ბრეჟნევის დოქტრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთის ბლოკი

ბრეჟნევის დოქტრინა – საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც აცხადებდა, რომ ნებისმიერი საფრთხე ნებისმიერ საბჭოთა ბლოკის ქვეყანაში იყო საფრთხე ბლოკის ყველა სახელმწიფოსათვის და მაშასადამე ამართლებდა სხვა საბჭოთა ბლოკის ქვეყნების მიერ ამ საფრთხის შემცველ ქვეყნაში ინტერვენციას. ეს დოქტრინა გამოცხადდა იმისათვის, რომ გაემართლებინა საბჭოთა კავშირის მიერ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, რათა დაემხო ადგილობრივი რეფორმისტური ხელისუფლება. დოქტრინა უარყოფილ იქნა 1980-იან წლებში, როდესაც კრემლი დათანხმდა ადგილობრივი კომუნისტური რეჟიმების მშვიდობიან დამხობაზე.[1]

პოლიტიკა პირველად მკაფიოდ გამოკვეთა სერგეი კოვალევმა 1968 წლის 26 სექტემბრის პრავდას სტატიაში, სახელწოდებით სუვერენიტეტი და სოციალისტური ქვეყნების საერთაშორისო ვალდებულებები . [2] ლეონიდ ბრეჟნევმა ეს გაიმეორა პოლონეთის გაერთიანებული მშრომელთა პარტიის მეხუთე კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს, 1968 წლის 13 ნოემბერს, სადაც ნათქვამია:

როდესაც ძალები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სოციალიზმის მიმართ, ცდილობენ ზოგიერთი სოციალისტური ქვეყნის კაპიტალისტურად განვითარებას, ეს ხდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის პრობლემა, არამედ ყველა სოციალისტური ქვეყნის საერთო პრობლემა და საზრუნავი.

ეს დოქტრინა გამოცხადდა იმისათვის, რომ გაემართლებინათ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1968 წლის აგვისტოში, რათა ჩაეხშოთ პრაღის გაზაფხული, ასევე გაემართლებინათ საბჭოთა სამხედროების შეჭრა უნგრეთში 1956 წელს. ეს ინტერვენციები საჭირო გახდა იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ლიბერალიზააციის მცდელობები, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიდნენ იმისათვის, რომ შეესუსტებინათ საბჭოთა კავშირის ჰეგემონობა აღმოსავლეთ ბლოკში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ განიხილებოდაროგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუფერული თავდაცვისათვის ტერიტორია, იმ შემთხვევაში თუკი ვარშავის პაქტისა და ნატოს ჯარებს შორის დაიწყებოდა სრულმასშტაბიანი ომი.

