ჩანჩუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩანჩუნი
ჩინ.: 长春市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Nanguan District, Kuancheng District, Chaoyang District, Erdao District, Lüyuan District, Shuangyang District, Nong'an County, Jiutai, Yushu, Dehui და Gongzhuling
კოორდინატები 43°54′00″ ჩ. გ. 125°12′00″ ა. გ. / 43.90000° ჩ. გ. 125.20000° ა. გ. / 43.90000; 125.20000
დაარსდა 1889
ფართობი 24734.13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 222
კლიმატის ტიპი მუსონური
მოსახლეობა 7,674,439 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 431
საფოსტო ინდექსი 130000
საავტომობილო კოდი 吉A
ოფიციალური საიტი changchun.gov.cn
ჩანჩუნი — ჩინეთი
ჩანჩუნი

ჩანჩუნი — სუბპროვინციული დონის ქალაქი გირინის პროვინციაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. გირინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 7,674,439 ადამიანი. მდებარეობს მდინარე იტუნხეს ნაპირზე. დიდი სარკინიგზო კვანძი.

აღმოცენდა XIX საუკუნის დასაწყისში. 1897-1903 წლებში ჩინეთ-აღმოსავლეთი რკინიგზის გაყვანის შემდეგ გადაიქცა მსხვილ სავაჭრო-სატრანსპორტო ცენტრად. 1931 წელს დაიკავეს იაპონელმა იმპერიალისტებმა, რომლებმაც მარიონეტული სახელმწიფოს მანჯოუ-გოს დედაქალაქად გამოაცხადეს და უწოდეს სინძინი (ახალი დედაქალაქი). 1946 წელს დაიკავეს გომინდანელებმა. გაათავისუფლა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ 1948 წლის ოქტომბერში.

1800 წელს ამ ადგილებში წარმოიქმნა ჩანჩუნის კომისარიატი. 1825 წელს კომისარიატის საზღვრები გაფართოვდა. ადგილობრივ ქრონიკებში ნათქვამია: ადგილობრივ მოვაჭრეებს ფართო სავაჭროები აქვთ, ამიტომ ორი იეროგლიფის ნაცვლად ჩანჩუნს ხშირად წერენ ერთი იეროგლიფით — კუანი. შედეგად, იმდროინდელი ჩანჩუნი უფრო მეტად ცნობილი იყო როგორც კუანჩენძი. 1889 წელს ჩანჩუნის კომისარიატმა მიიღო ჩანჩუნის გამგეობის სტატუსი.

ქალაქის ზრდა დაიწყო ჩინეთ-აღმოსავლეთ სარკინიგზო გზის სამხრეთის ტოტის აშენებასთან დაკავშირებით. რკინიგზა აქამდე 1898 წელს მოვიდა. რკინიგზის სადგური ააშენეს პატარა ქალაქ კუანჩენძის ჩრდილოეთით (ნანგუანის თანამედროვე რაიონი) და მიიღო იგივე სახელწოდება. რკინიგზის სადგურის რაიონში განვითარდა თანამედროვე ქალაქი, რომელსაც დროთა განმავლობაში უწოდებდნენ კუანჩენძს (კუანჩენის თანამედროვე რაიონი), ხოლო ძველ კუანჩენძს გამგეობის შესაბამისად ჩანჩუნს უწოდებდნენ.

1900 წლის იხეტუანის აჯანყებისას ქალაქი დაიწვა, დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შემდეგ, დასავლეთი კედლის ირგვლივ დაიდგა სამხედრო ბანაკი. იაპონიასთან ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ, პორტსმუთის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ჩანჩუნი მოექცა იაპონიის კონტროლის ზონაში. ჩანჩუნიდან არსებული რკინიგზის სადგური სამხრეთისაკენ აგრეთვე იაპონიას გადაეცა და წარმოიქმნა სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის სადგური.

იაპონელებმა Mitsui Trading Co.-ის მეშვეობით ქალაქში შეისყიდეს მიწა და ანექსირებულ მონაკვეთებთან ერთად 1905 წლისათვის მთავრობამ იგი კომერციულ რაიონად გამოაცხადა, რომელიც იმყოფებოდა იაპონიის სარგებლობის ქვეშ. 1907 წლიდან მოყოლებული ქალაქში გოტო სიმპეიას გეგმის მიხედვით განხორციელდა ქალაქის კომერციული განაშენიანება.

1912 წელს ჩანჩუნის გამგეობა გარდაიქმნა ჩანჩუნის მაზრად. 1925 წელს შეიქმნა ქალაქი ჩანჩუნი. 1932-1945 წლებში ჩანჩუნი სინძინის სახელწოდებით იყო სახელმწიფოს მანჯოუ-გოს დედაქალაქი. ქალაქის იაპონურ ნაწილს არაოფიციალურად ეწოდებოდა „პარკოსანი ქალაქი“. იაპონიის ოკუპაციის დროს ქალაქის სიახლოვეს დისლოცირებული იყო „რაზმი 100“. მანჯურიის ოპერაციის შედეგად 1945 წლის აგვისტოში ქალაქი აიღეს საბჭოთა ჯარებმა. ჩანჩუნი დღეს მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

ქალაქი ჩანჩუნი განლაგებულია სუნლიაოს ვაკის ცენტრალურ ნაწილში. 2008 წლის მდგომარეობით ქალაქის საერთო ფართობი შეადგენდა 20 571 კმ²-ს (მუნიციპალურ მიწებთან ერთად 2 583 კმ²). ქალაქი განლაგებულია ზღვის დონიდან 250-350 მეტრ სიმაღლეზე. ჩანჩუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს ტბა ძინიუეტანი და პარკი ფართობით 96 კმ². დამახასიათებელია ზომიერი მუსონური კლიმატი მშრალი ზამთრითა და ნოტიო ცხელი ზაფხულით. ჩანჩუნიდან აღმოსავლეთით 31 კილომეტრშია ლუნძიის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]