ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი (1984)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფოები რომლებმაც 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თმაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს ლურჯად არიან მოცემულნი

1984 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი — ჩატარდა ლოს-ანჯელესში. მოჰყვა 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების აშშ-ის მიერ მოწყობილ ბოიკოტს მოსკოვში. ბოიკოტმა მოიცვა აღმოსავლეთ ბლოკის და მოკავშირე სახელმწიფოების 14 სახელმწიფო, რომლებსაც სსრკ ხელმძღვანელობდა და განხორციელდა 1984 წლის 8 მაისს. ბოიკოტის მონაწილე სახელმწიფოებმა ჩაატარეს ახალი თამაშები 1984 წლის ივლისსა და აგვისტოში, რომელსაც მეგობრობის თამაშები ეწოდა. ბოიკოტის ეფექტების მიუხედავად 1984 წლის ზაფხულის ოლიპმიურ თამაშები 140-მა სახელმწიფომ მიიღი მანაწილეობა, რაც იმ დროს ახალი რეკორდი იყო.[1][2]

ბოიკოტის დაანონსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-მ 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი 1984 წლის 8 მაისს დაანონსა,[3] უსაფრთხოების პრობლემებისა და „შოვისნისტური სენტიმენებისა და ანტისაბჭოთა განწყობის მიზეზით, რომელიც ძალზედ აქტუალურია აშშ-ში.“[3][4]

დაანოსების შემდეგ, ბოიკოტს ექვსი სახელმწიფო შეუერთდა, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა და აღმოსავლეთ გერმანია (10 მაისს), მონღოლეთი და ვიეტნამი (11 მაისს)[5] და ლაოსი და ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა (13 მაისს). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ოფიციალურად განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ ტამაშებზე.[6]

შემდგომში, ბოიკოტს მერვე სახელმწიფო შეუერთდა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.[7] 16 მაისს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა და 17 მაისს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა გახდნენ ბოიკოტის მონაწილე მეცხრე და მეათე სახელმწიფოები. უნგრეთის უფიციალური განცხადების მიხედვით, უნგრელი სპორტსმენები საფრთხეში ჩავარდებოდნენ ლოს-ანჯელესის თამაშებზე დასწრების შემთხვევაში. ხოლო პოლონეთმა განაცხადა რომ აშშ ჩართული იყო „თამაშების ჩაშლის მცდელობის კამპანიაში“.[8][9]

24 მაისს, კუბა გახდა მეთერთმეტე სახელმწიფო რომელიც ბოიკოტს შეუერთდა, რამაც ახალი ამბების გადაცემებისა და გაზეთების მიხედვით „დიდი დარტყმაა ბოქსისა და ბეისბოლისათვის“.[10] სამხრეთ იემენი გახდა მეთორმეტე სახელმწიფო რომელიც საკუთარი ნებით ჩამოშორდა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, ლოს-ანჯელეს თაიმსმა განაცხადა რომ ეს სახელმწიფოს მარქსისტური კავშირების გამო მოხდა.[11] მეთერთმეტე სახელმწიფო რომელმაც უარი განაცხადა 1984 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა ჩრდილოეთ კორეა იყო[12] ამას მოჰყვა ბოიკოტის გამოცხადება ეთიოპიისა და ანგოლის სახალხო რესპუბლიკის მიერ.[13]

1984 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ირანმაც გამოაცხადა ბოიკოტი „აშშ-ის ჩარევის ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის მხარდაჭერის ისრეაელის ოკუპანტი რეჟიმის მიმართ და ლათინურ ამერიკაში ჩადენილი დანაშაულებების მიზეზით“.[14] ირანი და ალბანეთის სოციალისტური სახალხო რესპუბლიკა ერთად-ერთი სახელმწიფოები იყვნენ, რომლებმაც მონაწილეობა როგორც 1984 წლის, ასევე 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტში მიიღეს. მუამარ კადაფის ლიბიაც შეუერთდა ბოიკოტს, ლიბიელი ჟურნალისტების აშშ-ში არ შეშვების გამო.[15] ლიბიამ და ეთიოპიამ ბოიკოტი როგორც 1976 წლის მონრეალის, ასევე 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს.

