1989 წლის რევოლუციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|1989 წლის რევოლუციები}}

დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინელები ბრანდენბურგის კარიბჭესთან

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ბევრი ცვლილება მოხდა, რომლებიც 1989 წლის რევოლუციების სახელითაა ცნობილი. რევოლუციებმა გამოიწვია კომუნისტური მმართველობის დასრულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ამ პერიოდს ხშირად უწოდებენ კომუნიზმის დაცემას,[1] ერების დაცემას, ან ერების გაზაფხულს.[2][3][4][5][6]

სრულმასშტაბიანი რევოლუციური მოვლენები დაიწყო პოლონეთში 1989 წელს[7] და გაგრძელდა უნგრეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთში. ამ მოვლენების უმთავრესი მიზანი იყო ერთპარტიული მმართველობის შეწყვეტა.[8] რუმინეთი ერთადერთი აღმოსავლური ბლოკის ქვეყანა იყო, რომლის მოქალაქეებმა ძალადობით დაამხეს კომუნისტური რეჟიმი.[9] ტიანანმენის მოედანზე (1989 წლის აპრილი – ივნისი) პროტესტანტებმა ვერ მოახერხეს ჩინეთის ძირითადი პოლიტიკური ცვლილებების სტიმულირება, მაგრამ ამ პროტესტის დროს წინააღმდეგობის გაბედულმა სცენებმამა ხელი შეუწყო მოვლენებს განვითარებას დედამიწის სხვა ნაწილებში. 1989 წლის 4 ივნისს პროფკავშირულმა სოლიდარობამ დიდი გამარჯვება მოიპოვა პოლონეთში ნაწილობრივ თავისუფალ არჩევნებში, რამაც განაპირობა ამ ქვეყანაში კომუნიზმის მშვიდობიანი დაცემა 1989 წლის ზაფხულში.

1989 წლის 19 აგვისტოს, ავსტრიასა და უნგრეთს შორის სასაზღვრო კარიბჭე გაიხსნა. აღმოსავლეთ გერმანია და აღმოსავლეთ ბლოკი დაშლილი იყო. აღმოსავლეთ ევროპის მმართველების არათანმიმდევრული მოქმედების გამო, აღმოსავლეთ ბლოკი დაიშალა. აღმოსავლეთ ბლოკის ახლა უკვე ინფორმირებულმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ რკინის ფარდა აღარ იყო ისეთივე სქელი და მჭიდრო. ხელისუფლების ძალაუფლება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ამან გამოიწვია მასობრივი დემონსტრაციები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლაიფციგი და შემდგომში 1989 წლის ნოემბერში - ბერლინის კედლის დაშლა, რომელიც 1990 წელს გერმანიის გაერთიანების სიმბოლო იყო.

საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წლის დეკემბერში, რის შედეგადაც თერთმეტი ახალი ქვეყანა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი) გამოცხადდა, რომლებმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ბალტიის ქვეყნებმა (ესტონეთი, ლატვია და ლიტვა) კი აღადგინეს თავიანთი დამოუკიდებლობა 1991 წლის სექტემბრამდე. საბჭოთა კავშირის დანარჩენმა ნაწილმა, რომელიც ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი იყო, გააგრძელა არსებობა რუსეთის ფედერაციის დაარსებით, 1991 წლის დეკემბერში. ალბანეთმა და იუგოსლავიამ მიატოვეს კომუნიზმი 1990 წლიდან-1992 წლამდე. 1992 წლისთვის იუგოსლავია დაიყო ხუთი ერთეულად. კერძოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, სლოვენია და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა. საბოლოოდ, 2006 წელს გაიყო ორ სახელმწიფოდ, სერბეთად და ჩერნოგორიად. შემდეგ სერბეთი კვლავ გაიყო 2008 წელს კოსოვოს სახელმწიფოს დაშლის შედეგად. ჩეხოსლოვაკია დაიშალა კომუნისტური მმართველობის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ და 1992 წელს მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად. ამ მოვლენების გავლენა იგრძნობა ბევრ სოციალისტურ ქვეყანაში. კომუნიზმი დაემხო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კამბოჯა (1991), ეთიოპია (1990), მონღოლეთი (1996) და სამხრეთ იემენი (1990).

საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა ფორმის მიღების დროს, ყველა კომუნისტურ ქვეყნაში ცხოვრების დონის ზოგადი ვარდნა დაფიქსირდა. პოლიტიკური რეფორმები მრავალფეროვანი იყო, მაგრამ კომუნისტურ პარტიებს მხოლოდ ოთხ ქვეყანაში შეეძლოთ, შეენარჩუნებინათ ძალაუფლების მონოპოლია. ეს ოთხი ქვეყანა იყო ჩინეთი, კუბა, ლაოსი და ვიეტნამი. დასავლეთის ბევრმა კომუნისტურმა და სოციალისტურმა ორგანიზაციამ თავისი სახელმძღვანელო პრინციპები დაამყარა სოციალურ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სოციალიზმზე. კომუნისტური პარტიები იტალიასა და სან-მარინოში დაზარალდნენ. იტალიის პოლიტიკური კლასის რეფორმაცია მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში. ევროპული პოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა, აღმოსავლეთ ბლოკის რამდენიმე ყოფილი ქვეყანა გაწევრიანდა ნატოსა და ევროკავშირში, რის შედეგადაც გაძლიერდა ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებთან.

ბერლინის კედელი, 1986 წელი

წინა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალიზმის ეპოქა დაიწყო XIX საუკუნეში და დასრულდა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რამდენიმე შტატმა და კოლონიამ ჩამოაყალიბა საკუთარი კომუნისტური პარტიები. სოციალიზმი არასასურველი იყო მმართველი კლასების წრეებში (რომელიც ინდუსტრიული ბიზნესის ლიდერების შემადგენლობაში შედიოდა). მე-19 საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ასეთი, კომუნიზმი რეპრესირებულ იქნა. ეს პრაქტიკა იყო იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც მრავალპარტიული სისტემის განხორციელებას მისდევდნენ.

1917 წელს ბოლშევიკებმა დაამხეს დროებითი მთავრობა.

მსოფლიო ომების მიმდინარეობის განმავლობაში, კომუნიზმმა აღმავლობა განიცადა მრავალ ქვეყანაში. რეპრესიებისადმი ძალადობრივმა წინააღმდეგობამ გამოიწვია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმისადმი მხარდაჭერის ზრდა.

მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ, როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისე სსრკ-მ ,დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.შემდგომში გერმანია წინააღმდეგი გახდა, რის გამოც, შეიჭრა სსრკ გერმანიაში. ეს აღმოსავლეთ ფრონტის ბრძოლები ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლები იყო. სსრკ და მათი მოკავშირეები თეირანსა და იალტაში გამართულ კონფერენციებზე შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა იქნებოდა "საბჭოთა გავლენის სფეროში". ნაცისტური იდეოლოგია ძალადობრივად ანტიკომუნისტური იყო და ისინი სასტიკად თრგუნავდნენ კომუნისტურ მოძრაობებს მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა უზრუნველყო, მოსკოვის ერთგული კომუნისტების მიერ ძალაუფლების აღება ოკუპირებულ ქვეყნებში. საბჭოთა კავშირმა შეინარჩუნა ჯარები მთელს ამ ტერიტორიებზე. სახელმწიფოებში, რომლებიც ვარშავის პაქტში არიან ჩართული, გრძელდება დაძაბულობა ნატო-სთან ,,შეკრულ" დასავლეთის ქვეყნებთან. ჩინეთში კომუნიზმი დამყარდა 1949 წელს.

1956 წლის უნგრეთის რევოლუციის დროს, საბჭოთა კავშირი შეიჭრა უნგრეთში კონტროლის დასამყარებლად.

ნაციონალურ-პოლიტიკური მოძრაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლის აპრილსა და მაისში პოლონეთში მოხდა გაფიცვა. ასევე გაფიცვა იყო 15 აგვისტოს. 1988 წლის 31 აგვისტოს ლეხ ვალენსა, სოლიდარობის ლიდერი, ვარშავაში მიიწვიეს კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ისინი საბოლოოდ შეთანხმდნენ მოლაპარაკებაზე.

1989 წლის 6 თებერვალს ვარშავაში, სვეტების დარბაზში დაიწყო ოფიციალური დისკუსიები. 1989 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ისტორიული სოლიდარობის ლეგალიზაციას და ნაწილობრივ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უნდა გამართულიყო 1989 წლის 4 ივნისს.

1989 წლის 15 აგვისტოს, კომუნისტების პარტნიორებმა, გაერთიანებულმა სახალხო პარტიამ (ZSL) და დემოკრატიულმა პარტიამ (SD), გაწყვიტეს მოკავშირეობა PZPR– სთან და გამოაცხადეს სოლიდარობა. 1989 წლის 19 აგვისტოს, ტადეუს მაზოვიჩკი, ანტიკომუნისტური რედაქტორი, სოლიდარობის მომხრე და ერთგული კათოლიკე, დასახელდა პოლონეთის პრემიერ მინისტრად, რაზეც საბჭოთა კავშირს პროტესტი არ გამოუთქვამს.[10] ხუთი დღის შემდეგ, 1989 წლის 24 აგვისტოს, პოლონეთის პარლამენტმა დაასრულა 40 წლიანი ერთპარტიული მმართველობა. 1989 წლის 13 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი არაკომუნისტური მთავრობა, რომელიც პირველი იყო აღმოსავლეთ ბლოკში.[11] 1989 წლის 17 ნოემბერს ვარშავის ბანკის მოედანზე დაინგრა ფელიქს ძერჟინსკის ქანდაკება, კომუნისტური ჩაგვრის სიმბოლო.[12] კომუნისტური პოლონეთის გაერთიანებული მშრომელთა პარტია დაიშალა 1990 წლის 29 იანვარს და გადაიქცა პოლონეთის რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულ ცენტრად.

