ყვითელი რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყვითელი რევოლუცია (ინგლ. Yellow Revolution) — 1986 წლის თებერვლის მოვლენები ფილიპინებში, რომელმაც გამოიწვია ქვეყნის ავტორიტარული პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის გადადგომა. ასევე ცნობილია, როგორც სახალხო ძალის რევოლუცია (ინგლ. People Power Revolution) და რევოლუცია EDSA (ინგლ. EDSA Revolution, ტაგალ. Rebolusyon sa EDSA).

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს 1965 წელს. 1969 იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1972 წელს მარკოსს დაეძაბა ურთიერთობა კონგრესთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ასეთ ვითარებაში მან გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გააუქმა კონსტიტუცია. ამ დროიდან იგი ქვეყანას მართავდა როგორც დიქტატორი.

1981 წელს მარკოსმა გამოსცა „პროკლამაცია ნომერი 2045“, რომლის მიხედვითაც გაუქმდა 1972 წლიდან შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ფერდინანდ მარკოსმა არჩევნებში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რომელსაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ბოიკოტი გამოუცხადა.

1983 წლის 21 აგვისტოს მოკლეს ფილიპინელი პოლიტიკოსი ბენინიო აკინო, მარკოსის ყოფილი მოკავშირე, რომელიც სათავეში ედგა მარკოსის წინააღმდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას. ბენინიო აკინოს დაკრძალვის ცერემონია იქცა ყველაზე ხალხმრავალ დემონსტრაციად ქვეყნის ისტორიაში. მარკოსის მოწინააღმდეგეებს ეკეთათ ყვითელი ლენტები, რის გამოც რევოლუციას ეწოდა ყვითელი რევოლუცია. ბენინიო აკინოს მკვლელობის შემდეგ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგა მისი ქვრივი კორასონ აკინო[1].

1985 წლის ნოემბერში მარკოსმა დანიშნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე კიდევ ერთი წელი იყო დარჩენილი. გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდა ბენინიო აკინოს მეუღლე კორასონ აკინო.

მოვლენების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის 7 თებერვალს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. 15 თებერვალს საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ფერდინანდ მარკოსი გამოაცხადა. მათი მონაცემებით 53,6 % ხმებისა მიიღი ფერდინანდ მარკოსმა, ხოლო კორასონ აკინომ — 46,1 % (10 807 197 ხმა 9 291 761-ის წინააღმდეგ). დამკვირვებელტა კომისიამ კი ხმების მესამედის დათლის შემდეგ განაცხადა, რომ აკინომ მიიღო ხმების 55 %, ხოლო მარკოსმა - 33 %.

16 თებერვალს კორასონ აკინო ლუნეტის პარკში შეკრებილი მომხრეების წინაშე გამოვიდა სიტყვით და მოუწოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ. ჯერ კიდევ მანამდე არმიის ოფიცრებმა შექმნეს მოძრაობა არმიის რეფორმირებისათვის, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის მინისტრ ხუან ენრილესა და პოლიციის უფროს ფიდელ რამოსის მეთაურობით დაგეგმეს სამხედრო გადატრიალება. გადატრიალება უნდა მომხდარიყო 22-23 თებერვლის ღამით, თუმცა მარკოსმა გაიგო შეთქმულების შესახებ. ხუან ენრილემ და ფერდინანდ რამოსმა ეპიფანო დე ლოს სანტოსის ავენიუდან (Epifanio de los Santos Avenue - EDSA) მოუწოდეს მარკოსს გადადგომისაკენ. მარკოსმა გასცა ბრძანება აღეკვეთა შეთქმულება, მაგრამ ოპოზიციამ რდიოს საშუალებით მოუწოდა მოსახლეობას შეკრებილიყვნენ EDSA-ის მოედანზე. უკვე გამთენიისას მოედანზე ასობით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

25 თებერვალს მარკოსმა პრეზიდენტის ფიცი დადო საკუთარი სასახლის აივანზე რამდენიმე ათასი თანამოაზრის თანდასწრებით. პარალელურად აკინომ დადო საპრეზიდენტო ფიცი ქალაქი პესტიჟულ კვარტალში მდებარე კლუბ „ფილიპინოში“. უცხოეთის ელჩებმა მარკოსის ინაუგურაცია უარყვეს, ხოლო აშშ-ის ხელისუფლებამ მარკოსს გადადგომის რეკომენდაცია მისცა. იმავე საღამოს მარკოსმა დატოვა სასახლე და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით კლარკის სამხედრო ბაზაზე, ხოლო იქედან კუნძლ გუამზე გადაიყვანეს.

ოთხდღიანი მოვლენების პერიოდში სულ დაიღუპა 15 და დაიჭრა 20 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქალი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, გაზ. „კომუნისტი“, N 101, 29 აპრილი, 1990 წელი, გვ., 3