ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის (ბენგ. মুক্তিযুদ্ধ — Muktijuddho) — შეიარაღებული კონფლიქტი დასავლეთ პაკისტანს, აღმოსავლეთ პაკისტანსა და ინდოეთს შორის, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთმა პაკისტანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეწოდა ბანგლადეში. ომი მიმდინარეობდა 1971 წლის 26 მარტიდან 16 დეკემბრამდე.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი და დასავლეთი პაკისტანი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ კულტურულად. ქვეყნის დედაქალაქი კარაჩი მდებარეობდა დასავლეთ ნაწილში, საიდანაც წარმოშობით იყო პაკისტანის პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა. დასავლეთი პაკისტანი ყოველთვის დომინირებდა აღმოსავლეთზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის თვალსაზრისით აღმოსავლეთი სჭარბობდა (1972 წლის აღწერის მონაცემების პაკისტანში ცხოვრობდა 64,9 მლნ. კაცი, ხოლო 1974 წლის აღწერით ბანგლადეშში ცხოვრობდა 71,3 მლნ. კაცი). აღმოსავლეთი ტერიტორიებისას განვითარებაში ნაკლები ფული იხარჯებოდა.

არსებობდა ენობრივი პრობლემაც: 1952 წელს დაკაში დახვრიტეს დემონსტრანტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ერთიან ოფიციალურ ენად ურდუს გამოცხადებას (მოსახლეობის უმრავლესობა აღმოსავლეთ პაკისტანში საუბრობდა ბენგალურ ენაზე). აღმოსავლურ ნაწილში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა გრძნობა, რომ მათ ქვეყანაში აღიქვამდნენ მეორეხარისხოვნებად.

1970 წელს ქვეყანაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც უმრავლესობა მიიღო მუჯიბურ რაჰმანის აღმოსავლეთპაკისტანურმა პარტიამ ავამი ლიგა, რომელიც გამოდიოდა პროგრამით მიენიჭებინა ფართო ავტონომია აღმოსავლეთ პაკისტანისათვის. კონსტიტუციის თანახმად მან მოახდინა მთავრობის ფორმირება, მაგრამ გენერალიტეტმა იაჰია-ჰანის მეთაურობით არ მისცა უფლება რაჰმანს დაეკავებინა პრემიერის თანამდებობა, გადაიბირა დასავლეთ პაკისტანში გამარჯვებული პაკისტანის სახალხო პარტიის ლიდერი ზულფიკარ ალი ბჰუტო. აგა მუჰამედ იაჰია ხანის ზულფიკარ ალი ბჰუტოსა და მუჯიბურ რაჰმანს შორის ოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 1971 წლის 7 მარტს მუჯიბურ რაჰმანი 2 მილიონიანი დემონსტრაციის წინაშე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ იბრძოლებდა ბანგლადეშის დამოუკდებლობისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი დაიწყო 1971 წლის 26 მარტს, როდესაც დასავლეთმა პაკისტანმა აღმოსავლეთის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „პროჟექტორი“. ამ ოპერაციის ფონზე 27 მარტს ზიაურ რაჰმანმა რადიოს ეთერში წაიკითხა მუჯიბურ რაჰმანის ტექსტი ბანგლადეშის დამოუკდებლობის გამოცხადების შესახებ. 17 აპრილს ჩამოყალიბდა ბანგლადეშის დროებითი მთავრობა, თუმცა მალევე გადავიდნენ კალკუტაში და ასე შეიქმნა მთავრობა დევნილობაში. 1971 წელს დასავლეთპაკისტანელებმა დახოცეს 200 ათასიდან 3 მილიონამდე ბანგლადეშელი. დაკის უნივერსიტეტში მასობრივი რეიდის დროს დასავლეთ ბენგალელებმა ამოხოცეს 200 ცნობილი ბანგლადეშელი ინტელექტუალი. ავამი ლიგა დაშალეს, ხოლო მუჯიბურ რაჰმანი დააპატიმრეს.

ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო. 8 მლნ. კაცი ლტოლვილად გადავიდა ინდოეთში. 30 მლნ ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ათასობით ბენგალელის ინტერნირება მოხდა დასავლეთ პაკისტანში, საიდანაც ზოგიერთი მათგანი ავღანეთში გაიქცა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ ქვეყნის დამოუკიდებლობისთანავე გამოთქვა მზადყოფნა ახალი ქვეყნის დასაცავად. ინდოეთი დაინტერესებული იყო პაკისტანის, ყოფილი მტრის, დასუსტებით. ბანგლადეშმა ძირითადი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო დახმარებმა ინდოეთისაგან მიიღო.

ომის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შედეგად ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბანგლადეშის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო 1971 წლის 6 დეკემბერს, იყო ბჰუტანი.

პაკისტანის პრეზიდენტი აგა მუჰამედ იაჰია ხანი თანამდებობიდან გადადგა და მისი მემკვიდრე გახდა ზულფიკარ ალი ბჰუტო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]