კარტერის დოქტრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარტერის დოქტრინისადმი მიძღვნილი დოკუმენტი

კარტერის დოქტრინა — პოლიტიკა , რომელიც გამოქვეყნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის 23 იანვარს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გამოიყენებდა სამხედრო ძალას, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს იყო პასუხი საბჭოთა კავშირის 1979 წელს ავღანეთში ჩარევაზე და იგი მიზნად ისახავდა სპარსეთის ყურის რეგიონში საბჭოთა კავშირის შეკავებას, რათა შეერთებულ შტატებს შეენარჩუნებინა ჰეგემონია სპარსეთის ყურეში.

საკვანძო წინადადება, რომელიც დაწერა პრეზიდენტ კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ზბიგნევ ბრეჟინსკიმ, გულისხმობს შემდეგს:

მოდით, ჩვენი პოზიცია იყოს ნათელი: გარე ძალის ნებისმიერი მცდელობა, რომ მოიპოვოს სპარსეთის ყურის რეგიონის კონტროლი, განიხილება, როგორც თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებზე და ასეთ შეტევას ვუპასუხებთ ნებისმიერი საჭირო საშუალებით, მათ შორის სამხედრო ძალის ჩათვლით.

ბრეჟინსკის მოდელის ფორმულირება განხორციელდა ტრუმენის დოქტრინით [1] და ის ამტკიცებდა, რომ დოქტრინაში შეტანილი უნდა ყოფილიყო შემდეგი სიტყვები: „ნათელყოფა იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა სპარსეთის ყურისგან თავი შორს უნდა დაჭიროს“. [2]

ავტორი დანიელ ერგინი თავის წიგნში პრიზი: ნავთობის, ფულის და ენერგიის ეპიკური ძიება , აღნიშნავს, რომ კარტერის დოქტრინას „აშკარად ჰქონდა მსგავსებები“ 1903 წლის ბრიტანეთის დეკლარაციასთან, რომელშიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ლენდსდაუნი აფრთხილებდა რუსეთსა და გერმანიას, რომ ბრიტანელები „მიიჩნევდნენ, სპარსეთის ყურეში საზღვაო ბაზის განთავსება ან პორტის გამაგრება ნებისმიერი სხვა ძალის მიერ, აღიქმება როგორც უაღრესად სერიოზული საფრთხე ბრიტანეთის ინტერესებისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუწევთ წინააღმდეგობას ამ გარე ძალას ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით “. [3]

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავთობისა და გაზის რესურსები სპარსეთის ყურის რეგიონში

სპარსეთის ყურის რეგიონი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოცხადდა შეერთებულმა შტატების ეროვნული ინტერესის სფეროდ. თანამედროვე არმიებისთვის ცენტრალური მნიშვნელობა მიენიჭა ნავთობის საკითხს . შეერთებული შტატები, იმ დროისთვის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი, ნავთობის უმეტეს ნაწილს აწვდიდა მოკავშირეთა ჯარებს. ბევრი ამერიკელი სტრატეგიის შემმუსავებელ შეშფოთებული იყო, რომ ომი სახიფათოდ შეამცირებდა აშშ-ს ნავთობით მომარაგებას და ამიტომ ისინი ცდილობდნენ კარგი ურთიერთობების დამყარებას საუდის არაბეთთან, რომელსაც ჰქონდა ნავთობის დიდი რეზერვები . 1943 წლის 16 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თქვა, რომ „საუდის არაბეთის დაცვა უმნიშვნელოვანესია შეერთებული შტატების თავდაცვისათვის.“ [4]

1945 წლის 14 თებერვალს, როდესაც ის იალტის კონფერენციიდან ბრუნდებოდა, რუზველტი შეხვდა საუდის არაბეთის მეფეს იბნ საუდს სუეცის არხთან მდებარე დიდ მწარე ტბაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ეწვია სპარსეთის ყურის რეგიონს. 1990 წელს ჩატარებული ოპერაციის 'უდაბნოს ფარი' -ს მსვლელობისას, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დიკ ჩეინმა რუზველტსა და იბნ საუდს შორის საეტაპო შეხვედრაზე დაასახელა, რომ საუდის არაბეთის საზღვრის დაცვა აშშ-სათვის იქნებოდა ჯარების გაგზავნის ერთ-ერთ საბაბი. [5]

