ნიკარაგუის რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკარაგუის რევოლუცია (ესპ. Revolución Nicaragüense ან Revolución Popular Sandinista — 1960-1970-იან წლებში სომოსას ოჯახის დიქტატურით გამოწვეული რევოლუცია, რომელსაც სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ხელმძღვანელობდა. 1978-1979 წლებში ნიკარაგუაში დიქტატურა დაემხო და 1979-1990 წლებში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მმართველობა დამყარდა, რასაც 1981-1990 წლებში ნიკარაგუის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტსა და კონტრაებს შორის კონტრა ომი მოჰყვა.

ნიკარაგუის რევოლუცია ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ცივი ომი ერთ-ერთი მარიონეტული დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ნიკარაგუისადმი საერთაშორისო ყურადღება გაიზარდა.

1978-1979 წლებში სომოსას რეჟიმის დამხობას, შემდეგ კი 1980-იანი წლების კონტრა ომს ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც ცხარე საერთაშორისო დებატების მიზეზი გახდა. 1980-იან წლებში მიმდინარე კონტრა ომის დროს როგორც სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა (პოლიტიკური პარტიების მემარცხენე ჯგუფები), ისე კონტრაებმა (ქვეყნის რევოლუციური ჯგუფების მემარჯვენე დაჯგუფებები) ცივი ომის ზესახელმწიფოებისგან (შესაბამისად, სსრ კავშირისგან და აშშ-სგან) დიდი რაოდენობით დახმარება მიიღეს.

კონტრას ომი 1989 წელს ტელას შეთანხმებით (Tela Accord) დასრულდა, რასაც როგორც კონტრას, ისე სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის არმიათა დემობილიზაცია მოჰყვა.[1] 1990 წელს გამართულ არჩევენებში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა ძალაუფლება ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს გადასცა.

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც აშშ-მა ნიკარაგუის ოკუპაცია დაიწყო (1912-1933; ბანანის ომების დროს) ხელისუფლების სათავეში სომოსას ოჯახი მოვიდა, რომელიც ქვეყანას 1937-1979 წლებში მართავდა. სამოსათა დინასტიის მმართველები იყვნენ ანასტასიო სომოსა გარსია, ლუის სომოსა დებაილე და ანასტასიო სომოსა დებაილე. სომოსათა მმართველობა პოლიტიკური კორუფციითა და უთანასწორობით, აშშ-ის მთავრობისა და სამხედროებისადმი ძლიერი მხარდაჭერით გამოირჩეოდა.[2][3]

FSLN-ის აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს კარლოს ამადორმა, სილვიო მაიორგამ და თომას მარტინესმა მანაგუას ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ჩამოაყალიბეს. ამადორისა და მარტინესის, ასევე, სხვა სტუდენტებისთვის ეს პოლიტიკური აქტივიზმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი კარლოს ამადორი იყო. იგი სხვებთან ერად გაზთს „SEGOVIA“ გამოსცემდა, რომელშიც სამოსას რეჟიმს აკრიტიკებდა. 1960-იან წლებში ორგანიზაცია დაახლოებით 20 წევრისგან შედგებოდა. დროთა განმავლობაში ორგანიზაციას მხარი დაუჭირეს მშვიდობიან მოქალაქეებმა, სამოსას მოწინააღმდეგეებმა და ასევე, კუბის კომუნისტურმა მთავრობამაც. სეგფ-ს ეხმარებოდა პანამის სოციალისტური ჯგუფიც, ომარ ტორიხოს ხელმძღვანელობით და ვენესუელის სოციალ-დემოკრატი მმართველი: კარლოს ანდრეს პერესიც.

