ხაინანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ხაინანი
海南省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი ჰაიკოუ
შიდა დაყოფა Wuzhishan City, ჰაიკოუ, Qionghai, Danzhou, Wenchang, Wanning, Dongfang, Ding'an County, Tunchang County, Chengmai County, Lingao County, Baisha Li Autonomous County, Changjiang Li Autonomous County, Ledong Li Autonomous County, Lingshui Li Autonomous County, Baoting Li and Miao Autonomous County, Qiongzhong Li and Miao Autonomous County, Zhongsha Islands და Sansha
კოორდინატები 20°02′00″ ჩ. გ. 110°19′26″ ა. გ. / 20.03333° ჩ. გ. 110.32389° ა. გ. / 20.03333; 110.32389
მმართველი Shen Xiaoming და Feng Fei
ფართობი 33,920 კმ²
მოსახლეობა 8,671,518 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 254.7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 83%
სასაათო სარტყელი UTC+8
საავტომობილო კოდი
ოფიციალური საიტი hi.gov.cn/code/V3/
ხაინანის სატელიტური ფოტო

ხაინანი (ჩინ.: 海南, ფინინი Hǎinán ხაინანი ) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ხაიკოუ. მოსახლეობა — 8,671,518 ადამიანი (28-ე ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.)

კუნძული გაშენებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაპირებზე, ჩინეთის კონტინენტური ნაწილისგან ხაინანი გამოყოფილია ხაინინის სრუტის მევეობით, სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს ლეიჩშოუბანდაოს ნახევარკუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 33,210 კვადრატულ კილომეტრს, ხაინინი თავისი ფართობის სიდიდის მხრივ შედის მსოფლიოს უდიდეს 50 კუნძულს შორის. ეს ტერიტორია შედის ჩინეთის სამხრეთული ავტონომიის შემადგენლობაში, პროვინციის სტატუსით. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია შედიოდა გუანდუნის პროვინციის შემადგენლობაში, მაგრამ 1988 წელს გამოეყო გუანდუნს. კუნძულის დედაქალაქია ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჰაიკოუ.

2009 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 8,180,000 კაცი, სიმჭიდროვის თვალსაზრისით კმ²-ზე საშუალოდ 241 ადამიანი ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა სასაუბრო ენაა ჩინური, თუმცა კუნძულზე ასევე გავრცელებული პორტუგალიურიც. აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტია. კუნძულზე არის ათი დიდი ქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობის სიდიდით ეს კუნძული მეორეა ჩინეთში ტაივანის შემდგომ, ხაინანი ფართობით უსწრებს ბელგიას. კუნძულზე ძირითადად დაბლობებია, თუმცა არის მთებიც, უმაღლესი წერტილი შეადგენს 1,876 მეტრს, ეს არის მთა ვუზი რომელიც ხაინისნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთ ნაწილში არის ბაკბოს ყურე.

კუნძულზე არის კონტინენტური ჰავა. ჰიდროგრაფიული ქსელის მიხედვით ეს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია, აქ მდებარეობს რამდენიმე გრძელი მდინარე და დიდი ტბა. მათგან აღსანიშნავია მდინარე ნანდუ, ის სათავეს იღებს ჩრდილოეთიდან. მისი სიგრძე შეადგენს 314 კილომეტრს, ნანდუს უერთდება მდინარეები ხინსუ და ჩანგუე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: