შინაარსზე გადასვლა

ბაღდადის პაქტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაღდადის პაქტი
ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია

სენტო-ს დროშა
შეიქმნა 24 თებერვალი 1955
გაუქმდა 26 სექტემბერი 1979
სტატუსი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი
ტიპი ორგანიზაცია და სამხედრო ალიანსი
შტაბ-ბინა ბაღდადი (19551958)
ანკარა (19581979)
წევრები ერაყის სამეფო
ირანის დროშა ირანი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
თურქეთის დროშა თურქეთი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ბაღდადის პაქტი რუკა
ბაღდადის პაქტი რუკა

სენტო (ინგლ. CENTO, CenTO, Cento) — ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია  (ინგლ. The Central Treaty Organization, The Baghdad Pact, თურქ. Merkezi Antlaşma Teşkilatı, Bağdat Paktı, სპარს. سازمان پیمان مرکزی‎, არაბ. حلف بغداد ‎), ასევე ცნობილია, როგორც ახლო აღმოსავლეთის ხელშეკრულების ორგანიზაცია (Middle East Treaty Organization (METO), 1955-1958 წლებში ხშირად იყენებდნენ სახელწოდებას ბაღდადის პაქტი (ბაღდადის ხელშეკრულება) — სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შეიქმნა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და თურქეთის ინიციატივით 1955 წლის 24 თებერვალს. არსებობდა 1955-1979 წლებში. [1][2]

ხელშეკრულების დადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავეს ახლო აღმოსავლეთის ანტანტის ხელახალი შექმნის გეგმა, რომელიც ოფიციალურად არსებობდა 1938-1948 წლებში 1937 წლის საადაბადის პაქტის საფუძველზე. ხსენებული პაქტი აერთიანებდა ავღანეთს, ერაყს, ირანს და თურქეთს. კავშირი ძალიან სუსტი იყო, ძირითადად იმის გამო, რომ აერთიანებდა სხვადასხვა ტიტულოვანი ერის ქვეყნებს: თურქებს, სპარსელებს, არაბებს, პუშტუნებს. ამიტომ, აშშ იმედოვნებდა შეექმნა ახალი ახლო აღმოსავლეთის ალიანსი, ეგრეთ წოდებული "აღმოსავლეთის ბლოკი", რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ერაყის ერთ ერზე და სხვა დამოუკიდებელი არაბულ სახელმწიფოებზე. მაგრამ პირველმა არაბეთ—ისრაელის ომმა გამოიწვია წინააღმდეგობა არაბულ სახელმწიფოებსა და აშშ-ს შორის. თავდაპირველ  პროექტში იყვნენ თურქეთიერაყიირანიავღანეთი, თუმცა მოგვიანებით, რიგი მიზეზების გამო, ავღანეთი შეცვალა პაკისტანმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა სუვერენიტეტი. ჯერ კიდევ ბაღდადის პაქტის ხელმოწერამდე, თურქეთმა და პაკისტანმა 1954 წლის თებერვალში დადეს შეთანხმება (პაქტი) ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესახებ.[3][4]

1955 წლის 24 თებერვალს ერაყსა და თურქეთს შორის ბაღდადში დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც შემდეგ შეუერთდნენ ინგლისი, ირანი და პაკისტანი. საფუძველი დაედო სამხედრო დაჯგუფების - სენტოს შექმნას.[5]

CENTO ჩაფიქრებული იყო, როგორც სამხედრო ბლოკი სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ინდოეთის ოკეანის რეგიონისთვის, მისი ანალოგი იყო SEATO (1956-1977) — სამხედრო ბლოკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. თუმცა 1959 წელს ერაყმა დატოვა კავშირი და CENTO-მ დაკარგა არაბული სამყაროს წარმომადგენელი თავის  შემადგენლობაში.  იმავე წელს შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებებს ირანთან, პაკისტანთან და თურქეთთან პირდაპირი ან ირიბი "კომუნისტური აგრესიის" წინააღმდეგ თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა CENTO-ს საქმიანობაში, რომელიც მიმართული იყო ამ ორგანიზაციის მოქმედების არეალში პროსაბჭოთა, ანტიდასავლური და სხვა „დივერსიული“ ძალების წინააღმდეგ. CENTO-ს წევრები რეგულარულად ატარებდნენ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო მანევრებს.[6]

CENTO-ს ქვეყნები (რუკაზე არ არის ნაჩვენები ბრიტანეთის კოლონიები)

 ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ფორმალურად არ იყო CENTO-ს წევრი, 1956-1957 წლებში გახლდათ მისი მთავარი კომიტეტების წევრი და "ბლოკის ასოცირებული წევრი".