1970-იან წლებში სტუდენტთა, ფერმერთა, ბიზნესმენთა, ეკლესიათა და მარქსისტთა მცირე ნაწილის საკმარისად ძლიერი იყო ანასტასიო სამოსა დებაილის დიდხნიანი დიქტატურის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაქმნელად. სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი აქცენტს პარტიზანულ ბრძოლაზე აკეთებდა, რაც ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას კამპანიებით იყო შთაგონებული. ნიკარაგუის ჩრდილოეთ სანაპიროზე პარტიზანთა კამპანიამ მარცხი განიცადა, როდესაც ეროვნულ გვარდიას შეეჯახნენ და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, დიდი დანაკარგებით. შემდგომი ოპერაციებიც არ აღმოჩნდა წარმატების მომტანი. ქალაქ მატაგალპას მახლობლად მაიორგაც დაიღუპა, რის შემდეგაც ამადორმა თვითკრიტიკა და იდეოლოგიური დებატები დაიწყო. ამ პერიოდში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა ნაცვლად ორგანიზაციის გამყარებისა, შეტევებები შეასუსტა.

სამოსას რეჟიმის დამხობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების მეორე ნახევარში სანდინისტთა ეროვნულ განმათავისფულებელმა ფრონტმა გატაცებების კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ჯგუფმა ნიკარაგუის მედიის ყურადღება მიიპყრო და სამოსას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალის სახე შეიძინა. ანასტასტიო სამოსა დიბაილის გადაწყვეტილებით, ნიკარაგუის ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც აშშ-ის სამხედროების მიერ იყო გაწვრთნილი, ფრონტის წინააღმდეგ საბრძოლველად წამების მეთოდების, მკვლელობები, დაშინებები და პრესაზე კონტროლი დაიწყო. სამოსას რეჟიმის საერთაშორისო დაგმობის შემდეგ 1978 წელს ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ სამოსას რეჟიმს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო დახმარება შეუწყვიტა.

1978 წლის 10 იანავარს მანაგუის ერთ-ერთი გაზეთის, LA PRENSA რედაქტორი და დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელი, პედრო კარდენალი მოკლეს. მკვლელობაში სამოსას რეჟიმი იყო ეჭვმიტანილი, რასაც დედაქალაქში პრეზიდენტის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ამბოხებები მოჰყვა. 23-24 იანვარს მთავარი შეტაკებები მოხდა. 1978 წლის 22 აგვისტოს სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის წევრებმა ედენ პასტორას ხელმძღვანელობით ეროვნული სასახლე დაიკავეს, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანო იყო გნათავსებული და სესიაც მიმდინარეობდა. ფრონტმა 2000 ტყვე აიყვანა. პასტორამ თანხა და სანდინისტი ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა. ორი დღის შემდეგ მთავრობა დათანხმდა: 500 000 აშშ დოლარი გადაუხადა და ტყვეთა ნაწილიც გაათავისუფლა. ეს სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. სანდინისტები მატერიალურ დახმარებებს პანამიდან და ვენესუელიდან იღებდნენ და ამბოხებაც გრძელდებოდა.

1979 წლის დასაწყისში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია აწარმოებდა. მოლაპარაკებები მაშინვე შეწყდა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ სამოსას რეჟიმი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებდა.

1979 წლის ივნისისთვის სანდინისტთა ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, გარდა დედაქალაქისა. 17 ივლისს პრეზიდენტი სამოსა გადადგა და ფრონტი მანაგუაში შევიდა, რის შემდეგაც რევოლუციურმა ძალებმა ხელისუფლებაზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

სანტინისტთა რეჟიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოსას რეჟიმის დამხობისას ნიკარაგუა დიდ გაჭირვებაში იყო. ქვეყანა როგორც ომის, ისე 1972 წელს მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად მიყენებული პრობლემებით იტანჯებოდა. 1979 წლისთვის დაახლოებით 600 000 ნიკარაგუელი უსახლკარო იყო, ხოლო 150 000 ლტოლვილი ან გადასახლებაში იმყოფებოდა. შევნიშნოთ, რომ იმ დროისთვის ნიკარაგუის მთლიანი მოსახლეობის რაოდნეობა 2.8 მილიონ ადამიანს შეადგენდა.