სპარსეთის ყურის რეგიონი კვლავ განიხილებოდა, როგორც ცივი ომის დროს აშშ-სთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფერო. ცივი ომის განმავლობაში შემუშავდა ამერიკის სამი საპრეზიდენტო დოქტრინა ( ტრუმენის, ეიზენჰაუერის და ნიქსონის დოქტრინები) როლებმაც დიდი როლი ითამაშეს კარტერის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. ტრუმენის დოქტრინა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა საბჭოთა კომუნიზმის მხრიდან საფრთხის შემცველ ქვეყნებს, გამოიყენებოდა როგორც ირანის, ისე საუდის არაბეთის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 1950 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ტრუმანმა მიწერა იბნ საუდს, რომ „შეერთებული შტატები დაინტერესებულია საუდის არაბეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით. არ შეიძლება თქვენს სამეფოს შეექმნად საშიშროება, რადგან ეს გამოიწვევს შეერთებული შტატების შეშფოთებას. “ [6]

ეიზენჰაუერის დოქტრინა მოუწოდებდა აშშ-ს ჯარების გაგზავნისკენ შუა აღმოსავლეთში, რათა აშშ-ს დაეცვა მოკავშირეები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობისგან. საბოლოო ჯამში, ნიქსონის დოქტრინის განაცხადმა უზრუნველყო ირანი და საუდის არაბეთი სამხედრო დახმარებით. აშშ-ს უკვე შეეძლო დახმარებოდა მოკავშირეებს იქ მშვიდობისა და სტაბილურობს დასამყარებლად. 1979 წელს ირანის ისლამურმა რევოლუციამ და ავღანეთში საბჭოთა ჩარევამ გამოიწვია რეგიონში აშშ-ს ინტერესების აღდგენა კარტერის დოქტრინის ფორმით. [7]

1979 წლის ივლისში, ეროვნული ენერგეტიკული კრიზისის საპასუხოდ, პრეზიდენტი კარტერი სიტყვით გამოვიდა და სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „რწმენის კრიზისის შესახებ“, რომელშიც ამერიკელებს მოუწოდებდა, შეემცირებინათ ენერგიის მოხმარება, რათა დახმარებოდნენ ამერიკის დამოკიდებულების შემცირებას უცხოურ ნავთობპროდუქტებზე. [8] ცოტა ხნის წინ, ზოგიერთ მეცნიერთა მტკიცებით, კარტერის ენერგეტიკული გეგმა, თუ იგი მთლიანად ამოქმედდებოდა, თავიდან აიცილებდა ამჟამინდელ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებიც გამოწვეულია ამერიკული დამოკიდებულებით უცხოურ ნავთობზე .

დოქტრინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი

პრეზიდენტმა კარტერმა სიტყვით გამოსვლისას, 1980 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ საბჭოთა ჯარები ავღანეთში წარმოადგენდნენ „სერიოზულ საფრთხეს შუა აღმოსავლეთის ნავთობის თავისუფალი გადაადგილებისთვის“, გამოაცხადა:

რეგიონს, რომელსაც ახლა ავღანეთში საბჭოთა ჯარები ემუქრებიან, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: იგი შეიცავს მსოფლიოს ექსპორტირებული ნავთობის ორ მესამედს. ავღანეთში დომინირების საბჭოთა მცდელობისას საბჭოთა სამხედრო ძალებმა ინდოეთის ოკეანიდან 300 მილის დაშორებით და ჰორმუზეს სრუტის სიახლოვეს დაიკავეს ის გზა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ნავთობის უმეტესი ნაწილი მიედინება. საბჭოთა კავშირი ახლა ცდილობს სტრატეგიული პოზიციის კონსოლიდაციას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შუა აღმოსავლეთის ნავთობის თავისუფალ გადაადგილებას.
ეს სიტუაცია მოითხოვს ფრთხილად დაფიქრებას, მყარ ნერვებს და მყარ მოქმედებებს, არამარტო ამ წლისთვის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში. იგი მოითხოვს კოლექტიურ ძალისხმევას სპარსეთის ყურეში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში უსაფრთხოების ახალი საფრთხის მოსაგერიებლად. იგი მოითხოვს ყველა მათგანის მონაწილეობას, ვინც ეყრდნობა ნავთობმომარაგებას შუა აღმოსავლეთიდან და რომელიც ზრუნავს გლობალური მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ის მოითხოვს კონსულტაციას და მჭიდრო თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყვნენ.
ამ გამოწვევის მიღწევას ეროვნული ნება, დიპლომატიური და პოლიტიკური სიბრძნე, ეკონომიკური მსხვერპლი და, რა თქმა უნდა, სამხედრო შესაძლებლობების გაღება ჭირდება. ჩვენ უნდა გავიღოთ საუკეთესო, რაც არის ჩვენში, რომ შევინარჩუნოთ ამ გადამწყვეტი რეგიონის უსაფრთხოება.
მოდით, ჩვენი პოზიცია იყოს ნათელი: გარე ძალის ნებისმიერი მცდელობა, რომ მოიპოვოს სპარსეთის ყურის რეგიონის კონტროლი, განიხილება, როგორც თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებზე და ასეთ შეტევას ვუპასუხებთ ნებისმიერი საჭირო საშუალებით, მათ შორის სამხედრო ძალის ჩათვლით.

განხორციელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარტერის ადმინისტრაციამ დაიწყო სწრაფი განლაგების ძალების შექმნა, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა CENTCOM . იმავდროულად, ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა სელექციური სამსახურის რეგისტრაციის გადატვირთვა, შემოთავაზებული იქნა სამხედრო ხარჯების ხუთი პროცენტით გაზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და გააფართოვა აშშ-ს საზღვაო ძალების ყოფნის ვადა სპარსეთის ყურეში და ინდოეთის ოკეანეში. [9] [10]

უარყოფითი გამოხმაურება მოყვა პენსიაზე გასული სტრატეგისტის ჯორჯ კენანის მხრიდან. [11] შეერთებული შტატების სენატორმა ედუარდ კენედიმ დაადანაშაულა, რომ კარტერის რეაქცია იყო გადაჭარბებული, მან გააზვიადა საბჭოთა საფრთხე და დიპლომატიური მოქმედება ვერ მოახერხა. კენედი ამ ბრალდებებს იმეორებდა 1980 წლის დემოკრატიული საპრეზიდენტო წინადადების დროს, რომელშიც იგი დამარცხდა. [12]

კარტერის მემკვიდრემ, რონალდ რეიგანმა, პოლიტიკა გააფართოვა 1981 წლის ოქტომბერში იმით, რასაც ზოგჯერ უწოდებენ „რეიგანის შედეგი კარტერის დოქტრინაზე“ , რომელმაც გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედოს საუდის არაბეთის დასაცავად, რომლის უსაფრთხოებასაც საფრთე დაემუქრა ირან–ერაყის ომის დროს. ასე რომ, სანამ კარტერის დოქტრინა აფრთხილებდა რეგიონის გარე ძალებს , რეიგანის შედეგი ორიენტირებული იყო შიდა სტაბილურობის უზრუნველსაყოფაზე. დიპლომატის ჰოვარდ ტიჩერის თქმით, „რეიგანის დასკვნის გამოცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ოპერაციია უდაბნოს ქარიშხალის პოლიტიკას.“ [13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Klare, Michael (2004), Blood and Oil: The Dangers and Consequences of America's Growing Petroleum Dependency, New York: Henry Holt
  • Meiertöns, Heiko (2010): The Doctrines of US Security Policy - An Evaluation under International Law, Cambridge University Press, ISBN 978-0-521-76648-7
  • Smith, Gaddis. Morality, Reason, and Power: American Diplomacy in the Carter Years (1986)
  • Stork, Joe. „The Carter doctrine and US bases in the Middle East.“ Merip Reports 90 (1980): 3-14. online
  • Yergin, Daniel (1991), The Prize: The Epic Quest for Oil, Money, and Power, New York: Simon & Schuster

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

National Security Directive-63 (PDF), a policy outline written by Brzezinski and signed by Carter, giving an overview of the goals of the Carter Doctrine.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brzezinski, Zbigniew. Power and Principle: Memoirs of the National Security Adviser, 1977-1981. New York: Farrar, Straus, Giroux, 1983. ISBN 0-374-23663-1. pg. 444.
  2. Huang, Jennifer (March 19, 2003), "A Cold War Legacy of Persian Gulf Conflict", Independent Arts and Media (Newsdesk.org), http://www.artsandmedia.net/cgi-bin/dc/newsdesk/2003/03/18_centcom_1. წაკითხვის თარიღი: 2008-10-16
  3. (Yergin 1991, pp. 140, 702)
  4. (Klare 2004, p. 33)
  5. (Klare 2004, p. 36)
  6. (Yergin 1991, p. 428)
  7. (Klare 2004, pp. 33–45)
  8. Carter, Jimmy, Crisis of Confidence, The Carter Center, http://www.cartercenter.org/news/editorials_speeches/crisis_of_confidence.html. წაკითხვის თარიღი: 2008-07-27
  9. Herring, George C. (2008). From Colony to Superpower: U.S. Foreign Relations Since 1776. New York: Oxford University Press. ISBN 9780195078220. 
  10. Patterson, James T. (2005). Restless Giant: The United States from Watergate to Bush v. Gore. New York: Oxford University Press. 
  11. Thomas G. Paterson (1989). Meeting the Communist Threat: Truman to Reagan. Oxford University Press, გვ. 144. 
  12. Burton Hersh (2010). Edward Kennedy: An Intimate Biography. Catapult, გვ. 529. 
  13. Teicher, Howard and Gayle Radley Teicher. Twin Pillars to Desert Storm: America's Flawed Vision in the Middle East from Nixon to Bush. New York: Morrow, 1993. pp. 145-6