დიდი ბრიტანეთი და თურქეთი (აშშ-თან ერთად) ერთდროულად იყვნენ მთავარი დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის —  ნატოს წევრები.

ორგანიზაციის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CENTO-ს ძირითადი ორგანოები იყო: მინისტრთა მუდმივი საბჭო (სხდომები იმართებოდა ყოველწლიურად), სამდივნო (ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი — გენერალური მდივანი) და 4 კომიტეტი (სამხედრო, "დივერსიულ ქმედებებთან" საბრძოლველად, ეკონომიკური და საკომუნიკაციო კომიტეტი. ); არსებობდა ბლოკის გაერთიანებული სამხედრო დაგეგმვის შტაბი, ასევე რამდენიმე ქვეკომიტეტები და ტექნიკური ჯგუფები. შტაბ-ბინა განლაგებული იყო  ანკარაში (თურქეთი).

გენერალური მდივნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის საქმიანობის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CENTO-ს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა თითქმის მისი დაარსებისთანავე. დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან და საფრანგეთთან ერთად 1956-57 წლებში შეუტია ეგვიპტეს სუეცის არხის ნაციონალიზაციის საპასუხოდ. ამ კონფლიქტის ერთ-ერთი შედეგი იყო ნაციონალიზმის აღმავლობა არაბულ ქვეყნებში, რომელთა შორის გახლდათ 1958 წლის 14 ივლისის ანტიმონარქისტული რევოლუცია ერაყში, რის შედეგადაც 1959 წლის 24 მარტს ერაყმა ოფიციალურად დატოვა ორგანიზაცია. 1962 წელს მსგავსი რევოლუცია მოხდა ჩრდილოეთ იემენში. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ იემენი  CENTO-ს წევრი არ იყო,  ხელშეკრულების მოქმედების ზონაში მდებარეობდა.

1958 წელს მასკატის სასულთნომ, რომელიც დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა, პაკისტანს გადასცა საპორტო ქალაქი გვადარი. ამასობაში ვითარება თავად მასკატში, ისევე როგორც ომანის ფორმალურად დამოუკიდებელ საიმამოში, სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. 1959 წელს, მასკატის სასულთნოში ომანის სეპარატისტების გააქტიურების და ომანის საიმამოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გააქტიურების შემდეგ, ბრიტანულმა ჯარებმა, მასკატის სულთანთან ერთად დაიკავეს ომანის საიმამოს დიდი ნაწილი, რამაც გამოიწვია სერიოზული პროტესტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან 1960-იან წლებში. ომანთან ერთად განმათავისუფლებელი მოძრაობა განსაკუთრებით მძაფრი იყო სამხრეთ იემენში 1963-67 წლებში.[7]

დიდი ბრიტანეთი თანდათან კარგავდა სამფლობელოების შუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დამოუკიდებლობა მოიპოვეს: კვიპროსმა (1960), ქუვეითმა (1961), მალდივებმა (1965), იემენის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1967 წ.), ასევე სპარსეთის ყურის სამხრეთისა და აღმოსავლეთ არაბეთის ქვეყნებმა: ომანმა, კატარმა, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებმა (1971). კერძოდ, ბოლო ჩამოთვლილმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს ძირითადად 1970 წლის დასაწყისში ლონდონის გადაწყვეტილების გამო, გაეყვანა ბრიტანული ჯარები "სუეცის აღმოსავლეთის" ტერიტორიებიდან (პირველ რიგში იგულისხმებოდა  სპარსეთის ყურის პროტექტორატებში ბრიტანეთის სამხედრო ბაზების დახურვა).

სამი F-4 Phantom II გამანადგურებელი შირაზის საჰაერო ბაზაზე CENTO ქვეყნების წვრთნების დროს, ირანი, 1977 წ.

1971 წელს პაკისტანს გამოეყო აღმოსავლეთ პაკისტანი (ბანგლადეში).  გარდა ამისა, 1960-იან და 1970-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა უთანხმოება CENTO-ს წევრ ქვეყნებს შორის. ბლოკის ზოგიერთმა აზიელმა წევრმა დაგმო ისრაელის მთავრობის კურსი (1967 წლის ექვსდღიანი ომი, 1973 წლის იომ ქიფურის ომი და სხვ.), რომელსაც მხარს უჭერდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები.

1974 წელს თურქეთი შეიჭრა კვიპროსში, სადაც ჯერ კიდევ იყო ბრიტანეთის სამხედრო ბაზები და დაიკავა კუნძულის ჩრდილოეთი. თურქული აგრესია, თუმცა მას გარკვეული საფუძველი ჰქონდა, CENTO-ს რამდენიმე მონაწილემ უარყოფითად აღიქვა.