ამ ვითარების გამო გადაუდებელი მდგომარეობა გამოაცხადებს. პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ნიკარაგუის მთავრობას 99 მილიონი აშშ დოლარი გაუგზავნა. სამოსას მიწებისა და ბიზნესის ექსპროპრიაცია მოახდინეს, გაუქმდა ძველი სასამართლოები და მუშები სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტებში გაერთიანდნენ. ახალმა რეჟიმმა გამოაცხადა, რომ არჩევნები არ იყო საჭირო, რამაც კათოლიკური ეკლესიისა და სხვათა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

ეკონომიკური რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოსას რეჟიმის დროს ეკონომიკა ძირითადად დედაქალაქის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. რომლის ყველა კუთხეშიც დიქტატორის ძალაუფლება ვრცელდებოდა. სამოსას რეჟმმა ნახევრადფეოდალური სოფლის ეკონომიკა განავითარა ძირითადად, ბამბის, შაქრისა და სხვა ტროპიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საფუძველზე. ეკონომიკის სექტორთა უმრავლესობა სამოსას ან მის მოხელეთა მიერ კონტროლირდებოდა. ცნობილია, რომ მხოლოდ სამოსას ოჯახი ნიკარაგუის ნაყოფიერი მიწების 1/5-ს ფლობდა.

ნიკარაგუის რევოლუციის შემდეგ ეკონომიკის ყველა სექტორის რეკონსტრუქცია განხორციელდა, რის შემდეგაც შერეული ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბდა. ყველაზე დიდი ეკონომიკური გავლენა პირველად სექტორს შეეხო სოფლის მეურნეობის რეფორმის შედეგად.

როგორც მესამე სამყაროს ქვეყანას, ნიკარაგუის ეკონომიკის საფუძველს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, განუვითარებელი იყო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, როგორიც ყავა და ბამბაა, საბაზრო ფასები ძალზე მგრძნობიარე იყო.

აგრარული რეფორმის მიხედვით, საკუთრება გარანტირებულია, თუკი ის ეფექტურად მუშავდება. რეფორმის პირველი თავის მიხედვით 4 სახის საკუთრება გამოიყოფოდა: 1. სახელმწიფო საკუთრება - ძირითადად წარმოადგენდა სომოსისტთათვის ჩამორთმეულ მიწებს 2. კოოპერატიული საკუთრება - წარმოადგენდა ჩამორთმეულ მიწებს, მაგრამ მფლობელობის ინდივიდუალური სერთიფიკატების გარეშე და მუშავდებოდა ეფექტურად 3. კომუნალური საკუთრება - მისკიტოს ხალხისგან მიღებული ხელახლა ამუშავებული საკუთრება. 4. ინდივიდუალური საკუთრება - ეფექტურად ექსპლუატირებული და სახელმწიფო განვითარების გეგმასთან ინტეგრირებული საკუთრება.

ნიკარაგუაში აგრარული რეფორმა ოთხ ფაზას მოიცავს: 1. ფაზა (1979) - სომოსისტთა და მის მომხრეთა ქონების კონფისკაცია 2. ფაზა (1981) - 1981 ქლის 19 ივლისს აგრარული რეფორმის შესახებ კანონის მიღება. 3. ფაზა (1984-1985) - მიწის მასიური გადაცემა გლეხობისთვის 4. ფაზა (1986) – 1986 წლის აგრარული რეფორმის კანონის მიღება

კულტურული რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის რევოლუციას თან ახლდა კულტურული გაუმჯობესება და განვითარება. უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ნიკარაგუაში წერა-კითხვის დონის ამაღლებისკენ მიმართული კამპანია. კამპანიაში ჩართული იყვნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები, უნივერსიტეტების სტუდენტები, მასწავლებლები და მოხალისე მასწავლებლები. 5 თვეში ნიკარაგუაში წერა-კითხვის არ მცოდნეთა რიცხვი 50.3%-დან 12.9%-მდე შემცირდა. 1980 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ნიკარაგუა კამპანიის ეფექტურად განხორციელებისთვის ნადეჟდა კრიპსკაიას კილდო გადასცა. საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდა 1982, 1986, 1987, 1995 და 2000 წლებშიც.