შურისძიების ჰიპოთეზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიმი კარტერმა 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი გამოაცხადა, რომელსაც 65 სახელმწიფო შეურთდა.[16] ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი. 1984 წელს, ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამი თვით ადრე სსრკ-მ გამოაცხადა რომ არ მიიღებდა მონაწილეობას თამაშებში. საბჭოთა კავშირმა რამდენიმე მიზეზი წარადგინა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ოლიმპიური თამაშების კომერციალიზაცია იყო, მათი აზრით, ეს მიდიოდა ოლიმპიური მოძრაობის პრინციპის ინააღმდეგ (მართლაც XXIII ოლიმპიადა გახდა პირველი ოლიმპიადა 1932 წლის შემდეგ, რომელმაც მასპინძელ ქვეყანას ფულადი მოგება მოუტანა) და განაცხადა რომ აშშ-მ განზრახ დააქვეითა საბჭოთა ათლეტების დაცვის დონე.[17] თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა რომ ეს თამაშები იყო „მოდელი მომავალი ოლიმპიადებისათვის“, კერძო დაფინასების (მოსკოვის ოლიმიადისაგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა) და საოლიმპიადო სივრცეების ახლად აშენების მაგივრად ძველი სივრცეების გამოყენების გამო.[18] უმრავლესობამ სსრკ-ის ბოიკოტი, 1980 წლის ბოიკოტის საპასუხო სვლად დაინახეს.[19]

მსოფლიოს მედიების უმეტესობამ სსრკ-ის ბოიკოტი 1980 წლის ბოიკოტის პასუხად გამოაცხადა,[20][21] რომელიც თავად იყო სსრკ-ის ავღანეთში, 1979 წლის შეჭრის პასუხი იყო,[20] თუმცა საჭოთა მედია იმეორებდა მთავრობის განცხადება რომ ბოიკოტი იყო სსრკ-ის ათლეტების დაცვისათვის მიღებული ადაწყვეტილება. ოლიმპიადის ჩატარებისას აღმოსავლეთ ბლოკისაკენ მიმართული არანაირი საფრთხე არ გამოვლენილა და რუმინეთის ათლეტებს, რომლიც ვაშრავის პაქტის ერთად-ერთი სახელმწიფო იყო ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე, არანაირი პრობლემა არ შეხვედრიათ და მათ ამერიკული პუბლიკა განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდათ კოლიზეუმზე მარშისას.

„შურისძიების ჰიპოთეზის“ ერთ-ერთი მიმდევარი იყო პიტერ უებეროთი, 1984 წლის ლოს-ანჯელსესი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მთავარი ორგანიზატორი, რომელმაც საკუთარი აზრები და ხედვები პრეს-კონფერენციაზე ბოიკოტის დაანონსებს შემდე განაცხადა, ამავე დღეს დაიწყო ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ტრადიცია ნიუ-იორკიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბოიკოტის მიზეზად სსრკ-ის ათლეტების შესაძლო დეფექტირება გამოაცხადა. პრეზიდენტი რეიგანმა, მის ადმინისტრაციასთან ერთად თანხმობა განაცხადა სსრკ-ის ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, აღმოსავლეთ ბლოკის ოლიმპიადაში მონაწილეობის სანაცვლოდ, რამაც მკვეთრი კონტრასტი დატოვა რეიგანის მკაცრი ცივი ომის პოლიტიკებთან.[22] სამი საუკეთესო შეფეგის მქონე სახელმწიფო 1980 წლის ოლიმიადაზე, შეუერთდა 1984 წლის ბოიკოტს, რამც მედიის ანალიზების მიხედვიდ, სპორტების უმეტესობაში გამოიწვევდა კონკურენციის სერიოზულ შემცირებას.[23] თომცა, შემდეგ გამოაშკარავდა ფაქტი რომ სსრკ-მ და აღმოსავლეთ გერმანიამ 1980 წლის ოლიმპიადაზე შედეგები სახელმწიფო ორგანიზირების მქონე დოპინგის პროგრამებით შეძლეს.[24][25]