პრაქტიკაში ეს პოლიტიკა გულისხმობდა იმას რომ საბჭოთა სატელიტი სახელმწიფოების კომუნისტურ პარტიებს ჰქონოდათ მხოლოდ შეზღუდული დოზით თავისუფლება და არცერთი სახელმწიფოს არ მიეცემოდა იმის საშუალება რომ დაერღვია ან საფრთხე შეექმნა საბჭოთა ჰეგემონიისათვის. შესაბამისად ვერცერთი სახელმწიფო ვერ დატოვებდა ვარშავის პაქტს და ვერ შეავიწროვებდა ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებებს. ბრეჟნევის დოქტრინის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ სახელმწიფოებს შორის დაიდო მრავალი ხელშეკრულება რომლების განამტკიცებდნენ ქვეყანაშორის კოოპერაციას. პრინციპებიო იმდენად განზოგადებული იყო, რომ საბჭოთა კავშირმა ის გაავრცელა ვარშავის არაწევრ სახელმწიფო ავღანეთზე 1979 წელს.წელს.ბრეჟნევის დოქტრინა ძალაში რჩებოდა 1980-81 წლის პოლონეთის კრიზისამდე. მიხეილ გორბაჩოვმა უარი თქვა გამოეყენებინა სამხედრო ძალა მაშინ როდესაც პოლონეთმა გადაწყვიტა რომ ჩაეარებინა თავისუფალი არჩევნები 1989 წელს რომელშიც სოლიდარობამ დაამარცხა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტია.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953-1968 წლებში აღმოსავლეთ ევროპის მარიონეტულ სახელმწიფოებში მრავალჯერ იყო დისიდენტობისა და რეფორმაციის მცდელობები. 1953 წელს დაიღუპა იოსებ სტალინი, ხოლო 1956 წლიდან ნიკიტა ხრუშჩოვის ,,ართველობის ხანაში დაიწყო "დესტალინიზაცია." "დესტალინიზაციის პერიოდს მოჰყვა გარკვეული სახის რეფორმები. იმავე პერიოდში იმრე ნადი ხდება უნგრეთის პრემიერ მინისტრი და დაუყოვნებლივ დაიწყო უნგრეთში რეფორმათა მთელი ციკლი მაგალითად შემცირდა პოლიციელთა რაოდენობა, დაიშალა კოლექტიური ფერმები, შეიცვალა ინდუსტრიისა და საკვების წარმოების წესი, შემცირდა წნეხი რელიგიაზე. ამ რეფორმებმა გააოგნა უნგრეთის კომუნისტური პარტია. ნადი მალევე ჩამოგდებულ იქნა წინამკორბედის მიერ 1955 წელს. გადატრიალების შემდეგ მალევე ხრუშჩოვმა ხელი მოაწერა ბელგრადის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც "სოციალისზმის სხვადასხვა ნაირსახეობები დაშვებულ იქნა საბჭოთა ბლოკში." ახალი რეფორმების იმედმა და ძველი რეფორმების ძალისმიერმა შეჩერებამ უნგრელ ხალხში გამოიწვია ამ დეკლარაციისადმი პროტესტი. ქვეყანაში სიტუაცია მალევე დაიძაბა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ისინი ითხოვდნენ არა მხოლოდ საბჭოთა ჯარების გაყვანას არამედ უნგრეთის ვარშავის პაქტიდან გასვლასაც კი. 23 ოქტომბერს საბჭოთა ჯარები დაეშვნენ ბუდაპეშტში რასაც სისხლიანი შეტაკებები მოჰყვა, რომელიც ნოემბრამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ "წესრიგი აღდგა" მხარეებს შორის მაინც დაძაბული ვითარება სუფევდა.

მშვიდობიანი ბრეჟნევის დოქტრინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის რევოლუციის დასრულების შემდეგ კრემლმა განავითარა დოქტრინა, რომლის მიხედვითც ისევე როგორც, კომუნისტურ ასევე კაპიტალისტურ დსხელმწიფოებს უნდა შეძლებოდათ თანაარსებობა და რაც მთავარია ურთიერთობებეის გაუმჯობესება. ყოველივე ამას საბჭოთა კავშრის კომუნისტური პარტია არქმევდა "მშვიდობიან თანაარსებობას." ამ იდეამ კიდევ უფრო განავრცო შეხედულება იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და თავიანთ სახელმწიფოებში მათ აქვთ უფლება რომ გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები. იმისათვის რომ ორივე მხარისათვის შესაძლებელი ყოფილიყო თანაარსებობა, არცერთი მხარე არ უნდა ჩარეულიყო მეორე მხარის შიდა საქმეებში. კრემლს არ სურდა რომ ვაშნგტონი ჩარეულიყო მის საქმეებშ და პირიქით.

1968 პრაღის გაზაფხული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იანი წლებიდან რეფორმების მოთხოვნილება ნელ-ნელა იზრდებოდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ანტონან ნოვოტმა დატოვა პოსტი 1968 წლის იანვარში, პრაღის გაზაფხულმა დაიწყო ფორმირება. ალექსანდრე დუბჩეკი გახდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი და ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მეგობრად. თუმცა მალევე დუბჩეკმა დაიწყო სერიოზული ლიბერალური რეფორმების განხორციელება . იმისთვის, რომ დაემკვიდრებინა ის, რასაც დუბუეკმა " განვითარებულ სოციალიზმი " უწოდა, მან ჩეხოსლოვაკიაში შეიტანა ცვლილებები, რათა შეექმნა სოციალისტური სახელმწიფოს ბევრად უფრო თავისუფალი და ლიბერალური ვერსია. ჩეხოსლოვაკიურ ეკონომიკაში საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ასპექტები იქნა შემოტანილი , საზღვარგარეთ გამგზავრება მოქალაქეებისთვის უფრო ადვილი გახდა, სახელმწიფო ცენზურა შემცირდა, საიდუმლო პოლიციის ძალაუფლება შეიზღუდა და ნაბიჯები გადაიდგა დასავლეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. რეფორმებმა უმალვე მიიქცია კრემლის ყურადღება და ჩეხოსლოვაკთა მოქმედებებს შეშფოთებულნი აკვირდებოდნენ, რადგან სურდათ, რომ არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკია შეენარჩუნებინათ როგორც სოციალისტური მარიონეტული სახელმწიფო, არამედ თავიდან აიცილებინათ კიდევ ერთი უნგრული სტილის კრიზისი. 21 მარტს, კგბ-ს თავმჯდომარემ იური ანდროპოვმა გაავრცელა მძიმე განცხადება, რომელიც შეეხებოდა ჩეხოსლოვაკიაში დუბჩეკის მიერ გატარებულ რეფორმებს. მან განაცხადა რომ :”მეთოდები და ფორმები, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარეობს მუშაობა, უნგრეთს ძალიან ახსენებს. … არსებობს გარკვეული წესრიგი. უნგრეთშიც ყველაფერი ასე დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოვიდნენ პირველი და მეორე ეშელონები, შემდეგ კი, საბოლოოდ, სოციალ-დემოკრატები. ”

იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა იმრე ნადის ბედი დუბჩეკი ცდილობდა დაერწმუნებინა ბრეჟნევი, რომ რეფორმირების პროცესს ის სრულად აკონტროლებდა და არ დაადგებოდა იმავე გზას რომელსაც უნგრეთი დაადგა 1956 წელს. [3] დუბუშკის გარანტიების მიუხედავად, სხვა სოციალისტურ ბანაკში სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა. კერძოდ, უკრაინელებმა ძალიან შეაშფოთა ჩეხოსლოვაკიის რეფორმებმა. უკრაინის კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა მოსკოვს მოუწოდა დაუყოვნებლივი შეჭრილიყვნენ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში, რათა შეჩერებულიყო დუბჩეკის „გაადამიანურებული სოციალიზმის“ უკრაინაში გავრცელებისა და არეულობების შესაძლებლობა. [4] 6 მაისისთვის ბრეჟნევმა დაგმო დუბუშკის სისტემა და გამოაცხადა ის " ვარშავის პაქტის დაშლის" მცდელობად . სამთვიანი მოლაპარაკებების, შეთანხმებებისა და დაძაბულობის ზრდის შემდეგ, მოსკოვსა და ჩეხოსლოვაკიას შორის დაძაბულობამ იმატა, ხოლო შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის / ვარშავის პაქტის შემოჭრა 1968 წლის 20 აგვისტოს.

დოქტრინის ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეჟნევმა გააცნობიერა, რომ მას სჭირდებოდა ნიკიტა ხრუშჩოვის "სხვადასხვა გზის სოციალიზმის" შეცვლა. რათა ხელი შეეუწყო უფრო ერთიანი ხედვისათვის. [5] ”ეკონომიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური კონსოლიდაცია, იდეოლოგიური მართლმადიდებლობის დაბრუნება და პარტიათაშორისი თანამშრომლობა საბჭოთა ბლოკის ურთიერთობების ახალი საზრუნავი გახდა.” [6] 1968 წლის 12 ნოემბერს ბრეჟნევმა განაცხადა, რომ ”როდესაც გარეგანი და შინაგანი ძალები, რომლებიც მტრული არიან სოციალიზმის მიმართ, ცდილობენ შეცვალონ რომელიმე სოციალისტური ქვეყნის განვითარება… კაპიტალისტურის მიმართულებით… ეს უკვე აღარ წარმოადგენს კონკრეტულად იმ ქვეყნისა და ხალხის პრობლემას, არამედ ის ხდება საერთო პრობლემა, ყველა სოციალისტური ქვეყნისა. " ბრეჟნევის ეს განცხადება პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის მეხუთე კონგრესზე ცხადად აჩვენებდა, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტს მიენიჭებოდა ნაკლები მნიშვნელობა ვიდრე საერთაშორისო სოციალისტური ბანაკის შენარჩუნებას. [7] მიუხედავად იმისა, რომ ახალი დოქტრინა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, აშკარა იყო, რომ საბჭოთა ინტერვენცია გარდაუვალი იყო იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი მიიჩნევდა, რომ რომელიმე ქვეყანა საფრთხეს უქმნიდა სოციალიზმის მთლიანობას.