ნიკარაგუის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა კულტურის სამინისტროც, რომელიც მესამე იყო იმ დროის ლათინურ ამერიკაში. დაარსდა სანდინისტთა ინსტიტუტიც, სადაც სანდინისტურ იდეოლოგიას ასწავლიდნენ და სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის იდეოლოგიის ფუძემდებლის, ავგუსტო სანდინოსა და სხვათა ნაშრომების ბეჭდვა დაიწყო.

ადამიანის უფლებათა დარღვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

THE HERITAGE FOUNDATION-ის გამოკვლევით, სანდინისტთა რეჟიმის დამყარებისთანავე საინფორმაციო საშუალებებზე ცენზურა დამყარდა. დამოუკიდებელი გაზეთი, LA PRENSA, მიუხედავად იმისა, რომ სანდინისტები მას წინა რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ, ასევე, ცენზურის ქვეშ აღმოჩნდა. სანდინისტთა წინააღმდეგ მოსაზრებების გამოთქმა იკრძალებოდა. ყველაფერი გამოქვეყნებამდე სულ ცოტა 7 საათით ადრე მთავრობის ცენზორებს უნდა შეემოწმებინათ. ფონდის შენიშვნით, სანდინისტთა რეჟიმმა „მეზობლისადმი თვალთვალის“ სისტემა შემოიღო, რაც მოქალაქეებს წაახალისებდა, ნებისმიერი რევოლუციური ან რეჟიმის საწინააღმდეგო ქმედების შესახებ მთავრობისთვის მოეხსენებინათ.

რევოლუციას თან ახლდა ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. ახალმა ხელისუფლებამ 15 000-ზე მეტი მისკიტო გადაასახლა, მათი სოფლები გაანაგდურა, მკვლელობები კი დაუსჯელი დარჩა.

THE HERITAGE FOUNDATION-ის მოხსენებით, სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ხელისუფლებაში მოსვლის სემდეგ ნიკარაგუელი ებრაელები ხშირად გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლი. ებრაელებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, საკუთრების კონფისკაციას უმიზეზოდ ახდენენ და უმიზეზოდვე იჭერდნენ. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაციისა და PAX CHRISTI-ს მიერ 1979-1983 წლებში ჩატარებული გმაოკვლევების შემდეგ რეჟიმისთვის ანტი-სემიტიზმში ბრალი არ დაუდიათ. ზოგიერთი ებრაელის ექსპროპრიაცია კი მოხდა, მაგრამ ეს სამოსას რეჟიმთან კოლაბორაციის გამო იყო და არა, ებრაელობის. ყველაფერთან ერთად, მანაგუას მაიორი, მაღალი წოდების სანდინისტი ებრაული წარმოშობისა იყო.

კონტრა ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარტერის ადმინისტრაციამ 1979-1980 წლებში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტთან თანამშრომლობა სცადა, მაგრამ მემარჯვენე რეიგანის ადმინისტრაციამ, რომელიც ანტი-კომუნისტურ სტრატეგიას უჭერდა მხარს, სანდინისტთა რეჟიმის იზოლაცია მოახდინა. 1980-1981 წლებში ანტი-სანდინისტური მოძრაობა, კონტრა-რევოლუციონერები, ან უბრალოდ, CONTRAS ჰონდურასის საზღვრის მახლობლად ჩამოყალიბდა. კონტრას წევრთა დიდი ნაწილი სომოსას ეროვნული გვარდიის წევრი იყო და მათი ნაწილი ჯერ კიდევ ლოიალურად იყო განწყობილი ჰონდურასში მცხოვრები სომოსას მიმართ.

სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ნიკარაგუაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ, განსაკუთრებით კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე მოსკიტების სანაპიროს ბინადართა მხრიდან. ეს ჯგუფი თვით-იდენტიფიკაციის საფუძველზე ავტონომიასაც მოითხოვდა, მაგრამ ფრონტმა მათი გადასახლებები და ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაიწყო.

