დეკემბრიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეკემბრიანა
ცივი ომის ნაწილი
5th Scottish Parachute Battalion Athens 1944.jpg
ბრიტანული ტანკები ათენის ქუჩებში
თარიღი 3 დეკემბერი, 19446 იანვარი, 1945
მდებარეობა ათენი
შედეგი ბრიტანელების ტაქტიკური გამარჯვება; ვარკიზის ხელშეკრულება
მხარეები
Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთი
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg ემიგრაციული მთავრობა
Flag of Greece (1822-1978).svg სსგა
მეთაურები
Flag of the United Kingdom (3-5).svg რონალდ სკობი
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg ტრასივულოს ცაკალოტოსი
Flag of Greece (1822-1978).svg ემანუილ მანდაკასი
ძალები
Flag of the United Kingdom (3-5).svg 80.000-90.000[1]
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg 11.600[2]
Flag of Greece (1822-1978).svg 17.800
დანაკარგები
დიდი ბრიტანეთის დროშა დაახლ.: 210 დაღუპული
1 000 დაჭრილი
733 დაკარგული
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg 1 000-1 200 დაღუპული
Flag of Greece (1822-1978).svg დაახლ.: 2 000 დაღუპული
Commons-logo.svg დეკემბრიანა ვიკისაწყობში

დეკემბრიანა (ბერძ. Δεκεμβριανά, „დეკემბრის მოვლენები“) — სამხედრო მღელვარება ათენში. მიმდინარეობდა 1944 წლის 3 დეკემბრიდან 1945 წლის 6 იანვრამდე. დაპირისპირება მიმდინარეობდა ერთი მხრივ სეგფ-ს, სსგა-სა და სკპ-ს, ხოლო მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებსა და მათ ფართო სპექტრის ბერძენ მოკავშირეებს შორის, დაწყებული სოციალ-დემოკრატებით (პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ) და დამთავრებული „უსაფრთხოების ბატალიონით“, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თანამშრომლობდნენ გერმანელ ფაშისტებთან.

მღელვარება დაიწყო 1944 წლის 3 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ძალებმა და ბრიტანეთის ჯარის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი აქცია ქალაქის ცენტრში მდებარე უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ყველა პარტიზანული დანაყოფის განიარაღება. მიტინგის დაცხრილვის შედეგად დაიღუპა 33 და დაიჭრა 148 დემონსტრანტი. ბრძოლები გაგრძელდა 33 დღე და დასრულდა 1945 წლის 6 იანვარს.

აღნიშნული მღელვარება გახდა საბერძნეთის სამოქალაქო ომის პრელუდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vulliamy, Ed; Smith, Helena. „Athens 1944: Britain’s dirty secret“. guardian. ციტირების თარიღი: 30 Nov 2014.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brooke, Lord Alan. Alanbrooke War Diaries 1939-1945: Field Marshall Lord Alane, გვ. 636-637,638,644,714. ISBN 0520239024. 
  2. Δεκέμβρης '44, Οι μάχες στις γειτονιές της Αθήνας, Ε Ιστορικά, Η μάχη της Αθήνας, Στρατιωτικές Επιχειρήσεις από 4 Δεκεμβρίου 1944 ως 6 Ιανουαρίου 1945, Γεώργιος Μαργαρίτης, σελ 18