოორდინატები 8°49′00″ ჩ. გ. 125°42′00″ ა. გ. / 8.81667° ჩ. გ. 125.70000° ა. გ. / 8.81667; 125.70000
ფართობი 567.82 კმ²
ცენტრის სიმაღლე 352 მეტრი
მოსახლეობა 33 957 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 85
საფოსტო ინდექსი 8503
ოფიციალური საიტი http://www.sibagat.gov.ph/
სიბაგატი — ფილიპინები
სიბაგატი

სიბაგატი (ოფიციალურად სიბაგატის მუნიციპალიტეტი) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი სამხრეთ აგუსანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 33 957 ადამიანს შეადგენს.

სიბაგატი პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და „სამხრეთ აგუსანის კარიბჭესა“ და „სამხრეთ აგუსანი უკანასკნელ საზღვარსაც“ უწოდებენ. პროვინციის მასშტაბით სიბაგატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების: ქოქოსის, ბანანის, ბოსტნეული კულტურებისა და განსაკუთრებით, სართავი ბანანის[3] მთავარი მწარმოებელია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის სახელწოდება სიტყვა BAGAT-დან წარმოდგება, რაც „შეხვედრას“ ან „შეხვედრის ადგილს“ ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად, მუნიციპალიტეტის მახლობლად მდინარე სიბაგატი მეომარი ტომების შეხვედრისა და ბრძოლის ადგილს წარმოადგენდა. მდინარე სიბაგატი უფრო დიდი მდინარის, ვავას შენაკადია. დამარცხებული ტომები მდინარე ვავას გაყოლებით იხევდნენ უკან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიბაგატის ტერიტორიები წარსულში ქალაქ ესპერანსას ნაწილი იყო, აგუსანის პროვინციაში. 1961 წლის აგვისტოში №440 აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ბაიუგანის, მაიგატასანის, ნუევა-სიბაგატის, ვერდოს, მამბუტაის, სალვაკიონის, კარიდადის, საგმონეს, კალაიტანის, სინადიაპის, მალინდაოს, ნოლისა და სვა მიმდებარე ბარიოები და სიტიოები ესპერანსას გამოეყო და ახლად შექმნილ ბაიუგანის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნა. 1980 წლის 1-ელ თებერვალს ბაიუგანის მუნიციპალიტეტს ლიიჰანის, სინაის, სიბაგატის, ელ-რიოს, აფგას, ტაბონტაბონის, პერესის, მაგსაისაის, სანტა-კრუსის, სანტა-მარიას, სან-ისიდროს, ვილიანგიტის, დელ-როსარიოს, ანაჰაუანის, მაჰაიაჰაის და სან-ვისენტეს ბარანგაები გამოეყო და სიბაგატის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობა სიბაგატის ბარანგაიშია განთავსებული, ამჟამად ბარანგაი პობლაკიონი. 1980 წლის 6 ნოემბერს მუნიციპალიტეტის პირველ მერად ვისენტე ბ. ბენიგიან უმცროსი აირჩიეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 567.82 კმ²-ია, რაც სამხრეთ აგუსანის საერთო ფართობის 5.68%-ს შეადგენს.

სიბაგატს ჩრდილოეთიდან სანტიაგოსა და კანტილანის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― მადრიდის, კარმენის, ლანუსას მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — ქალაქი ტანდაგი და სან-მიგელის მუნიციპალიტეტი, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ― ქალაქი ბაიუგანი, სამხრეთ-დასავლეთით ― ლას-ნიევესი, დასავლეთით ― ბუტუანი და რემედიოს ტ. რომუალდესი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ― კაბადბარანი.

სიბაგატი 29 კმ-ითაა დაშორებული კარაგის რეგიონული ცენტრიდან, ხოლო უახლოესი აეროპორტი 34 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ქალაქ ბუტუანში. მუნიციპალიტეტი 14 კმ-ის დაშორებით მდებარეობს პროვინციის შემადგენელი ქალაქიდან, ბაიუგანიდან.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მდინარე მიედინება: სიბაგატი, ტამბაგოკო, ტაგო, ანდანანი, ბოგუკო, ბუგსუკანი, ბალანგუბანგი და მანაგონგი. ყველაზე გრძელი მდინარეა ვავა.

1964 წლის 3 სექტემბერს ფილიპინების პრეზიდენტის №308 პროკლამაციის მიხედვით, სატყეო ნაწარმის, სამდინარო აუზის მენეჯმენტისა და ნიადაგის დაცვის მიზნით, სიბაგატი, ვავა და გარშემორტყმული ტერიტორიები ნაკრძალად გამოცხადდა, რომელსაც სიბაგატ-ვავას სატყეო ნაკრძალი ეწოდა.

1991 წლის 29 მაისს, ფილიპინების პრეზიდენტის №734 პროკლამაციის საფუძველზე მდინარე ანდანანი და გარშემორტყმული ტერიტორიებიც ნაკრძალად გამოცხადდა (ანდანანის მდინარის აუზის სატყეო ნაკრძალი).

სიბაგატი 24 ბარანგაიდ იყოფა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიბაგატი II ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, ნალექების მაქსიმუმი დეკემბრიდან იანვრამდე მოდის, ხოლო მშრალი სეზონი არ არის გამოხატული. კლიმატი ცხელი და ნალექიანია. ტენიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 84 %-ია. სეზონური კონტრასტი არ შეიმჩნევა. საშუალო წლიური ტემპერატურა 23-დან 32 °C-მდეა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით, სიბაგატის მოსახლეობა 33 957 ადამიანს უდრის. მოსახლეობის სიმჭიდროვე 60 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბოჰოლის, სებუს, ლეიტესა და ნეგროსის პროვინციებიდან წამოსული ვისაიანელი მიგრანტები შეადგენენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/160314000
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. Lavilla, Irene B.; dela Peña, Corazon (14 August 2009). „OTOP-Agusan del Sur showcases LGU initiatives“. Philippine Information Agency. DTI-Agusan del Sur/PIA-Caraga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 August 2016. ციტირების თარიღი: 19 October 2016.