ბრეჟნევის დოქტრინა პრაქტიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეჟნევის დოქტრინის ბუნდოვანმა ფართო ბუნებამ საშუალება მისცა გამოეყენებინა სსრკ-ს, რომ ეს დოქტრინა გამოეყენებინა ნებისმიერი საერთაშორისო სიტუაციის პერიოდში. ეს აშკარა გახდა არა მხოლოდ 1968 წელს პრაღის გაზაფხულიდან და პოლონეთის 1980–81 წლის მოვლენებიდან და არამედ 1979 წლის ავღანეთში შეჭრიდანაც [8] ყოველ ჯერზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიწყებდა მსჯელობას ესა თუ ის ქვეყანა ხდებოდა თუ არა ის საფრთხე საერთაშორისო სოციალისტური სისტემისათვის, სამხედრო ჩარევა საბჭოთა აზრით, არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელი ხდებოდა. [9]

სხვა სოციალისტური ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი არ იყო ერთადერთი სოციალისუტირ სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ძალით შეიჭრა მეორე სოციალისტური სახელმწიფოში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 1978 წელს ვიეტნამის შეჭრა კამბოჯაში, ხოლო ამის პასუხად ჩინეთის შეჭრა ვიეტნამში 1979 წელს.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეჟნევის დოქტრინა, როგორც გაეროს წესდებათა დარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დოქტრინა ძალიან პრობლემატური იყო გაეროს თვალსაზრისით . გაეროს პირველი პრობლემა ის იყო, რომ იგი ძალის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის გაეროს წესდების მე -2 მუხლის მე –4 მუხლის აშკარა დარღვევა, რომელშიც ნათქვამია: ”ყველა წევრი საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ან ძალის გამოყენებისგან, ან ნებისმიერი სხვა გზით. არ შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს. ” როდესაც საერთაშორისო სამართალი ეწინააღმდეგება ქარტიას, ქარტიას პრეცედენტი აქვს. ეს ხდის ბრეჟნევის დოქტრინას უკანონოს. [10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰანტი, ლინ: "დასავლეთის დამზადება: ხალხები და კულტურები". ბედფორდი / ქ. მარტინი, ბოსტონი და ლონდონი. 2009 წ.
  • Glazer, Stephen G. (1971). „The Brezhnev Doctrine“. The International Lawyer. 5 (1): 169–179. JSTOR 40704652.
  • Kramer, Mark (1989). „Beyond the Brezhnev Doctrine: A New Era in Soviet-East European Relations?“. International Security. 14 (3): 25–67. JSTOR 2538931.
  • Gompert, David C. (2014) Blinders, Blunders, and Wars: What America and China Can Learn.  .
  • ოუმეტე, მათე: ბრეჟნევის დოქტრინის აღზევება და დაცემა საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში . უნივერსიტეტი North Carolina Press, Chapel Hill და London. 2003 წ.
  • პრავდა, 1968 წლის 25 სექტემბერი; თარგმნილია ნოვოსტი, საბჭოთა პრესსამსახური. გადაბეჭდილია LS Stavrianos– ში, TheEpic of Man (Englewood Cliffs, NJ: PrenticeHall, 1971), გვ.   465–466.
  • Rostow, N. (1981). „Law and the use of force by states: The Brezhnev Doctrine“. Yale Journal of International Law. 7 (2): 209–243.
    • Schwebel, Stephen M. (1972). „The Brezhnev Doctrine Repealed and Peaceful Co-Existence Enacted“. The American Journal of International Law. 66 (5): 816–819. JSTOR 2198512.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bruce W. Jentleson and Thomas G. Paterson, eds. Encyclopedia of US foreign relations. (1997) 1: 180-81.
  2. (1998) The Prague Spring 1968: A National Security Archive Documents Reader. Central European University Press, გვ. 502–503. ISBN 9639116157. 
  3. Ouimet, Matthew (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 18–19. ISBN 0-8078-2740-1. 
  4. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 19–20. ISBN 0-8078-2740-1. 
  5. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 60–61. ISBN 0-8078-2740-1. 
  6. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 65. ISBN 0-8078-2740-1. 
  7. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 67. ISBN 0-8078-2740-1. 
  8. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 88–97. ISBN 0-8078-2740-1. 
  9. Ouimet, Matthew J. (2003). The Rise and Fall of the Brezhnev Doctrine in Soviet Foreign Policy. Chapel Hill and London: The University of North Carolina Press, გვ. 97–98. ISBN 0-8078-2740-1. 
  10. Glazer, Stephen G (1971). The Brezhnev Doctrine. The International Lawyer, გვ. 169–179.