1990 წელს ვოიცეხ იარუზელსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ლეხ ვალენსამ. ვალენსამ მოიგო 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ორ ტურად 25 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ბევრი თვლის,რომ პოლონეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური დასასრული, პოლონეთის თანამედროვე რესპუბლიკის დასაწყისია. ვარშავის პაქტი დაიშალა 1991 წლის 1 ივნისს. 1945 წლის შემდეგ, 1991 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა პირველი სრულიად თავისუფალი პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები. ამან დაასრულა პოლონეთის გადასვლა კომუნისტური პარტიის მმართველობიდან დასავლური სტილის ლიბერალურ-დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაზე. ბოლო რუსულმა ჯარებმა პოლონეთი დატოვეს 1993 წლის 18 სექტემბერს.

უნგრეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ჩაატარა გარკვეული ეკონომიკური რეფორმები, შეზღუდული იყო პოლიტიკური ლიბერალიზაცია 1980-იან წლებში.[13]1988 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა ახალი პრემიერ მინისტრი. 1989 წლის 12 იანვარს პარლამენტმა მიიღო "დემოკრატიის პაკეტი", რომელშიც შედიოდა პროფკავშირული პლურალიზმი; გაერთიანების, შეკრებისა და პრესის თავისუფლება; ახალი საარჩევნო კანონი და ა.შ.[14]

1989 წლის 2 მაისს, რკინის ფარდის პირველი აშკარა ბზარები გაჩნდა, როდესაც უნგრეთმა დაიწყო 240 კილომეტრიანი (150 მილი) სიგრძის საზღვრის დემონტაჟი ავსტრიასთან.[15]ამით უფრო დასუსტდა აღმოსავლეთ გერმანია და ჩეხოსლოვაკია, რადგან ათასობით მათმა მოქალაქემ ზაფხულსა და შემოდგომაზე უკანონოდ გადალახა უნგრეთ-ავსტრიის საზღვარი.

1989 წლის 23 ოქტომბერს, 1956 წლის რევოლუციის 33 წლისთავზე, უნგრეთში კომუნისტური რეჟიმი ოფიციალურად გაუქმდა. უნგრეთის საბჭოთა სამხედრო ოკუპაცია, რომელიც გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასრულდა 1991 წლის 19 ივნისს.

აღმოსავლეთ გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის სექტემბრის ბოლო პერიოდში, 30 000-ზე მეტი აღმოსავლეთ გერმანელი ადამიანი გაიქცა დასავლეთში. გდრ-მ ჩეხოსლოვაკიის საზღვარი 3 ოქტომბერს დახურა, რითაც იგი იზოლირებულ იქნა ყველა მისი მეზობლისგან.

2 ოქტომბერს ლაიფციგში ჩატარებულმა მეხუთე აქციამ 10,000 მომიტინგე მოიზიდა. კომუნისტები ამ აქციას მომზადებულნი შეხვდნენ.

ამბობდნენ, რომ კომუნისტები 9 ოქტომბერს ხოცვას გეგმავდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, 70 000 მოქალაქემ გამართა აქცია ლაიფციგში. ადგილზე მყოფმა ხელისუფლებამ უარი თქვა ცეცხლის გახსნაზე. მომდევნო ორშაბათს, 16 ოქტომბერს, ლაიფციგის ქუჩებში 120 000 ადამიანი გამოვიდა.

1989 წლისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღმოსავლეთის ბლოკზე კონტროლის გაგრძელება, ამიტომ მან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული საბჭოთა ჯარები საკუთარი ხელმძღვანელობისგან მკაცრ მითითებებს იღებდნენ, რომ არ ჩარეულიყვნენ აღმოსავლეთ ბლოკის ერების პოლიტიკურ საქმეებში და დარჩენილიყვნენ მათ ყაზარმებში.