1981 წლიდან რეიგანის ადმინისტრაციამ ანტი-სანდინისტური ძალების მხარდაჭერა დაიწყო. მალე შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. კონტრას ცენტრალური სადაზვერვო სამსახური უჭერდა მხარს. 1982 წლიდან კონტრას წევრებმა ნიკარაგუის მთავრობის წევრების მკვლელობები დაიწყეს. 1983 წელს კონტრას წევრებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დახმარებით ნიკარაგუის ნავსადგურების დანაღმვის გეგმა შეადგინეს, რომლის მეშვეობითაც სანდინისტებს უცხოური შეიარაღების შემოტანის შესაძლებლობას უსპობდნენ.

კონტრას ომი საბოლოოდ 1989 წელს ტელას შეთანხმებით (TELA ACCORD) დასრულდა, რასაც როგორც კონტრას, ისე სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის არმიათა დემობილიზაცია მოჰყვა. 1990 წელს გამართულ არჩევენებში სანდინისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა ძალაუფლება ვიოლეტა დე ჩამოროს გადასცა. აღსანიშნავია, რო 1979-1990 წლებში ნიკარაგუის მმართველი, პრეზიდენტი 1985-1990 წლებში, დანიელ ორტეგა 2007 წელს კვლავ გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი და დღემდე უკავია ეს თანამდებობა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Emily L Andrews, Active Marianismo: Women's social and political action in Nicaraguan Christian base communities and the Sandinista revolution. [1] Grinnell College research project, 1997. Retrieved November 2009.
  • Enrique Bermudez (with Michael Johns), "The Contras' Valley Forge: How I View the Nicaragua Crisis", Policy Review magazine, Summer 1988.
  • David Close, Salvador Marti Puig & Shelley McConnell (2010) "The Sandinistas and Nicaragua, 1979-2009" NY: Lynne Rienner.
  • Dodson, Michael, and Laura Nuzzi O'Shaughnessy (1990). Nicaragua's Other Revolution: Religious Faith and Political Struggle. Chapel Hill, N.C.: University of North Carolina Press. xii, 279 p. ISBN 0-8078-4266-4
  • Schmidli, William Michael, "'The Most Sophisticated Intervention We Have Seen': The Carter Administration and the Nicaraguan Crisis, 1978–1979," Diplomacy and Statecraft, (2012) 23#1 pp 66–86.
  • Meiselas, Susan. Nicaragua: June 1978 – July 1979. Pantheon Books (New York City), 1981. First Edition.
  • "Nicaragua: A People Aflame." GEO (magazine) (Volume 1 charter issue), 1979.
  • Teixera, Ib. "Nicarágua: A Norte de um pais." Manchete (Rio de Janeiro). 7 July 1979.

პირველადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katherine Hoyt, Memories of the 1979 Final Offensive, Nicanet, Retrieved November 2009. This is a first-hand account from Metagalpa; also contains some information on the general situation. Has photograph showing considerable damage to Metagalpa. [2]
  • Salvador Martí Puig "Nicaragua. La revolución enredada" Lirbos de la Catarata: Madrid.
  • Oleg Ignatiev, "The Storm of Tiscapa", in Borovik and Ignatiev, The Agony of a Dictatorsip. Progress Publishers, 1979; English translation, 1980.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Uppsala Conflict Data Program Conflict Encyclopedia, Nicaragua, State-based conflict, Peace efforts, http://www.ucdp.uu.se/gpdatabase/gpcountry.php?id=117&regionSelect=4-Central_Americas# დაარქივებული 2016-03-31 საიტზე Wayback Machine. [link is not working]
  2. Uppsala Conflict Data Program Conflict Encyclopedia, Nicaragua, State-based conflict, In depth, Background, http://www.ucdp.uu.se/gpdatabase/gpcountry.php?id=117&regionSelect=4-Central_Americas# დაარქივებული 2016-03-31 საიტზე Wayback Machine. [link is not working]
  3. Taking Care of Business in Nicaragua. ციტირების თარიღი: 10 April 2015.