კამბოჯის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამბოჯის სამოქალაქო ომი
ინდოჩინეთის მეორე ომი ნაწილი
11ACRCambodia1970.jpg
ამერიკული ტანკები კამბოჯაში
თარიღი 1967- 17 აპრილი, 1975
მდებარეობა კამბოჯა
შედეგი ლონ ნოლის რეჟიმის დამხობა და წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლა.
მხარეები
Flag of the Khmer Republic.svg ქმერების რესპუბლიკა,
აშშ-ის დროშა აშშ
Flag of South Vietnam.svg სამხრეთი ვიეტნამი,
თავისუფალი ქმერები
Flag of Democratic Kampuchea.svg წითელი ქმერები,
Flag of Vietnam.svg ჩრდილოეთი ვიეტნამი,
FNL Flag.svg ვიეტ-კონგი
მეთაურები
Flag of the Khmer Republic.svg ნოროდომ სიანუკი,
Flag of the Khmer Republic.svg ლონ ნოლი,
სონ ნგოკ თხანი
Flag of Democratic Kampuchea.svg პოლ პოტი,
Flag of Democratic Kampuchea.svg ნუონ ჩეა
ძალები
250 000 სამხედრო 100 000 აჯანყებული
დანაკარგები
უცნობია უცნობია

კამბოჯის სამოქალაქო ომი — სამოქალაქო ომი ქვეყნის მთავრობასა და ადგილობრივ კომუნისტურ ძალებს შორის. სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა 1967-1975 წლებში. ქვეყნის სამთავრობო ძალებს მხარს უჭერდა აშშ და სამხრეთი ვიეტნამი, ხოლო კომუნისტურ ძალებს ჩრდილოეთი ვიეტნამი. სამოქალაქო ომის შედეგად დაემხო ცენტრალური ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ წითელი ქმერები,რომლებმაც გამოაცხადეს კამბოჯის საზოგადოების ტოტალური რეორგანიზაცია მაოიზმის კონცეფციაზე დაყრდნობით. კამბოჯის სამოქალაქო ომი ლაოსისა და სამხრეთი ვიეტნამის სამხედრო მოქმედებებთან ერთად განიხილება, როგორც ინდოჩინეთის მეორე ომის შემადგენელი ნაწილი.

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს კამბოჯამ საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1954 წლის ჟენევის შეთანხმების შედეგად დასრულდა ინდოჩინეთის პირველი ომი და კამბოჯა გამოაცხადეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ. სამეფოს მმართველი გახდა პრინცი ნოროდომ სიანუკი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობას შორის. იგი თავს თვლიდა მემარცხენე პოლიტიკოსად. იგი დარწმუნებული იყო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოლიტიკური დომინანტი იქნებოდა ჩინეთი. 1965 წელს, რამდენიმე სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მის წინააღმდეგ მონაწილეობდა აშშ-ისა და სამხრეთი ვიეტნამის ძალები, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა აშშ-სთან.

სამხრეთ ვიეტნამში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს კამბოჯის ტერიტორიას აქტიურად იყენებდა ვიეტ-კონგი და ჩრდილოეთ ვიეტნამის დანაყოფები. ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ამერიკულ დანაყოფებს აუკრძალა კამბოჯის ტერიტორიაზე მოქმედება, რადგან ეს არღვევდა ფორმალურ ნეიტრალიტეტს. 1966 წელს კამბოჯამ ჩინეთთან დადო ხელშეკრულება ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების კამბოჯის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, რითაც დაარღვია ნეიტრალიტეტის პრინციპები.

ამ პერიოდში, 1967 წელს პროვინცია ბატამბანგში, რომელიც მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასაყრდენი იყო, ჩაახშეს გლეხთა აჯანყება. აჯანყებაში მონაწილეობდნენ კამბოჯის კომუნისტური პარტიის წევრები, ე. წ. „წითელი ქმერები“. 1968 წლის იანვარში კამბოჯაში კომუნისტებმა გამართეს პირველი საომარი გამოსვლები, ხოლო ამავე წლის ბოლოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა სრული სვლით. 1969 წელს კამბოჯამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-სთან. ამავე წლის ამრტიდან აშშ-ის საჰაერო ძალებმა საიდუმლოდ დაბომბეს ვიეტ-კონგის ბაზები და ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია კამბოჯის აღმოსავლეთით.

ომის ესკალაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლის მარტში კამბოჯაში მოხდა უსისხლო გადატრიალება, რომლის შედეგადაც პრინცი ნოროდომ სიანუკი დაამხეს, ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა მისი პრემიერ-მინისტრი ლონ ნოლი. მან სასწრაფოდ ცაკეტა სიანუკვილის პორტი, რომელიც კომუნისტებს აწვდიდა სამხედრო მასალებს და ჩრდილო ვიეტნამელ კომუნისტებს მოუწოდა 72 საათში დაეტოვებინათ კამბოჯის ტერიტორია. 1970 წლის აპრილის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღი გადაწყვეტილება კამბოჯის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც იყო კამბოჯის სამთავრობო ძალებზე ზეწოლის შემცირება და ქვეყნის აღმოსავლეთით ბაზების განადგურება.

1970 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს ამერიკისა დ სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ კამბოჯაში. საომარი მოქმედებები გაგღძელდა 1973 წლამდე. [[1973 წელს დაიდო პარიზის ხელშეკრულება, რომელსაც უნდა დაესრულებინა ომი ვიეტნამში. თებერვალში დაიდო ზავი მეომარ მხარეებს შორის. ლონ ნოლმა ზავი გამოაცხადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა წითელი ქმერები მაინც განაგრძობდნენ ბრძოლას.

პნომპენის დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის 1 იანვარს წითელმა ქმერებმა დაიწყეს ფინალური თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პნომპენის ხელში ჩაგდებას. 1 აპრილს ლონ ნოლი გადადგა. 12 აპრილს აშშ-ის სალეჩოს თანამშროლების ევაკუაცია განხორციელდა. 1975 წლის 17 აპრილს, დილით, პნომპენი გადავიდა წითელი ქმერების კონტროლის ქვეშ. სამოქალაქო ომი დასრულდა. ქვეყანა თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენების ზღვარზე იდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Military History Institute of Vietnam (2002). Victory in Vietnam: A History of the People's Army of Vietnam, 1954–1975, trans. Pribbenow, Merle, Lawrence KS: University of Kansas Press. ISBN 0-7006-1175-4. 
  • Nalty, Bernard C. (2000). Air War Over South Vietnam: 1968–1975. Washington DC: Air Force History and Museums Program. 
  • Sutsakhan, Lt. Gen. Sak, The Khmer Republic at War and the Final Collapse. Washington DC: United States Army Center of Military History, 1987.
  • Osborne, Milton (1994). Sihanouk: Prince of Light, Prince of Darkness. Sydney: Allen & Unwin. ISBN 1-86373-642-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]