1 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიის საზღვარი კვლავ გაიხსნა და ხელისუფლებამ მალე დაუშვა ყველა აღმოსავლეთ გერმანელის გამგზავრება დასავლეთ გერმანიაში. 1994 წლის 1 სექტემბერს ბოლო რუსულმა ჯარებმა დატოვეს ყოფილი გდრ-ის ტერიტორია, რომელიც ამჟამად არის გერმანიის გაერთიანებული ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gehler, Michael; Kosicki, Piotr H.; Wohnout, Helmut (2019). Christian Democracy and the Fall of Communism. Leuven University Press. ISBN 9789462702165
  • Nedelmann, Birgitta; Sztompka, Piotr (1 January 1993). Sociology in Europe: In Search of Identity. Walter de Gruyter. pp. 1–. ISBN 978-3-11-013845-0
  • Bernhard, Michael; Szlajfer, Henryk (1 November 2010). From the Polish Underground: Selections from Krytyka, 1978–1993. Penn State Press. pp. 221–. ISBN 978-0-271-04427-9
  • Luciano, Bernadette (2008). Cinema of Silvio Soldini: Dream, Image, Voyage. Troubador. pp. 77–. ISBN 978-1-906510-24-4
  • Grofman, Bernard (2001). Political Science as Puzzle Solving. University of Michigan Press. pp. 85–. ISBN 0-472-08723-1
  • Sadurski, Wojciech; Czarnota, Adam; Krygier, Martin (30 July 2006). Spreading Democracy and the Rule of Law?: The Impact of EU Enlargemente for the Rule of Law, Democracy and Constitutionalism in Post-Communist Legal Orders. Springer. pp. 285–. ISBN 978-1-4020-3842-6
  • Antohi, Sorin; Tismăneanu, Vladimir (January 2000). "Independence Reborn and the Demons of the Velvet Revolution". Between Past and Future: The Revolutions of 1989 and Their Aftermath. Central European University Press. p. 85. ISBN 963-9116-71-8
  • Roberts, Adam (1991). Civil Resistance in the East European and Soviet Revolutions. Albert Einstein Institution. ISBN 1-880813-04-1
  • Sztompka, Piotr (27 August 1991). "Preface". Society in Action: the Theory of Social Becoming. University of Chicago Press. p. 16. ISBN 0-226-78815-6
  • Stokes, G (1993), The Walls Came Tumbling Down, Oxford University Press, p. 131.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gehler, Michael; Kosicki, Piotr H.; Wohnout, Helmut (2019). Christian Democracy and the Fall of Communism. Leuven University Press. ISBN 9789462702165
  2. Nedelmann, Birgitta; Sztompka, Piotr (1 January 1993). Sociology in Europe: In Search of Identity. Walter de Gruyter. pp. 1–. ISBN 978-3-11-013845-0
  3. Bernhard, Michael; Szlajfer, Henryk (1 November 2010). From the Polish Underground: Selections from Krytyka, 1978–1993. Penn State Press. pp. 221–. ISBN 978-0-271-04427-9
  4. Luciano, Bernadette (2008). Cinema of Silvio Soldini: Dream, Image, Voyage. Troubador. pp. 77–. ISBN 978-1-906510-24-4
  5. Grofman, Bernard (2001). Political Science as Puzzle Solving. University of Michigan Press. pp. 85–. ISBN 0-472-08723-1
  6. Sadurski, Wojciech; Czarnota, Adam; Krygier, Martin (30 July 2006). Spreading Democracy and the Rule of Law?: The Impact of EU Enlargemente for the Rule of Law, Democracy and Constitutionalism in Post-Communist Legal Orders. Springer. pp. 285–. ISBN 978-1-4020-3842-6
  7. Antohi, Sorin; Tismăneanu, Vladimir (January 2000). "Independence Reborn and the Demons of the Velvet Revolution". Between Past and Future: The Revolutions of 1989 and Their Aftermath. Central European University Press. p. 85. ISBN 963-9116-71-8
  8. Roberts, Adam (1991). Civil Resistance in the East European and Soviet Revolutions. Albert Einstein Institution. ISBN 1-880813-04-1
  9. Sztompka, Piotr (27 August 1991). "Preface". Society in Action: the Theory of Social Becoming. University of Chicago Press. p. 16. ISBN 0-226-78815-6
  10. https://www.nytimes.com/1989/08/20/weekinreview/a-new-orbit-poland-s-break-leads-europe-and-communism-to-a-threshold.html?scp=825&sq=Hungary&st=nyt&gwh=6C7A9946FB31BA34FCA893628C2ECB2B
  11. https://www.nytimes.com/1989/08/25/world/opening-new-era-poles-pick-leader.html?scp=117&sq=Poland&st=nyt&gwh=F25D35FF96685DE091584BA304075DFB
  12. https://www.wsj.com/articles/SB124051894535749519
  13. https://www.nytimes.com/1988/05/23/world/hungarian-party-replaces-kadar-with-his-premier.html?scp=135&sq=Hungary&st=nyt&gwh=E283E53C9144CEB5DC839A7740A35E80
  14. https://www.nytimes.com/1989/01/12/world/hungary-eases-dissent-curbs.html?scp=432&sq=Hungary&st=nyt&gwh=92733275AEC8E1D4866E0147173B702E
  15. Stokes, G (1993), The Walls Came Tumbling Down, Oxford University Press, p. 131.