ისლამურმა რევოლუციამ ირანში გამოიწვია ირანისა და პაკისტანის გასვლა CENTO-დან 1979 წლის 12 მარტს. შედეგად, ბლოკში მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები დარჩნენ და 15 მარტს თურქეთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება ბლოკიდან გასვლის შესახებ და CENTO-ს საქმიანობის შეწყვეტის ინიციატივის შესახებ, რადგან მან ფაქტობრივად დაკარგა ფუნქციები.

30 აპრილს თურქეთმა, პაკისტანმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელიც „ბლოკის ასოცირებულ წევრად“ ითვლებოდა), გადაწყვიტეს ბლოკის დაშლა. ფორმალურად, CENTO ფუნქციონირებდა 1979 წლის 26 სექტემბრამდე.[8]

  • A Bagdadi Paktum. In: Dokumentumok a Közel-Kelet XX. századi történetéhez. Szerk.: Lugosi Győző. Budapest, L’Harmattan, 2006. ISBN 9639683264. pp. 309—310.   (უნგრ..)
  • Klaus Brollinger: NATO, CENTO, SEATO, OAS : imperialistische Paktsysteme, Berlin 1964.  გერმ.)
  • Gazdik Gyula: A közel-keleti térség. In: 20. századi egyetemes történet. (II. kötet: Európán kívüli országok.) Szerk.: Németh István. Budapest, Osiris, 2006. ISBN 9633897602. pp. 272—294.  (უნგრ..)
  • Hadley, Guy. CENTO: The Forgotten Alliance ISIO Monographs, University of Sussex, UK (1971): 2. )
  • Lenczowski, George. American Presidents and the Middle East, 1990, p. 88.
  • Martin, Kevin W. (2008). «Baghdad Pact». In Ruud van Dijk et al. Encyclopedia of the Cold War. New York: Routledge. pp. 57. ISBN 9780415975155. დაარქივებულია 1 ოქტომბერი 2014 Wayback Machine «Thus, the Baghdad Pact is widely considered the least successful of the Cold War schemes engendered by the Anglo-American alliance».
  • Dimitrakis, Panagiotis. «The Value to CENTO of UK Bases on Cyprus», Middle Eastern Studies, Volume 45, Issue 4, July 2009, pp 611—624.  
  • Michael Ploetz, Tim Szatkowski: Akten zur Auswärtigen Politik der Bundesrepublik Deutschland 1979 Bd. I: Januar bis 30. Juni 1979. R. Oldenburg Verlag München, 2010, S. 84.  (გერმ.)
  1. Dimitrakis, Panagiotis, The Value to CENTO of UK Bases on Cyprus", Middle Eastern Studies, Volume 45, Issue 4, July 2009, pp 611–624
  2. Hadley, Guy. CENTO: The Forgotten Alliance ISIO Monographs, University of Sussex, UK (1971): 2.
  3. George Lenczowski, American Presidents and the Middle East, 1990, p. 88
  4. Sir David Lee, Wings in the sun: a history of the Royal Air Force in the Mediterranean, 1945–1986, Air Force Dept. Air Historical Branch, Great Britain. Her Majesty's Stationery Office, 1989, pp180, 192-3.
  5. Lawrence, Mary Margaret (21 September 1973). "CENTO Seminar on the Control and Eradication of Viral Diseases in the CENTO Region: With Special Emphasis on Foot-and-mouth Disease and Rinderpest and Renderpest-like Diseases; [papers". Central Treaty Organization – via Google Books.
  6. Kashani-Sabet, Firoozeh. OUP (2011) Conceiving Citizens: Women and the Politics of Motherhood in Iran. p. 291.
  7. Meklis, Y. Along the Path of a CENTO Railway: A Narrative with Text and Photographs Telling how Iran and Turkey, with the Support of CENTO Associates, are Repeating History by Linking Their Countries with a Modern Railway. CENTO Public Relations Division (1959?). https://books.google.com/books/about/Along_the_Path_of_a_CENTO_Railway.html?id=qEUYAAAAIAAJ&hl=en
  8. Smith, ML. "The Role of Science in the Development of Natural Resources with Particular Reference to Pakistan, Iran and Turkey". Elsevier (2013). https://books.google.com/books?id=g-xsBQAAQBAJ&dq=CENTO+Institute+of+Nuclear+%26+Applied+Science+-centos&source=gbs_navlinks_s
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაღდადის_პაქტი“-დან