სახელმწიფოები რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოები რომლებმაც გამოაცხადეს ბოიკიტი, თუმცა არ იყვნენ სსრკ-ის მიერ ორგანიზირებული ბოიკოტის ნაწილი:

მარქსისტ-ლენინისტური სახელმწიფოები რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა ბოიკოტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ ათი მსარქსისტ-ლენინისტური სახელმწიფო არ შაუერთდა 1984 წლის ზაფხულის ოლიპპიური თამაშების ბოიკოტს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „No Boycott Blues“. olympic.org. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
  2. https://www.washingtonpost.com/archive/politics/1984/05/09/soviets-withdraw-from-los-angeles-olympics/027363e6-4d89-4dd9-b0d7-89a05a567f11/
  3. 3.0 3.1 Burns, John F. (May 9, 1984). „Moscow Will Keep Its Team From Los Angeles Olympics“. The New York Times.
  4. East Germany withdraws from Summer Games. The Evening Independent – May 10, 1984.
  5. Vietnam and Mongolia Also Withdraw From Olympics. Philadelphia Inquirer. May 12, 1984 – A07 National.
    "Two more Communist countries dropped out of the 1984 Los Angeles Olympics yesterday, but the head of the International Olympic Committee promised to "fight to the last minute" to bring the Soviet Union and its allies to the Games."
  6. Reich, Kenneth. Czechs and Laotians Join Boycott: China Confirms It Will Take Part in Summer Olympics დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. May 13, 1984. SD1.
  7. Lowitt, Bruce. ‘Afghanistan Joins Boycott’[მკვდარი ბმული]. The Victoria Advocate. May 14, 1984.
  8. Hungary 9th to Join Boycott of Olympics დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. May 16, 1984. A1.
  9. Barnard, William R. ‘Poland 10th to join Olympic boycott: Romania only Soviet ally still in Games’. The Deseret News.
  10. Maxwell, Evan. Cuba Joins Olympic Boycott: Serious Blow to Boxing and Baseball დაარქივებული 2012-11-06 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. May 24, 1984. 1.
  11. Marxist South Yemen Becomes 12th Country to Drop Out of L.A. Games დაარქივებული 2012-11-06 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. May 27, 1984. A27.
  12. N. Korea Joins Olympic Boycott. Miami Herald. June 3, 1984. 'While North Korea became the 13th nation to join the Soviet Union in boycotting the 1984 Summer Olympics in Los Angeles, Soviet star Sergei Bubka Saturday shattered his week-old world record in the pole vault'.
  13. Reich, Kenneth. Angola Becomes 15th Nation to Join Olympic Boycott დაარქივებული 2013-03-25 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. Jun 27, 1984. B3.
  14. Iran Announces Boycott Of the 1984 Olympics. The New York Times. Published: August 2, 1983.
  15. Ronen, Yehudit; 'Libya (Al-Jamhāhīriyaa al-'Arabiyya al-Lībiyya ash-Sha'biyya al-Ishtirākiyya)'; Middle East Contemporary Survey, Vol. 8, (1983-84); p. 595
  16. Lodi News-Sentinel - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 2017-07-19
  17. Lindsey, Robert (August 12, 1984). „Success of Games in Los Angeles Likely to Change Future Olympics“. New York Times. ციტირების თარიღი: 19 February 2018.
  18. [1] olympic.org
  19. How USA and USSR boycotted the Olympics 16.02.2018. ციტირების თარიღი: 19 February 2018.
  20. 20.0 20.1 Tyner, Howard A. U.S. Olympic boycott of 1980 led to Soviet decision of 1984 დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine. . Chicago Tribune. May 9, 1984. D13.
  21. „L'actualité du sport en continu“. L'Équipe (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-20. ციტირების თარიღი: 2017-07-19.
  22. Reich, Kenneth. Olympic Entry Deadline Might Be Extended დაარქივებული 2012-10-26 საიტზე Wayback Machine. . The LA Times. May 30, 1984. OC3.
  23. ‘East Germany Joins L.A. Olympics Boycott’. Sarasota Herald-Tribune – May 11, 1984.
  24. How the Russians break the Olympic rules. The Christian Science Monitor.
  25. The Soviet Doping Plan: Document Reveals Illicit Approach to '84 Olympics. The New York Times.