შინაარსზე გადასვლა

პოტსდამის კონფერენცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლემენტ ეტლი, ჰარი ტრუმანი, იოსებ სტალინი პოტსდამის კონფერენციაზე, ივლისი 1945

პოტსდამის კონფერენცია“ (17 ივლისი-2 აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის - უმაღლესი პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა შეეთანხმებინათ სამომავლო მოქმედებების გეგმა.

თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო დათქმული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.

თეირანის კონფერენციიდან მოყოლებული მოკავშირეები ერთმენეთს სხვადასხვა დიპლომატიურ დონეზე მრავალჯერ შეხვდნენ. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემა ყოველთვის იყო საერთო გეგმის შედგენა, იმის შესახებ თუ როგორ ეხელმძღვანელათ გერმანიაზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ. კასაბლანკის კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე. იალტაში შეთანხმდნენ გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფაზე და ერთიანი „ცენტრალური საკონტროლო კომისიის“ შექმნაზე. 1945 წლის 8 მაისს „გროსდოიჩე რაიხმა“ უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ხოლო 23 მაისს დაპატიმრებულ იქნა „საქმეთა მმართველი რაიხის მთავრობა“ დენიცისა და ფონ კროზიგკის მეთაურობით. ამის შემდეგ, 5 ივნისს მოკავშირეებმა „ბერლინის დეკლარაციით“ გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფა და ხელისუფლების მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოსათვის გადაცემა დააკანონეს.

კონფერენციის მონაწილეები და თემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფერენციის გადასაწყვეტი იყო შემდეგი საკითხები:

  • განთავისფლებული ევროპის ქვეყნებს შორის ახალი საზღვრების დადგენა
  • დამარცხებული მხარისათვის დასაკისრებელი რეპარაციები
  • დაპყრობილი გერმანიის გადანაწილება სამართავ ზონებად
  • ჯერ კიდევ მიმდინარე წყნარი ოკეანის ომი და მისი დასრულების გეგმა

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ:

გარდა ამისა თითოეული ქვეყნის დელეგაციაში შედიოდნენ არმიის გენშტაბის შეფები და სხვა დიპლომატიური პირები, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ მახლობლად მდებარე ნოიბაბელსბერგის ვილებში გრიბნიცის ტბის ნაპირზე.

შედეგები და გადაწყვეტილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებები თავმოყრილ იქნა ე.წ. პროტოკოლში „პოტსდამის შეთანხმება“. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო:

ეს ბოლო პუნქტი თითოეულ მაკონტროლირებელ მოკავშირეს თავის საკონტროლო ზონაში მისი ინტერესების მიხედვით რეპარაციების დაწესების უფლებას აძლევდა, რითაც დაირღვა გერმანიის ეკონომიკური ერთიანობა. ამას მალე ცივი ომის დაწყებისთანავე გერმანიის პოლიტიკური ერთიანობის დარღვევაც მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]