ჩანშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ჩანშა
Changshajianying.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Furong District, Tianxin District, Yuelu District, Kaifu District, Yuhua District, Wangcheng District, Changsha County, Ningxiang City და Liuyang
კოორდინატები 28°11′46″ ჩ. გ. 112°58′20″ ა. გ. / 28.19611° ჩ. გ. 112.97222° ა. გ. / 28.19611; 112.97222
ფართობი 11,819 კმ²
ცენტრის სიმაღლე 63±1 მეტრი
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 7,431,800 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0731
საფოსტო ინდექსი 410000–410999
საავტომობილო კოდი 湘A და 湘O (полиция и местные власти)
ოფიციალური საიტი changsha.gov.cn
ჩანშა — ჩინეთი
ჩანშა

ჩანშა — საქალაქო ოლქი ხუნანის პროვინციაში, ჩინეთში. ხუნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე სიანძიანის ნაპირზე. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 7,431,800 ადამიანი.

დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. საშუალოწლიური ტემპერატურა უდრის 17°С-ს. საშუალო თვიური ტემპერატურები მერყეობს 4,6°С-იდან 29°С-მდე ივლისში. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1330 მმ-ს. ზაფხული ხანგრძლივია და ცხელი, ნიშანდობლივია უხვნალექიანობა. ზამთარი საკმაოდ მშრალია და მოკლე. ზოგჯერ დამახასიათებელია ყინვები, რომლის დროს ტემპერატურა ეცემა 0°С დაბლა.

ჩანშის ადგილზე დასახლება ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნიდან არსებობდა. სამარხების გათხრების შედეგად შესაძლებელი გახდა ძველი ჩინეთის სამეფოს ჩუს კულტურის ძირითადი ნიშნების აღდგენა (ხისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი), ხოლო ადამიანთა შეღებილი ფიგურების მიხედვით დაადგინეს მისი მოსახლეობის ფიზიკური ტიპი. ჩანშის მახლობლად აღმოჩნდა ბამბუკის ლარტყებზე შესრულებული უძველესი ჩინური ტექსტები. ხანის დროის ჩანშანი ამზადებდნენ ლაქით დაფარულ ნაკეთობებსა და ბრინჯაოს სარკეებს. ცინის იმპერიის პერიოდში ჩანშა ჩანშის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. შემდგომში, სხვადასხვა დროს, იყო ოლქის, მხარის ან მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. 1920 წელს ჩანშაში აღმოცენდა ერთ-ერთი პირველი მარქსისტული წრე ჩინეთში.

ჩანშა ცნობილია როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ცენტრი ჩუსა და ცინის სამეფოებში, ხოლო X საუკუნეში გახდა მეხუთე დინასტიის ეპოქისა და ათი სამეფოს ჩუს გვიანდელი სამეფოს დედაქალაქი. ქალაქში აღმოჩენილია რკინის ხმალი, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით 500 წელს. იგი დამზადებულია გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში. ჩანშაში ძველი წელთაღრიცხვის 302 წლის ჩინურ აკლდამაში ნაპოვნია უზანგის ერთ-ერთი პირველი გამოსახულებანი. აგრეთვე, ჩანშა თანამედროვე არქეოლოგიაში ასოცირებულია მავანდუის დამარხვასთან (ძველი წელთაღრიცხვით 209 — ახალი წელთაღრიცხვით 9 წლები).

ჩანშაში დაიწყო მაო ძედუნის პოლიტიკური კარიერა. 1913-1918 წლებში იგი იყო ხუნანის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი, ხოლო შემდეგ 1920-1922 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. მისი სკოლა დაინგრა სამოქალაქო ომის დროს, თუმცა ამის შემდეგ სკოლა აღადგინეს.

იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს 1939-1944 წლებში იაპონელებმა სცადეს ჩანშის აღება ოთხჯერ. ჩანშა იყო მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დანგრეული ქალაქი. გომინდანის ხელისუფლებისაგან გაათავისუფლა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ 1949 წლის აგვისტოში.

ჩანშა სამხრეთი ჩინეთის მსხვილი საწარმოო ცენტრია. 2008 წელს ქალაქის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 43 მილიარდი ამერიკული დოლარი. ჩანშა იზიდავს უცხოური ინვესტიციების დიდ რაოდენობას. 2011 წელს ქალაქში გაიხსნა Angry Birds-ის პირატული პარკი. 2014 წლიდან ჩანშაში შენდება ცათამბჯენი Sky City.

ქალაქის ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ავტობუსი. 2014 წლის 29 აპრილს გაიხსნა ჩანშის მეტროპოლიტენი, ხოლო 2016 წლის 6 მაისს მაგლევის ხაზი.

ჩანშა მსხვილი სარკინიგზო კვანძია ცენტრალური და სამხრეთი სარკინიგზო სადგურებით. ქალაქზე გადის სარკინიგზო გზები ჩქაროსნული და მაღალჩქაროსნული მატარებლებით: უხანი — გუანჯოუ, ხანჯოუ — ჩანშა, ჩანშა — კუნმინი. ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს ჩანშა ხუანხუის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთულ აეროპორტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩანშა&oldid=3177197“-დან