ოპერაცია წარმოუდგენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლელი მოკავშირეები (ლურჯი) და საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები (წითელი) სექტემბერი, 1945
მოკავშირეთა ძალების პოზიცია, 10 მაისი, 1945.

ოპერაცია „წარმოუდგენელი“ (ინგლ. Operation Unthinkable) — თავდასხმითი და თავდაცვითი გეგმის კოდური დასახელება იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა ერთი მხრივ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს და მეორე მხრივ სსრკ-ს შორის. შემუშავდა 1945 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ორივე გეგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დავალებით ძალიან გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავა დიდი ბრიტანეთის ომის კაბინეტის დაგეგმვის გაერთიანებულმა შტაბმა. ამჟამად, დოკუმენტები ინახება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში[1]. თავდასხმითი გეგმის უშუალო მიზანი იყო საბჭოთა ჯარების პოლონეთიდან ძალით განდევნა, ხოლო თავდაცვითისა — ბრიტანეთის კუნძულების თავდაცვის ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა ძალები შეიჭრებოდა დასავლეთ ევროპაში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით აღნიშნული გეგმა განიხილება, როგორც მესამე მსოფლიო ომის გეგმა[2][3]. გეგმის პროექტის წარდგენისას ჩერჩილმა განაცხადა „ეს არის წინასწარი ესკიზი და იმედი მაქვს ყველაფერი ჯერ კიდევ ჰიპოტეზური შესაძლებლობაა“[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]