სინხაის რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინხაის რევოლუცია
Xinhai Revolution in Shanghai.jpg
სინხაის რევოლუცია შანხაიში
თარიღი 1911 წლის 10 ოქტომბერი – 1912 წლის 12 თებერვალი

(4 თვე და 2 დღე)

მდებარეობა ჩინეთი

სინხაის რევოლუციაბურჟუაზიული რევოლუცია ჩინეთში 1911-1913 წლებში, დაამხო მანჯურიელთა ცინის დინასტია და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. რევოლუცია დაიწყო ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით „სინხაის“ წელს. გაპირობებული იყო მანჯურიის დინასტიის დამხობის ისტორიული აუცილებლობით, იგი მხარს უჭერდა ფეოდალურ წესებს და ამუხრუჭებდა კაპიტალიზმის განვითარებას ჩინეთში. რევოლუციური მამოძრავებელი ძალები იყვნენ: ეროვნული ბურჟუაზია, გლეხობა, მუშები, ლიბერალი მემამულეები. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ უჩანში. ნოემბრის ბოლოს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის 15 პროვინციაში დაემხო მანჯურიის დინასტიის ხელისუფლება. აჯანყებულ რაიონებს სათავეში მოექცნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლები. ცინებმა მოიწვიეს რეაქციონერი გენერალი იუან შიკაი და 2 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად და მთავარსარდლად დანიშნეს. იგი ლავირების პოლიტიკას ატარებდა ცინების მთავრობასა და რევოლუციონერებს შორის. ჩინეთის რესპუბლიკური ბანაკის წარმომადგენლებმა დაიწყეს იუან შიკაისთან მოლაპარაკება. 29 დეკემბერს აჯანყებული პროვინციების დელეგატების კრებამ (ნანკინი) ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად აირჩია ემიგრაციიდან დაბრუნებული სუნ იატსენი, მაგრამ იმპერიალისტურმა ქვეყნებმა არ ცნეს ნანკინის მთავრობა. რევოლუციური ბანაკის შემთანხმებლურმა უმრავლესობამ მოითხოვა, სუნ იატსენის ნაცვლად იუან შიკაის დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. 1912 წლის 12 თებერვალს მანჯურიელი იმპერატორი გადადგა ტახტიდან, ხოლო 15 თებერვალს ნანკინის კრებამ იუან შიკაი აირჩია დროებით პრეზიდენტად.

იუან შიკაიმ ისარგებლა ლიბერალური წრეებისა და ბურჟუაზიული დემოკრატიის სისუსტით და საერთაშორისო იმპერიალიზმის დახმარებით დაამყარა სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]